"იუვემ" "ინტერი" გაანადგურა
დიდი იტალიური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდები ფინალში გასასვლელად იბრძვიან. იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია მეტოქეს - 3:0.

ტურინულმა გრანდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და თუ "ჯუზეპე მეაცაზე" სასწაული არ მოხდა, ფინალის საგზურს მოიპოვებს. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან...

რაც შეეხება განვლილ პაექრობას, მასპინძლებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ არა ისეთი, რომ გამანადგურებელი ანგარიშით მოეგოთ. საკამათო ეპიზოდში "იუვეს" მსაჯიც წაეხმარა, როდესაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ფორტუნაც მასპინძელთა მხარეს იყო.

ანგარიში 36-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა, რომელმაც პენალტი აქცია გოლად, 63-ე წუთზე კი აუღებელი დარტყმით დუბლი მიითვალა აქტივში. მესამე გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელიც თადარიგში იყო და მხოლოდ 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ასეა თუ ისე, "იუვემ" გადაურბინა მეტოქეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა განმეორებითი მატჩის წინ.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ორგანიზებულად ვითამაშეთ და ძლიერ მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. დაცვის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ, შეტევით ფაზაში კი უკეთაც შეგვეძლო თამაში. ალვარო მორატა პროგრესირებს და ეს გოლებიც ამის ნათელი მაგალითია. თასის ფინალში ჯერ არ გავსულვართ და განმეორებით შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ".

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "მეტოქე ფლობდა უპირატესობას და მოგება დაიმსახურა, მაგრამ 3:0 მეტისმეტია. აშკარაა, რომ ყველაფერთან ერთად, ტურინელებს ფორტუნამაც გაუღიმა. მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომლის ამოქაჩვაც ურთულესი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ რამე მოვიფიქროთ".

იხილეთ ვიდეო

იუვენტუსი-ინტერი 3:0

გოლები: 1:0 მორატა (36-პენ.), 2:0 მორატა (63), 3:0 დიბალა (83)

იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ევრა - მორატა, მანჯუკიჩი

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ნაგატომო - მედელი, მელო, კონდოგბია - ბიაბიანი, ლიაიჩი, იოვეტიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizo
forza juve-ს - თითქოს არ შეიძლება ან თვალმა ან პროფესიონალიზმმა უღალატოს ადამიანს ... :) აი არ გვინდა ხოლმე მწვავედ წერა და იუმორში ვატარებთ, თორემ აშკარად მიკერძოებულები რომ არიან ნაწილი ჟუ5რნალისტების ფაქტია, მაინცადამაინც მართლა სერიოზულად უნდა დავუწეროთ რასაც იმსახურებს ჟურნალისტი ასეთ დროს? ,,...მაგრამ როცა საკამათო ეპიზოდში მსაჯი იღებს პენალტის დანიშვნის გადაგადაწყვეტილებას მაინც ყოველთვის ესე ითვლებოდა სადღაც წაეხმარა გუნდს ..." - და რა იყო მანდ საკამათო? აბა ბევრის საყვარელი რეალის და მანჩესტერის კართან ყოფილიყო და ერთი არ დაენიშნა მსაჯს - რა ეწერებოდა სტატიებში ადვილი მისახვედრია. ან ამ პენალტის წინ ინტერის მცველმა საჯარიმოში ხელით რომ მოიგერია ბურთი, შეუშვირა ხელი ბურთს კვადრადოს დარტყმული ჯარიმიდან ის არ დაენიშნათ რომელიმე ზემოაღნიშნული გუნდის კარში რა სტატიები დაიწერებოდა. არ გიყვართ იუვე და ნუ გიყვართ, არც გაძალებთ არავინ, მაგრამ იყავით ობიექტურები.
lasha
რა მსაჯი წაეხმარა რეებს წერთ თამაშს არ გიყურებიათ?ასკარად უკნიდან უბიძგა 100 პროცენტიანი პენალტი იყო ლამის 2 მეტრზე გადააგდო კუადრადო თანაც მანამდე ხელზე რომ მოხვდა საჯარიმოსი ინტერის მცველს ბურთი და ნაღდი პენალტი არ დადო მსაჯმა ის ვერ დაინახა ამ სტატიის ავტორმა?რა გართულებები გაქვთიუვეზე როდის ეხმარება მსაჯი კაი რა მართლა სირცხვილია
forza juve
მოდით რა ვიყოთ კორექტულები, ჟურნალისტს არც თვალი ღალატობს და არც პროფესიონალიზმი. აქ იყო კონკრეტულ საკამათო ეპიზოდზე ყურადღება გამახვილებული, და არ ეწერა იუვემ მსაჯის დახმარებით მოიგო 3:0. მაგრამ როცა საკამათო ეპიზოდში მსაჯი იღებს პენალტის დანიშვნის გადაგადაწყვეტილებას მაინც ყოველთვის ესე ითვლებოდა სადღაც წაეხმარა გუნდს. (რათქმაუნდა მე ესე არ ვფიქრობ ამ შემთხვევაში მაგრამ სხვასაც ვერ დავუშლით ისე იფიქროს)
gizo
,,საკამათო ეპიზოდში "იუვეს" მსაჯიც წაეხმარა ..." - თვალი გღალატობთ თუ პროფესიონალიზმი? ალბათ იუვენტუსზე სტანდარტული სტატიის დრაფტი გაქვთ და ეს ფრაზა გადმოგყვათ წინა დრაფტიდან, წაშლა დაგავიწყდათ! :)))
12
ეს ჟურნალისტი სულ ასეთ სტატიებს რატო წერს? რა იყო საკამათო, მავაშიგერი რომ გაუკეთა მურილიომ??? ან მანამდე4 100% პენალი რომ არ მიცეს იუვეს. კარგით რა თუ არ იცით რას წერთ საერთოდ არ დაწეროთ მაშინ
ნწ ნწ ნწ
რა იყო საკამათო, მოტეხა ლამის ფეხი. Forza Juve fino alla fine
bianco-nero
es statia manchinis komentaris mixedvit daiwera? ))) jer erti "sakamato" penaltamde juves 100%iabi penalti ar daunishnes da meore is rom juvestvis rom fortunas gaegima 5-0 dasruldeboda matchi. roca statias wert tamashis highlightebs mainc shexedet xolme. pativiscemit tqveni ertguli mkitxveli
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა