"ზესტაფონის" წამყვანი ფეხბურთელები, გიორგი ხიდეშელი და ნიკოლოზ გელაშვილი ესპანური შეკრებიდან დაითხოვეს
გუშინ "ზესტაფონის" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა, გიორგი ხიდეშელმა და ნიკოლოზ გელაშვილმა გუნდის ესპანური შეკრება დატოვა და საქართველოში გამობრუნდა. ბუნებრივია, მიზეზით დავინტერესდით. მათ ესპანეთში "ზესტაფონის" მიერ აქამდე გამართული ორი საკონტროლო მატჩიდან ერთშიც არ მიუღიათ მონაწილეობა, როგორც ითქვა, მიკროტრავმების გამო. ტრავმების გამო შეკრების ნაადრევად დატოვება მთლად სარწმუნო ამბად ვერ მივიჩნიეთ და მომხდარის რეალური მიზეზის გარკვევა დავიწყეთ.

თავიდან შევიტყვეთ, რომ ხიდეშელსა და გელაშვილს საქართველოსკენ გამოსამგზავრებელი ბილეთები ნაადრევად უდისციპლინობისთვის აუღეს, შემდეგ კი რამდენიმე სანდო წყარომ გვაცნობა, რომ მათ ერთმანეთში იჩხუბეს და შეკრებიდანაც ამიტომ დაითხოვეს.

"ხიდეშელი და გელაშვილი ესპანური შეკრებიდან გათავისუფლებულები არიან, კლუბთან მათი თანამშრომლობის საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა", - გვითხრა "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ, ფეხბურთელთა უდისციპლინობისა და კონკრეტული კონფლიქტის ვერსიაზე კომენტარის გაკეთებისგან კი თავი შეიკავა.

ესპანეთში გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესაც შევეხმიანეთ, რომელმაც ფეხბურთელთა უდისციპლინობის ფაქტი დაგვიდასტურა.

- რატომ დატოვეს შეკრება ხიდეშელმა და გელაშვილმა?

- დისციპლინის დარღვევის გამო.

- მათ მხოლოდ შეკრება დატოვეს თუ კლუბიც?

- მხოლოდ შეკრება, დანარჩენზე კი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიმსჯელებთ.

- ჩვენი ინფორმაციით, მათ ერთმანეთში იჩხუბეს...

- ინფორმაცია ბევრნაირი შეიძლება გავრცელდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს