დიდუბის დახურული მანეჟის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების დონეზე აღჭურვა დაიგეგმა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მძლეოსნობა საქართველოში პრიორიტეტული სახეობა უნდა გახდეს, რადგან ის იყო და რჩება ზოგადად სპორტის საფუძველთა საფუძვლად.

კეთილი ნება მინისტრმა კიდევ ერთხელ გუშინაც დაადასტურა, როცა მოადგილე დავით ნამგალაურთან და მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანთან ერთად დიდუბის დახურულ მანეჟს ეწვია და ამ უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო გეგმებზე ისაუბრა.

"იყო დრო, დიდუბის მანეჟი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ კავკასიაში უდიდეს როლს თამაშობდა მძლეოსნობის განვითარებაში, ამიტომაც დავისახეთ მიზნად 18-თვიან ვადაში მისი სრული რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მძლეოსნობის აღორძინება-პოპულარიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერმა მანეჟი მძლეოსნობის ფედერაციას გადასცა. აქ უკვე დაიწყო აღგენითი სამუშაოები. მომავალი წლის შემოდგომამადე "სპორტის დედოფალს" თანამედროვე სტანდარტების დონეზე აღჭურვილი სასახლე ექნება", - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა.

"ჩვენი უპირველესი საზრუნავია ინფრასტრუქტურის მოგვარება. უმისოდ დიდ სპორტსმენებს ვერ გავზრდით. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებს დიდუბის მანეჟის კეთილმოწყობას, რომ მძლეოსნები ზამთრის პერიოდში სარბიელს მოწყვეტილი არ დარჩნენ. უპირველესად, ცხადია, უშუალოდ სპორტულ დარბაზს გავარემონტებთ, კერძოდ, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, შეიცვლება ვირაჟები, დაიგება ახალი სარბენი ბილიკები, კეთილმოეწყობა სხვა მძლეოსნური სექტორები. სპორტსმენების სამსახურში ჩადგება მანეჟის სასტუმრო, რაც საწვრთნელი შეკრებების ჩატარებასა და სტუმრების მიღება-დაბინავებაში დაგვეხმარება. გარემონტებული დარბაზი მწვრთნელებსა და მათს შეგირდებს საქმეს გაუიოლებს, ვარჯიშის პროცესს საგრძნობლად გააუმჯობესებს, რაც, დარწმუნებული ვარ, შედეგებშიც აისახება", - დასძინა ალექსი ახვლედიანმა.

როგორც ვხედავთ, საქმეს კარგი პირი უჩანს. გვჯერა, რომ იმედიან სტარტს ფინიშიც სასურველი მოჰყვება.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილის

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს