ეჭვმიტანილები: დე ლაურენტისი, გალიანი და ლოტიტო...
იტალიური ფეხბურთი სკანდალების გარეშე წარმოუდგენელია და, როგორც ჩანს, ამ მხრივ, 2016 წელიც გამორჩეული იქნება.

ნეაპოლის პროკურატურამ საქმე აღძრა საფეხბურთო კლუბების მიერ გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.

საქმეში ფიგურირებს სერია A-სა და B-ს 35 კლუბი; ასევე, კონკრეტული პირები, მათ შორის, კლუბების პრეზიდენტები, დირექტორები, გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელებიც კი. ამ დროისთვის, თითქმის 100 ადამიანია ეჭვმიტანილი, მათ შორის:

"ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, "ჯენოას" პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი, "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე, "ატალანტას" ფეხბურთელი ხერმან დენისი, "ტორინოს" ფეხბურთელი ჩირო იმობილე, "მილანის" ფეხბურთელი ანტონიო ნოჩერინო, "ნაპოლის" ექსფეხბურთელი ესეკილ ლავეცი, "მოდენას" მწვრთნელი ერნან კრესპო და სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილი პირები.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც პროკურატურამ "ოპერაცია ოფსაიდი" დაარქვა, რამდენიმე ეჭვმიტანილმა საგანგებო კომენტარი გააკეთა.

აურელიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "ეს არის დიდი სისულელე, რომელიც პროკურორმა და ჟურნალისტებმა ააგორეს. არ მინახავს დოკუმენტები და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რადგან არაფერი დამიშავებია და საკუთარ თავთან მართალი ვარ. არ ვიცი, ვის რაში ედება ბრალი, მაგრამ "ნაპოლი" რომ სუფთაა, ამაში დარწმუნებული იყავით".

კლაუდიო ლოტოტო ("ლაციოს" პრეზიდენტი): "არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რაც გაზეთებში დაიწერა. ფინანსების დამალვაზე ითქვა და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რაზეა ლაპარაკი. იტალიურ ფეხბურთს ახალი "კალჩოპოლი" არ სჭირდება და იმედია, რომ "ოპერაცია ოფსაიდს" გაგრძელება არ ექნება. "ლაციო" ცამდე მართალია, მაგრამ არც ის მსურს, რომ სხვა კლუბები აღმოჩნდნენ გასვრილნი".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ნეაპოლის პროკურატურამ წერილობით მაცნობა სრულიად გაუგებარი საქმის შესახებ, რომელიც გადასახადების დამალვას და ფინანსების გათეთრებას ეხება. ეს თემა უკვე მარგინალურია და დარწმუნებული იყავით, რომ გაგრძელება არ აქვს. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან არც მე და არც "მილანს" არაფერი გვემუქრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ერნან კრესპო "სან-პაულუს" ჩაუდგა სათავეში
ერნან კრესპო: არგენტინის ნაკრების თამაში მუნდიალზე - "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა"
"მე მას ვურჩიე, რომ "ბლაუგრანას" შეთავაზებას არ დათანხმებოდა..." - ერნან კრესპო
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
ძამპარინი მონაგონია... "პალერმოს" ახალი პრეზიდენტი წინაზე ექსტრავაგანტურია
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის
"რაც მან თქვა, ძალიან საშიშია" - იტალიელი ჟურნალისტი დე ლაურენტისზე
ახალი ერა "პალერმოში"? - რატომ გადგა მაურიციო ძამპარინი გვერდზე
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
კრესპო: ლაუტაროს შეუძლია ახალი აგუერო გახდეს
"პალერმოს" ყოფილი მფლობელი ძამპარინი გარდაიცვალა
"ლაციოს" პრეზიდენტი "იუვენტუსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარებაზე თანახმაა
კრესპო: თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს...
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
"ლაციოს" გულშემატკივრები პროტესტის ნიშნად გუნდის ჩემპიონატიდან გაყვანას ითხოვენ
კრესპო: ის სრულყოფილია და უნდა დარჩეს...
ძამპარინიმ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა "პალერმო"
ჩირო იმობილე და ჯორდან ლუკაკუ რომის "ლაციოს" გააძლიერებენ
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
მაურიციო ძამპარინი - განსაკუთრებული პრეზიდენტი, რომელმაც 15 წელში 52 მწვრთნელი გააგდო
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი