უელსის ნაკრებმა გუნდის ექსპერიმენტული განლაგება გამოიყენა - რვა მოთამაშე შერკინებაში იდგა, შვიდი კი - ხაზზე

1907 წელი

უელსის ნაკრებმა გუნდის ექსპერიმენტული განლაგება გამოიყენა. რვა მოთამაშე შერკინებაში იდგა, შვიდი კი - ხაზზე. უელსელებმა ედინბურგში შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან 6:3 მოიგეს.

1935 წელი

უელსის ნაკრებმა კარდიფში შოტლანდიის ეროვნულ გუნდს 10:6 სძლია. უელსელებს გამარჯვება ფულბეკმა ვივ ჯენკინსმა არეკნით მოუტანა.

1963 წელი

კლაივ როულენდსმა ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან უელსის ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მან მეტოქეს ორი საჯარიმო გაუტანა და უელსელებმა მშრალი ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს.

1974 წელი

შოტლანდიის ნაკრებმა "კალკუტას თასის" ფინალში 16:14 აჯობა. გამარჯვებას "სკოტებმა" ედი ირვინის საჯარიმოთი მატჩის ბოლო წუთზე მიაღწიეს. მომავალში "ბრიტანელი ლომების" ბრწყინვალე ფულბეკმა გუნდს 12 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე ერთი ლელო, ორი საჯარიმო და ერთი გარდასხვაა.

1980 წელი

ბილ ბეომონტმა ინგლისის ნაკრებს ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად მოაგებინა პარიზში საფრანგეთის ნაკრებთან 17:13. "პომების" გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ცხრა ნომრის, სტივ სმითის და მგეზავის, ჯონ ჰორთონის შესანიშნავმა თამაშმა.

1991 წელი

კრეიგ ჩელმერსი პირველი შოტლანდიელი მორაგბე გახდა, რომელმაც ტესტ მატჩში გუნდს ქულები ყველა ხერხით მოუტანა. "სკოტებმა" შინ, "მერიფილდზე" უელსის ნაკრებს 32:12 მოუგო. ჩემერსმა თითო ლელო, გარდასახვა, საჯარიმო და არეკნი გაიტანა. შოტლანდიელთაგან ლელოები დერეკ ვაითმა და ჰარი არმსტრონგმა მიითვალეს.

2008 წელი

უელსის ნაკრებმა 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოუგო "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდს. უელსელებმა ექვსი ერის გახსნის მატჩში ბრწყინვალედ ითამაშეს და პირველ ტაიმში, ტობი ფლუდის ლელოთი დაწინაურებული მასპინძლები მაინც დაამარცხეს - 26:19.

"სიტყვები არ მყოფნის აღგიწეროთ რა ბედნიერები ვართ. ეს ყველაზე შესანიშნავი დღეა ჩემს კარიერაში. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, ვემზადებოდით ამ თამაშისთვის და მიღწეულით უსაზღვროდ ამაყები ვართ", - თქვა უელსელთა შერკინების კვაჭმა რაიან ჯოუნზმა.

"პომებთან" გამარჯვება უელსელებისთვის დამატებითი სტიმული გამოდგა. მათ ბოლო ოთხ წელიწადში დიდი სლემი ორჯერ შეასრულეს.

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო