პენანტი სინგაპურში, ბოტროიდი იაპონიაში, ჰიუზი ავსტრალიაში...
სულ ცოტა ხნის წინათ, ყველა გააკვირვა ჯერმეინ პენანტმა, როცა მან განაცხადა, რომ სინგაპურულ კლუბთან, "ტამპინეს იუნაიტედთან" გააფორმა ხელშეკრულება. "არსენალისა" და "ლივერპულის" ყოფილმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა, რომ გაემგზავროს შორეულ აღმოსავლეთში. პენანტი არ არის ერთადერთი ბრიტანელი, რომელიც ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო ქვეყნის კლუბში ითამაშებს. ჩვენი წერილიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ ბრიტანელ მოთამაშებზეა.

ჯეი ბოტროიდი (ჯუბილო ივატა, იაპონია)

ამ თავდამსხმელს არასოდეს ეშინოდა ბრიტანეთის გარეთ ძალების მოსინჯვისა. ის უკვე თამაშობდა იტალიურ "პერუჯაში" და ტაილანდის "მონტონგ იუნაიტედში". 33 წლის ბოტროიდს ახლა "ჯუბილო ივატასათვის" გააქვს. ის იაპონიის მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა გასულ სეზონში, კლუბი კი უმაღლესში აღზევდა.

სტივ სიმონსენი (პუნ სიტი, ინდოეთი)

"ევერტონი", "სტოკ სიტი", "შეფილდი", "რეინჯერსი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც სიმონსენი თამაშობდა. მან უცნაური ნახტომი გააკეთა ინდოეთის სუპერლიგის კლუბში. თავად "პუნ სიტი"იქაურ უმაღლეს ლიგაში წარმატებით ვერ გამოირჩევა. სხვათა შორის, ამ გუნდში თამაშობენ თუნჯაი სანლი, დიდიე ზოკორა და სხვა ექსვარსკვლავები.

აარონ ჰიუზი (მელბურნ სიტი, ავსტრალია)

ინგლისურ პრემიერლიგაში არაერთი მატჩი ჩაატარა "ნიუკასლის", "ასტონ ვილას" და "ფულემის" შემადგენლობაში. იყო ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ლიდერი. გასულ წელს სათამაშოდ ავსტრალიაში გადავიდა. მან განაცხადა, რომ ავსტრალიაში გადასვლაზე დაიყოლია დემიენ დაფი, მაგრამ ირლანდიელი ვარსკვლავი ავსტრალიაში ჯერ არ გამოჩენილა.

დარენ უაითი (ოკლენდ სიტი, ახალი ზელანდია)

"ბლექბერნის" აკადემიის აღზრდილს არასოდეს უთამაშია ინგლისის სამოყვარულო ლიგებზე მაღლა. გერმანიაში გატარებული მცირე პერიოდის შემდეგ ის გადავიდა ახალ ზელანდიაში. უაითმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტომას ბიტი (ვარიორზი, სინგაპური)

"ჰალ სიტის"ყოფილმა მოასმაშემ 19 წლის ასაკში დატოვა დიდი ბრიტანეთი და ამერიკაში გაემგზავრა - თან სასწავლებლად, თან სათამაშოდ. ის კანადურ "ოტავა ფარიში" თამაშობდა მანამ, სანამ 2013 წელს სინგაპურში არ გადავიდა. მან "უორიორზის" გარდა "ჰუნგანგის" ღირსებაც დაიცვა.

ჯორჯ სანდერსი (ენვიგადო, კოლუმბია)

ლონდონში დაბადებული ფეხბურთელი ნამდვილი მსოფლიო მოგზაურია. ესპანეთში ის "ესპანიოლსა" და "ლევანტეს" მაისურს ირგებდა. ამის შემდეგ ის გადავიდა კოლუმბიაში. ითამაშა "ამერიკა დე კალიში", "ფორტალეზაში", "უნიონ მაგდალენასა" და "პატრიოტასში".

კორედე აიეგბუსი (სია იამეგანი, ირანი)

ის წარმოშობით ჰაკნიდანაა. ამის მიუხედავად, პროფესიონალურ დონეზე ინგლისში ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. 2006 წელს გადავიდა ამერიკაში. მაშინ ის 18 წლისა იყო. ჯერ კოლეჯების ლიგა ითამაშა, მერე კი იქაური უმაღლესი ლიგის "კანზასისათვის" გაისარჯა. მან ევროპაშიც ბევრი იმოგზაურა - იყო შვედეთში, ფინეთში, შვეიცარიაში. ის შეუერთდა ირანულ კლუბს, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიპოვა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება.

ადილ ნაბი (დელი დინამო, ინდოეთი)

21 წის ნიჭიერი ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგიდან ინდურ ლიგაში გაანათხოვრეს. ნაბი "ვესტ ბრომვიჩის" საკუთრებაა. მან 11 მატჩში 4 გოლი შეაგდო. "დინამომ" კი პლეი ოფის ნახევარფინალი წააგო "გოასთან".

ადამ მიტერი ( ლოიოლა მალარკო სპარკსი, ფილიპინები)

აღიზარდა "ბლეკპულის" აკადემიაში, 2011 წელს კი სქოთურ "ჰიბერნიანში" მივიდა. ითამაშა უამრავ ინგლისურ კლუბსა და შვედეთში. გასული წლის იანვარში ფილიპინების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შეუერთდა.

დევიდ მოლი (ნიუ რადიანტი, მალდივის კუნძულები)

2009-12 წლებში "ლივერპულის" საფეხბურთო აკადემიის წევრი იყო. შემდეგ ითამაშა "ვულვზში", ბორჰემში", "ჰეისში". გასული წლის თებერვალში ეგზოტიკური მოგზაურობა ჩაიფიქრა და მალდივების ჩემპიონ კლუბს მიაშურა.

ბრაიან მაკლინი (ბრუნეი)

ბრუნეის ყველაზე პოპულარულ კლუბს "ბლექბერნის" ყოფილი დამრიგებელი, სტივ კინი წვრთნის. ამ გუნდში თამაშობს "რეინჯერსის", "მოზერუელისა"და სხვა შოტლანდიური კლუბების მცველი, ბრაიან მაკლინი.

რაიან ტინსლი (WaiBOP United, ახალი ზელანდია)

ნოტინგემში დაბადულმა ფეხბურთელმა ინგლისის დაბალ ლიგებში კარიერა ვერ აიწყო. ის გადავიდა ახალ ზელანდიაში, სადაც ცუდად სულაც არ გამოიყურება და გასულ კვირას, ერთ-ერთ მატჩში, მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

მიჩ ოსტინი, დანიელ ჰეფარნანი (სენტრალ ქოუსთ მარინერსი, ავსტრალია)

ავსტრალიური გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ინგლისური გვარია. ოსტინი ინგლისში "სტალიბრიჯსა" და "კემბრიჯში" თამაშობდა. იყო შოტლანდიურ "სელტიკში." ჰეფარნანი კი ინგლისის დაბალ ლიგებში დახეტიალობდა და 2012 წელს მიაშურა ავსტრალიას.

ბას სევიჯი (ტოტი, ტაილანდი)

ინგლისში ვერაფერს გამორჩა და გადავიდა ტაილანდში. ბანგკოკის გუნდისათვის წინა სეზონი კარგი არ იყო. ის ტაილანდის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

პიტერ რემიჯი, სანჩეს ვოტი, ანტონიო ხერმანი, მარკუს უილიამსი (კერალა ბლასტერსი, ინდოეთი)

ინდური პრემიერლიგის გუნდი თამაშს ინგლისელ ფეხბურთელებზე აწყობს. მათ შორის ყველაზე სახელიანია მცველი რემიჯი, რომელიც "ნიუკასლის", ქპრ-ს, "კრისტალ პალასისა" და სხვა ინგლისური კლუბების ღირსებას იცავდა. ხერმანს უთამაშია ქპრ- ში, უილიამსს კი - "ჯილინგემში".

დან შვარცი (კენტერბერი იუნაიტედი,ახალი ზელანდია)

ნახევარდაცვაში მთავარი კაცია. ინგლისში "ლივერპულის" საფეხბურთო აკადემიაში თამაშობდა.

ჯეიმს ბაილი, ონუა ტომას ობასი, ჯონ სტილი (ოტავა ფარი, კანადა)

ინგლისური დესანტი ამ კლუბში ძალიან მძლავრია. ბაილი თამაშობდა "ქრიუში", "დერბიში" და "ქოვენთრიში". იყო ინდოეთში. ბირმინგემში დაბადებულ ობასის კარიერის მეტი წილი ჩრდილოეთ ამერიკაში აქვს გატარებული. ჩრდილოირლანდიელი სტილი კი "სოლტ ლეიკისა" და "რედ ბულის" წევრი იყო.

ალბერტ უოტსონი, ტონი ამეობი, დერილ ფორდაისი (ედმონტონი, კანადა)

ეს კანადური გუნდიც ინგლისელებს ეყრდნობა. ამეობი ნიუკასლშია და დაბადებული და ამ გუნდის სკოლა გაიარა. მას ასევე ითამაშა "ლიდსში", ისლანდიასა და ფინეთში. უოტსონმა 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა ჩრდილოირლანდიურ "ბალიმენაში". ფორდაისი კი "პორტსმუთისა" და "გლენტორანის" რიგებში თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი პორნო ფილმში გადაიღეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჯერმეინ პენანტი: მე და ეშლი კოულს ჯგუფური სექსი გვქონდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მიზეზი, რის გამოც პენანტი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბიდან გააგდეს [PHOTO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები