მწვრთნელისა და ფედერაციის love story დასრულდა
მართალია, კახა ცხადაძე ჯერ იურიდიულად მოხსნილი არ არის, მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი არ იქნება, ცხადია. ამ ფაქტს უცხოური მედია უკვე გამოეხმაურა.

იტალიური goal.com წერს:

"კურიოზული სიტუაციაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: მწვრთნელისა და ფედერაციის love story დასრულდა. კახა ცხადაძე უკვე ყოფილი მწვრთნელია, ის ფედერაციის შეფმა ლევან კობიაშვილმა მოხსნა.

მიზეზი? მიზეზი ფულია. სფფ ეკონომიკურად წელგამართული ვერ არის და ორგანიზაციამ ცხადაძეს ხელფასის სულ მცირე, 50%-ით დაკლება მოსთხოვა.

ცხადაძე 25%-ის შემცირებაზე იყო თანახმა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო კობიაშვილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ფედერაცია წელიწადში 600 ათას ევროს არ უნდა იხდიდეს", - წერს გამოცემა, რომელიც შემდეგ შეცდომით იხსენიებს, რომ "სიტისა" და "აინტრახტის" ყოფილი ფეხბურთელის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ გიბრალტარი დაამარცხა შესარჩევ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრების თემას ასევე გამოეხმაურნენ პორტუგალიური Mais Futebol, ბრაზილიური Terra Brasil, იტალიური La Repubblica, ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო და სხვები.

ყველა წყარო ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცს ხელფასის 50%-ით შემცირება მოსთხოვეს და უარის გამო იგი თანამდებობიდან მოხსნეს.

roma
ბატონ ქეცბაიას მეც ვაკრიტიკებდი,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ უსაფუძვლოდ,მან რა არ იღონა,რა არ გააკეთა,რა ექსპერიმენტი არ ჩაატარა,მაგრამ ყველაფერი ამაოდ,რატომ იცით?იმიტომ,რომ უკვე რამდენიმე ხანია ჩვენს ნაკრებს არ ყავს ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელი,შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები,არცერთ საშუალო დონის ევროპულ კლუბში არ გამოდიან,ვინც არ უნდა მოვიდეს ნაკრებში მწვრთნელად,აზრი არა აქვს,შედეგი არ იქნება,ჭკვიანი ადამიანი მას ქვია,ვინც შეცდომებს,ერთი და იგივეს არ იმეორებს,თორემ შეცდომას ყველა უშვებს,აბა,როგორ მაგრამ ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება,რაც შეეხება კობიაშვილს,ყველამ ვნახეთ ის,როგორ დანიშნა ხელისუფლებამ,კი ბატონო წინა ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები,მაგრამ ახლაც იგივე განმეორდა,სად არიან ახლა ყავილაშვილები,პეტრიაშვილები და სხვები,რომლებიც აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას ფეხბურთის გამო,შეიძლება ეს სამართლიანიც იყო,მაგრამ დღეს რა ხდება,რატომ არვინ იღებს ხმას,განა იმაზე უარესად არ ერევიან ყველაფერში,არა მარტო ფეხბურთში,რატომ არ იღებთ ხმას.ეს არის თქვენი სამართლიანობა,ამას ელოდა ხალხი და ფეხბურთი,სირცხვილია ადამიანებო,სირცხვილი,ის რაც დღეს ხდება საქართველოში არის კატასტროფა,ამაზრზენი,ამდენი გაუტანლობა,ღვარძლი არ ახსოვს ქვეყანას,ამიტომაც ბოროტებას დიდი ღმერთი არ ეხმარება და კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ამ ჭაობში ყოფნა,მანამ სანამ უსამართლობა და არაკომპენტენტურება არ დამარცხდება,რაც შეეხება ხელფას,ის უნდა იყოს მიბმული შედეგზე,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია,რომ ამ ფეხბურთელებით შედეგს ვერავინ,ვერ დადებს ეს გამორიცხულია.
iakob
საბოლოო შედგი ყოველივე ამისა, რაც მოხდა, იქნება უკუსვლა, ისედაც მაჩანჩალას როლში მყოფი "ქართული" ფეხბურთისა. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც 2X2=4.
ქუთაისელი
რატომ ვართ ჩასვრილი ფეხბურთში და რატომ ვართ კარგები რაგბში? იმიტომ რომ რაგბში ერთმანეთს ცემენ პატივს. ახალი მწვრთნელი არ დანიშნეს სანამ ფედერაციის პრეზიდენტს არ აირჩევდნენ. ასე უნდა გაეკეთებინა სიჭინავასაც. ცხადაძე თავად არ უნდა დათანხმებულიყო გრძელვადიან კონტრაქტს. ეხლა ცხადაძეს 2 არჩევანი აქვს, ან უნდა წავიდეს მშვიდობიანად და შეინარჩუნოს სახე, ან გაახუროს და გაყვლიფოს ფედერაცია (ანუ ისევ და ისევ ქართველი ხალხი)
noe
გაიყვანეთ პარტიის გამო დანიშნულები სპორტიდან და ყველაფერი დალაგდება, ვგულისხმობ კობიაშვილს!!!
kato
ის, რაც მოხდა, აბსოლიტურად ყველაა დამნაშავე, ვინც ამ საკითხთან პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული. ასეთი რა იყო, რომ ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას? არა რა, არ გაგახარებენ...
guga
რაზე ვკამათობთ და ვიშლით ნევრებს? მითუმეტეს ყველამ ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია დედა აღარ ყავს (მამაზე ლაპარაკი ზედმეტია), ცალკეული გამონათებების გარდა. რაღაც პატარა იმედი გაჩნდა და, ისიც ჩანასახშივე მოგვიკლეს. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის, ნაკლებად საინტერესოა ტყუან-მართალის გარჩევა. რახან ასე მოხდა, გამოდის, რომ საქმე ვერ წავიდა კარგად. ისმის კითხა, ვინ არის დამნაშავე? პასუხი ცალსახაა, ყველა. თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობაზეა უფრო მეტი პასუხისმგებლობა. დაველოდებით რა მოხდება. მეტი რა გზა დაგვრჩა. მაგრამ იცოდეთ........
ნუკრი
(მთიელი)რა ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი.მაშინ ახლა რომ კობიმ ახალ მწვთნელს თვეში მილიონი ევრო რომ დაუდოს ხელშეკრულება.რაა???ხმა არუნდა ამოვიღოთ.წინა ფედერაციის .....
maia .n
ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა გაბუტულია,ვინც აწვება ნებისმიერი მეთოდით მისია,გააუქმოთ ყველაფერი სახემწიფო ორგანოები და წავიდაა.. სამართლიანობის მაძიებელი თქვენი გლმკვდარი მაია
gabrieli
არ ვისურვებდი კობის ადგილზე ყოფნას, თუ მისაღები (არაფრის მომტანი მე-3)შედეგი არ ექნა ნაკრებს. მით უმეტეს, თუ ისევ ბოლოსწინა ადგილზე გავიდა. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ფანტასტიკის სფეროა (ღმერთმა ქნას ვცდებოდე), 125-ე რეიტინგის მქონე გუნდმა რაიმე დააკლოს და გადაასწროს ისეთ ნაკრებებს, როგორიც უელსი, ავსტრია, სერბეთი და ირლანდიაა. განსაკუთრებით ამ ორომტრიალის შემდეგ, რაც ცხადაძის გარშემო დატრიალდა. შესაძლოა მოლდოვას ნაკრებსაც ვერაფერი დავაკლოთ. ასე, რომ SOS კობი......
Dato
Is upro sasaciloa Patara gachirvebuli qveyana amxela tanxas marto mcvrtnels ro uxdis, xolo pexburtis bazebi da pexburtelebis pirobebi ro mizerul donezea.
nikala
კარგ მწვრთნელს და მისთვის მილიონების ხდას მაშინ აქვს აზრი, როცა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გყავს, თორემ დღევანდელი ჩვენი ფეხბურთელების მწვრთნელობას და ამ შედეგს საქართველოს პირველი ლიგის ნებისმიერი მწვრთნელიც შეძლებს... სხვა საქმეა უკვე დადებული კონტრაქტი... სახელმწიფომ უნდა თავისი მიცემული სიტყვა შეინარჩუნოს და შეასრულოს!!! ცხადაძეს რომ კონტრაქტს უუქმებენ ზედმეტს ვიხდითო, სითი პარკს რატო ვერ უუქმებენ ათასობით ქართველის ყვლეფას??? ცხადაძემ თავისი უნდა მიიღოს, ახალ მწვრთნელს კი რა კონტრაქტიც უნდათ ის დაუდონ.
kaxi
გიბლარტარის დამარცხება საქართველოს ნაკრებს მწვრთნელის გარეშეც მშვენივრათ შეეძლო. ამაში ამხელა თანხების გადახდა სისულელეა. ხელფასი შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, აბა ფულის ჯიბეში ჩადება ყველამ კარგათ იცის.
zviadi
ხოდა ვისაც კობი მართალი გონია იმან ფეხბურთზე და ნაკრების თამაშზე ხმა აღარ ამოიღოს, ნაკრების თამაშს ცალი თვალითაც არ უყუროს დააჯდეს და ფულები ითვალოს. ფეხბურთი თქვენთვის არ არი ძია თქვენთვის არის ტაბლო და კალკულატორი.
გიორგი
კაი კაცი ხარ კობი. ჯერ შედეგი მერე ხელფასი. ადრე რა ფულიც იჭრებოდა ისიც გამოიძიეთ და უფრო კარგი კაცი იქნები :)
dato
არა რა ჩვენ ქარტველებს გვეკუთნის ის რა გაფარჩაგებული სახელფწიფოც გვაქ.ხალხი რომელსაც პენსია 150 ლარი აქ,სადაც ნახევარზე მეტი სოციალურად გაჭირვებული ითხოვს რომ 1 კაცს რომელსაც პასუხისმგებლობაც არ უნდა აიღოს, თვეში მისცენ 100 000 .ღმერთო მოდი რა მეორედ მალე
me.
და კურიოზული აქ რა არის ვერ გავიგე. თუ ვინმეს სურს ცხადაძეს კომფორტი მოუწყოს, მაშინ საქველმოქმედო ფონდი შექმენით და ფული აუგროვეთ. ჩემს გადასახადებს თავი დაანებეთ.
თედო
კობის ძალიან ვბალეშიკობდი ,როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი მაგრამ მისი ეს საქციელი ცხადაძესთან მიმართებაში ყველანაირ ზღვარს გასცდა...თუ მოსთხოვეს ამის გაკეტება რასაც აკეთებს-უნდა გადამდგარიყო...ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი...
gio
ეს შედეგ მოიტანა ამ დონეზე პოლიტიკის ჩარევამ სპორტში. ყველა მიმართულებით ღუპავენ ქვეყანას, ასე მგონია ძალით აკეთებენ ამას თორე ნებით ამდენ შეცდომას არამგონია კაცი უშვებდეს
baxt
გამოუცდელობა აღარ ქვია მაგას უკვე, რაც კობიაშვილს მოუვიდა, ცოტა სხვა სახელი ქვია..
mtieli
კობიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ვფიქრობ რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა. აი ეს ღუპავს ყველაფერს, არასტაბილური სიტუაცია. ხო დაუდო ფედერაციამ ხელშეკრულება? მისაღები იყო თუ არა, ხომ დაიდო?? ხოდა აცადეთ რა! მითუმეტეს ბიჭები უფრო შედეგიან თამაშს თამაშობდნენ. კობიაშვილს გამოუცდელობით მოუვიდა
ლაზი
კოლხი, მარტო ხარ ძმაო, თუ გახლავს ვინმე?!
კოლხი
უფალო ნუ გაწირავ ქართულ გენს გევედრები, ფეხბურთზე საერთოდ არ არის საუბარი რა ფეხბურთი რის ფეხბურთი, ამ ხალხმა საერთოდ დაკარგა სინდის ნამუსი მთელი მსოფლიო ჩვენ დაგვცინის მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას. ამათ თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნია.ხალხო შეხედეთ თქვენს საქციელს გვერდიდან რა ხდება ფულის კეთების მეტს არაფერს არააქვს ფასი თქვენ თვალში???????
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე