ყველა ვარსკვლავის მატჩის მწვრთნელები ცნობილია
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაცხადა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებების მწვრთნელები.

დასავლეთის გუნდს უხელმძღვანელებს "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი. აქ ისმის კითხვა - რატომ არ არის გუნდის სათავეში კონფერენციის ლიდერის "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივენ კარი? საქმე ისაა, რომ ეს სპეციალისტი შარშან იყო "ყველა ვარსკვლავის მატჩში" დასავლეთის მწვრთნელი და წესის თანახმად, ზედიზედ ორჯერ ამ მოვალეობის შესრულების უფლება არ აქვს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნაკრებს კი ტაირონ ლიუ უხელმძღვანელებს, რომელმაც სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც "კლივლენდი" ჩაიბარა.

ჯერერობით უცნობია, ხალხის მიერ არჩეული სასტარტო ხუთეულების წევრების გარდა, ვის შეიყვანენ ეს მწვრთნელები საბოლოო განაცხადში. სამაგიეროდ, გამოცხადდა "ამომავალი ვარსკვლავების" მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობები.

ამერიკის ნაკრები: დ'ანჯელო რასელი, ჯორდან კლარკსონი (ორივე - "ლეიკერსი"), კარლ-ენტონი თაუნსი, ზაკ ლავინი (ორივე - "მინესოტა"), ნერლენ ნოელი, ჯალილ ოკაფორი (ორივე - "ფილადელფია"), როდნი ჰუდი ("იუტა"), ჯაბარი პარკერი ("მილუოკი"), ელფრიდ პეიტონი ("ორლანდო") და მარკუს სმარტი ("ბოსტონი").

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები: ემანუელ მუდიაი, ნიკოლა იოკიჩი (ორივე - "დენვერი"), ბოიან ბოგდანოვიჩი ("ბრუკლინი"), კლინტ კაპელა ("ჰიუსტონი"), მარიო ჰეზონია ("ორლანდო"), ნიკოლა მიროტიჩი ("ჩიკაგო"), რაულ ნეტო ("იუტა"), დუაიტ პაუელი ("დალასი"), ენდრიუ უიგინსი ("მინესოტა"), კრისტაპს პორზინგისი ("ნიუ იორკი").

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საშინაო არენის - "სტეიპლზ ცენტრის" წინ კლუბის ყოფილი ცენტრის შაკილ ო'ნილის ქანდაკება დადგას.

საზეიმო ცერემონია 2016-17 წლების სეზონის მსვლელობისას გაიმართება. Staples Center-ის გვერდით უკვე დგას კლუბის ლეგენდების - ჯერი უესტის, მეჯიქ ჯონსონისა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის, აგრეთვე კომენტატორ ჩიკ ჰერნის ქანდაკებები.

შაკმა "ლეიკერსში" რვა სეზონი ჩაატარა და სამჯერ მოიგო კალიფორნიელებთან ერთად ჩემპიონის ტიტული.

"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს "ატლანტა ჰოქსთან" ჯორჯიული კლუბის გამთამაშებლის ჯეფ ტიგის გაცვლის თაობაზე. ამის შესახებ ESPN წერს.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ჰოქსი" მზად არის ტიგი დედლაინამდე გაცვალოს. "ნიქსის" გარდა, ამ კალათბურთელის ხელში ჩაგდებით დაინტერესებულნი არიან "იუტა" და "მილუოკი".

მიმდინარე სეზონში, ტიგის სტატისტიკა 14.3 ქულასა და 5.5 შედეგიან პასს უდრის. ამ მომენტისთვის, ნიუიორკელთა სასტარტო გამთამაშებელია 34 წლის ხოსე კალდერონი.

კლივლენდი-ფინიქსი 115:93

23:26, 32:24, 32:21, 28:22

კ: ჯეიმსი (21+9 პასი), ლავი (21+11 მოხსნა), სმიტი (18), დელავედოვა (14), მოზგოვი (10).

ფ: ბუკერი (16), ტაკერი (13+7 მოხსნა), მორისი (13), გუდვინი (12), უორენი (11), უიმსი (10).

ბოსტონი-დენვერი 111:103

29:21, 26:24, 31:26, 25:32

ბ: ბრედლი (27), ოლინიკი (17+7 მოხსნა), ტომასი (16), ტერნერი (14+6 პასი), კრაუდერი (13), ჯონსონი (9+13 მოხსნა+6 პასი), სალინჯერი (6+11 მოხსნა).

დ: ბარტონი (23), გალინარი (23+7 მოხსნა), ჰარისი (15+7 მოხსნა), ფარიდი (15+15 მოხსნა), მუდიაი (13).

დეტროიტი-ფილადელფია 110:97

12:20, 32:25, 30:34, 36:18

დ: ჯექსონი (27), დრამონდი (25+18 მოხსნა), ჯონსონი (18), კოლდუელ-პოუპი (14), ბეინსი (12), მორისი (10+7 მოხსნა).

ფ: გრანტი (21+8 მოხსნა), ნოელი (20+7 მოხსნა), სმიტი (13+6 პასი), ტომპსონი (12).

ატლანტა-კლიპერსი 83:85

23:17, 22:26, 21:21, 17:21

ა: ტიგი (16), ჰორფორდი (15+8 მოხსნა+6 პასი), კორვერი (14), მილსეპი (14+12 მოხსნა), ბეიზმორი (12).

კ: კროუფორდი (21), ჯორდანი (13+19 მოხსნა), რედიკი (12), პოლი (11+10 პასი).

მინესოტა-ოკლაჰომა 123:126

28:28, 36:34, 30:29, 29:35

მ: ლავინი (35), დიენგი (21+9 მოხსნა), უიგინსი (20), თაუნსი (19+13 მოხსნა), რუბიო (4+10 პასი), ბიელიცა (11), მუჰამადი (10).

ო: დურანტი (27+9 მოხსნა), უესტბრუკი (24+8 მოხსნა+15 პასი), კანტერი (23+10 მოხსნა), უეიტერსი (16), მოროუ (10).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 130:99

35:29, 34:20, 33:24, 28:26

ს-ა: ოლდრიჯი (25+10 მოხსნა), გრინი (18), ლეონარდი (18), პარკერი (15+7 პასი), მარიანოვიჩი (13+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (20), ჰოვარდი (13+8 მოხსნა), სმიტი (11+7 მოხსნა), ჯონსი (11), ტერი (10).

იუტა-შარლოტი 102:73

18:18, 25:13, 27:20, 32:22

ი: ჰუდი (24), ჰეივორდი (22+7 მოხსნა), ფეივორსი (12), ბერკი (11), ჯონსონი (10), გობერი (6+12 მოხსნა).

შ: უოკერი (15), ბატუმი (6+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-დალასი 127:107

32:22, 24:26, 39:29, 32:30

გ-ს: ტომპსონი (45), კარი (14+9 პასი), ბარნსი (13), გრინი (10).

დ: პარსონსი (23+7 მოხსნა), ბარეა (14), უილიამსი (12), ფელტონი (12), პაუელი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის