საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2011 წლის ერთა თასის პირველი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2011 წლის ერთა თასის პირველი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნებმა" გუშინ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ივარჯიშეს.

მწვრთნელებმა რიჩი დიქსონმა, მაიკ ბრედლიმ, ჯონ მაგლტონმა და მარკ დიქსონმა მოკლე თათბირის შემდეგ გუნდი ტრადიციული მოთელვით დატვირთეს. წინა დღეს ფეხი იტკინა და არ ვარჯიშობდა "კასტრის" შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი. ის, სავარაუდოდ, უკრაინის ნაკრებთან არ ითამაშებს. როგორც ნაკრების ექიმებმა თქვეს, ანტონი ვარჯიშს ხვალიდან განაახლებს და 12 თებერვალს, ესპანეთის ნაკრებთან მწყობრში ჩადგება.

არ უვარჯიშია ასევე საქართველოს ნაკრების დებიუტანტ ბექა ურჯუკაშვილს (ფიჟაკი), რომელსაც დილით სიცხემ აუწია, თუმცა უკრაინის ნაკრებთან მატჩში სათადარიგოთა შორის იქნება. უკრაინასთან ვერ ითამაშებს შუამარბი თედო ზიბზიბაძეც (პერიგო). მან ახლახან ყბასახის ოპერაცია გაიკეთა და, სავარაუდოდ, მხოლოდ ესპანეთის ნაკრებთან მატჩში შეძლებს გუნდს დაეხმაროს.

მოთელვის შემდეგ გუნდი ავსტრალიელმა დაცვის მწვრთნელმა ჯონ მაგლტონმა ჩაიბარა. ჯერ რაკში თამაშში, ბოჭვისას ბურთის სწორად ჩადებაში, რაკის უმალ გაწმენდასა და შეტევის სწრაფად გაგრძელებაში ავარჯიშა.

ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობას საქართველოს A ნაკრების რამდენიმე მორაგბეც იღებდა. მათი დახმარებით მაგლტონმა დაცვისას დროულ გადაწყობაში გამოწრთო ბიჭები.

ამის შემდეგ გუნდი ორად გაიყო. სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა უტევდა, თადარიგში მყოფნი და A ნაკრების მორაგბეები კი თავს იცავდნენ. თუ ვარჯიშის ამ ნაწილით ვიმსჯელებთ უკრაინის ნაკრებთან მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა ასეთი იქნება:

15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. გია ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესო უდესიანი.

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ვახტანგ მაისურაძე, 19. ზვიად მაისურაძე, 20. ირაკლი აბუსერიძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ბექა ურჯუკაშვილი.

მერე შერკინება ბრედლიმ ჩაიბარა და დერეფანში თამაშის კომბინაციები დაახვეწინა. უკანახაზელები კი მაგლტონმა მოიხელთა და, ინდივიდუალურად, მეტოქის ბოჭვაში ავარჯიშა.

დღეს ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშისგან თავისუფალი დღე აქვს, ხვალ კი, მატჩის წინა დღეს, ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ვარჯიშს კაპიტანი ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი/ყოჩები).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი).

მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ბესო უდესიანი (მაკონი), ზივიად მაისურაძე (ლოკომოტივი).

#9: ბიძინა სამხარაძე (ფარული), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).

#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი)

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ირაკლი გიორგაძე (ლავორი).

#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).

#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია).

უკრაინის ნაკრები

ზურაბ კიკაჩეიშვილი, სერგეი იანჩიი, ვიტალი კრასნოდემსკი, მიკოლა ალექსანდრიუკი, ვიტალი ორლოვი (ყველა-კიევი), სერგეი მონასტირიოვი, დენის მასიუკოვი, ევგენი ჩაიკა, რუსლან რადჩუკი, პავლო მასიუკოვი, რომან კულაკივსკი, ოლექსეი ნოვოკრეშჩენოვი (ყველა-ოდესა), იგორ ლემკივსკი, ევგენი ზაპოლსკი, ოლექსანდრ დურნოვი, ბოგდან ვოლოშინი, ვლადისლავ გრაბოვსკი (ყველა-ლვოვი), ნაზარი ზოზულია (ხმელნიცკი), ოლექსანდრ გოლუბენკო, ოლეგ შევჩენკო (ორივე-ტირასპოლი), ივან ზალიზნიაკ, სერგეი გარკავი, დიმიტრო მანჟოსი, ოლექსანდრ ლომაკინი, მიკოლა კირსანოვი, მაქსიმ კრავჩენკო, ვიაჩესლავ კრასილნიკი, ოლექსანდრ ცაპენკო, სერგიი სუხიხი, ვიაჩესლავ პონომარენკო, სერგეი ცერკოვნი, ანდრეი გოლიშევი, ოლეგ კოსარევი (ყველა-ხარკოვი).

ერთა თასი

I ტური, 5 თებერვალი

საქართველო-უკრაინა, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა