ფეხბურთი ღიმილს დაიბრუნებს
თანამედროვე ფეხბურთი ნაკლებად იღიმის. დღეს ორი დიდი ვარსკვლავის დოღია. დღეს ავანსცენაზე მესი და რონალდო არიან. სულ ასე არ იყო. რამდენიმე წლის წინათ რონალდინიო ბრწყინავდა. ბრაზილიელი თავისი განუმეორებელი ღიმილით, ფინტებითა და ფეხბურთით.

რონალდინიო დღეს 35 წლისაა. ბოლოს ის "ფლუმინენსეში" თამაშობდა, ახლა კი ინდოეთშია, ერთ-ერთ ტურნირს ადევნებს თვალს. ინდოეთში ბრაზილიელს ისე დახვდნენ, როგორც ლეგენდას. ის მართლა ლეგენდაა. ლეგენდა, რომელიც ფეხბურთში ბრუნდება.

ისე ჩანს, რომ ბრაზილიელს მოენატრა დიდი ფეხბურთი. ის ერთი თამაშით შეეკრა ეკვადორულ "ბარსელონას". ყველას აინტერესებს, რა იქნება იმ ერთი მატჩის შემდეგ. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაბრუნდება რონალდინიო და ფეხბურთს პეწი შეემატება, ოღონდ...

აქ არის ერთი მთავარი პირობა. რონალდინიოსთან ერთად მისი განუმეორებელი, მხოლოდ გაუჩოსათვის დამახასიათებელი ღიმილი უნდა დაბრუნდეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა მაშინ შეწყვიტა მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში, როცა მის სახეზე ღიმილი გაქრა.

ამბობენ, რონალდინიოს ინგლისური გუნდები ეპატიჟებიანო. ვინ იცის, ეს პრემიერლიგის სიოც იყოს. პრემიერლიგას მართლაც ძალიან მოუხდებოდა ბრაზილიელი და ბრაზილიელსაც მოუხდებოდა "ნისლიანი ალბიონის" საფეხბურთო სიგიჟეები. მით უმეტეს, რონალდინიოს იქ ადრე არასოდეს უთამაშია.

"მე მომენატრა ფეხბურთი", - თქვა რონალდინიომ და მისი ამ განცხადებით ზოგადად ფეხბურთმა უნდა მოიგოს. უნდა მოიგოს, რადგან მას ძალიან აკლია სამხრეთამერიკელის ჯადოსნური ღიმილი.

რა შეუძლია რონალდინიოს? ამ საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობა ახლა ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში გაუჩოს თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი.

ბოლო დროს ბრაზილიელი ვარსკვლავი ფეხბურთს, ძირითადად, გასართობად თამაშობდა. რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის ნორმალური დონის ევროპულ კლუბში მოხვდება? მაშინ ის უბრალოდ ვალდებული იქნება, რეჟიმი დაიცვას და საქმეს მთელი სერიოზულობით მოეკიდოს.

რა თქმა უნდა, 35 წელი სოლიდური საფეხბურთო ასაკია, მაგრამ იქნებ გაუჩომ თუნდაც ერთი ან ორი წლის განმავლობაში კიდევ გვაჩუქოს ის შედევრები, რასაც ის გვჩუქნიდა წლების წინ, როცა მსოფლიოს საფეხბურთო მინდვრებზე მას ბადალი არ ჰყავდა.

რა თქმა უნდა, მსოფლიოში არის ბევრი კლუბი, რომელსაც გაუჩოსთან თანამშრომლობა სურს, მაგრამ სანამ არჩევანს გააკეთებს, რონალდინიო ძალიან ფრთხილად, ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ მეტად სათუთ საკითხს.

მაინც რა იგულისხმება ამაში? უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ძალიან ბევრი ხანშიშესული ვარსკვლავი საკლუბო არჩევანს ძალიან ხშირად ფულის გამო აკეთებს. რონალდინიო ასე არამც და არამც არ უნდა მოიქცეს.

მას შეუძლია კიდევ გაგვახაროს თავისი ფეხბურთით. უმჯობესი იქნება, თუ ის შედარებით ღარიბ, მაგრამ ძალიან ამბიციურ გუნდს აირჩევს. მაგალითად, რატომ არა "ლესტერი"? ეს იმ შემთხვევაში, თუ კლუბის ხელმძღვანელობა საჭიროდ ჩათვლის ბრაზილიელის აყვანას.

კარგი იქნებოდა გაუჩოს ხილვა ისეთ კლუბში, რომელიც ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. ეს დამატებითი ინტრიგა იქნებოდა და პლუს ამას, შანსი ბრაზილიელისათვის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშოს უმაღლესი დონის ჩემპიონატში.

გვაიმედებს ერთი გარემოება: რონალდინიოს არასოდეს უთამაშია ფულისათვის. მისთვის ფეხბურთი ბედნიერების წყარო იყო, ეს იყო საშუალება, სიამოვნება მიენიჭებინა მილიონობით გულშემატკივრისათვის. ახლაც ასე უნდა იყოს, გაუჩომ ჭეშმარიტი გზიდან არ უნდა გადაუხვიოს.

როგორც ჩანს, რონალდინიოს უნდა, რომ ფეხბურთს ნაღდ პროფესიონალად დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ის ვერ მიაღწევს ძველებურ სიმაღლეებს, მაგრამ თვით მისი სრულფასოვანი დაბრუნებაც კი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება მსოფლიო ფეხბურთისათვის.

რონალდინიოს სხვადასხვა დროს მოუგია ბევრი გუნდური და ინდივიდუალური ტიტული. მათ შორის, უმაღლესი ჯილდოებიც, მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება ბრაზილიელისათვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ხალხის დიდზე დიდი სიყვარული.

"მე არასოდეს მითამაშია ფეხბურთი ფულისათვის. მე ფეხბურთს ჩემი სიამოვნებისათვის, ხალხის ტაშისათვის ვთამაშობდი და ვთამაშობ. მინდა, რომ სანამ შემიძლია, ადამიანებს ბედნიერება მოვუტანო საკუთარი გარჯით.

დღეს ხშირად საუბრობენ, რომ ფეხბურთი დიდი ბიზნესი ხდება. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მწყინს. მინდა, დავრჩე უბრალო ადამიანად და ხალხს სიხარული მოვუტანო. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო, ყველაზე დიდი აღიარება.

ფეხბურთმა მე ყველაფერი მომცა და მეც ვალდებული ვარ, რომ მას ვალი ბოლომდე დავუბრუნო. მიმაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება მეტი პოზიტივი. საერთოდ, მე ფეხბურთს ვუყურებ არა როგორც მხოლოდ სპორტის სახეობას, არამედ როგორც მოვლენას, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს", - არცთუ დიდი ხნის წინათ თქვა ჩვენი წერილის გმირმა.

ჩვენ განსაკუთრებულად ველით გაუჩოს დაბრუნებას დიდ ფეხბურთში. ნაღდ, ევროპულ დაბრუნებას. ჩვენ გვინდა, რომ ის ძალიან ხშირად ვნახოთ. თუნდაც - რამდენჯერმე კვირაში. ფეხბურთს ის სჭირდება. ფეხბურთმა ძველი, ალალი ღიმილი უნდა დაიბრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chicharito
მართლა კარგი იქნება თუ დაბრუნდება
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"რონალდინიოც ასეთი იყო" - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]