სანდრო კობახიძემ Sport Arena-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სანდრო კობახიძემ "ვოლინის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ამ ხნის მანძილზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია დნეპროპეტროვსკის "დნიპროს", რომელსაც ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი ეკუთვნის და კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმაც კობახიძე ამ ზამთარს თურქულ შეკრებაზე წაიყვანა.

თითქოს, ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაფერი სასიკეთოდ განვითარდა, მაგრამ... თურქული შეკრების ბოლო დღეებში კობახიძემ მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც კლუბს მეორე შეკრებაზე, ესპანეთში ვერ მიყვება.

კობახიძემ Sport Arena-სთან ისაუბრა.

- თურქეთში შეკრება კარგად მიდიოდა. ფორმაში შესვლაც მოვასწარი და თავის წარმოსაჩენად მზად ვიყავი. მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე, რომელმაც შეკრების დასრულებაში შემიშალა ხელი, ახლა კი ესპანეთშიც ვერ მივდივარ.

გული მწყდება იმიტომ, რომ ეს ეტაპი ჩემი სამომავლო კარიერისთვის მნიშვნელოვანია. "დნიპროში" დაბრუნება ძალიან მიხარია და შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მსურს.

- ტრავმა როგორ მიიღე?

- ჩვეულებრივ, სათამაშო ეპიზოდში, შეტაკებისას მხარი ამოვიგდე. მადლობა ღმერთს, ოპერაცია არ მჭირდება. ახლა უნდა ვიმკურნალო და, რაც შეიძლება, სწრაფად გამოვჯანმრთელდე. ვადებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი.

- "ვოლინში" ყოფნისას გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიტალი კვარციანი ამხანაგურ შეხვედრებში ცეტრალურ თავდამსხმელად გათამაშებდა. "დნიპროში" მირონ მარკევიჩი მხოლოდ ფლანგზე გხედავს თუ ერთგვარი ექსპერიმენტია?

- მირონ მარკევიჩი ყოველთვის ფლანგზე მიყენებდა. მართალია, "ვოლინში" ყოფნისას ზოგჯერ შეტევაში ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი "მშობლიური" პოზიცია - ფლანგის ნახევარმცველია.

- "ვოლინში" თამაშის დროს, ელოდი თუ არა მოწვევას "დნიპროდან"? თუ ამაზე არც გიფიქრია?

- ეს ჩემი მიზანი იყო და ველოდი კიდეც. "ვოლინის" მადლობელი ვარ, სადაც მენდნენ და "დნიპროში" დაბრუნების შანსი მომცეს.

- გამოჯანმრთელების შემდეგ, "დნიპროს" შეუერთდები თუ ჯერ უცნობია?

- ჯერ არ ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, კი. მთავარ მწვრთნელს შევხვდები და ყველაფერს გადავწყვეტთ. ბოლო სიტყვა მასზეა.

- თურქულ შეკრებაზე ყოფნის პერიოდში, გისაუბრია თუ არა მარკევიჩთან შენს პერსპექტივებზე "დნიპროში"?

- პირდაპირ პერსპექტივებზე - არა. მაგრამ ზოგადად ვისაუბრეთ. ის ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა, "ვოლინში" გატარებულ პერიოდზე მკითხა და რამდენიმე რჩევაც მომცა. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

- "ვოლინში" 2014 წლის ზაფხულს წახვედი, იმავე წლის მაისში კი კლუბი სწორედ მარკევიჩმა ჩაიბარა... დაბრუნება "დნიპროში" - მწვრთნელისგან მეორე შანსია?

- არა, აქ მწვრთნელში არ არის საქმე. როცა ის "დნიპროში" მოვიდა, მე უკვე მსურდა "ვოლინში" იჯარით წასვლა და ეს გადაწყვეტილი მქონდა. ამიტომ, როცა მან ახალი სეზონი დაიწყო გუნდთან ერთად, მე აღარ ვიყავი. ასე რომ, მასთან მუშაობა - ჩემი კარიერის ახალი ფურცელია, რომელიც "დნიპროს" შემადგენლობაში დამკვიდრების მორიგი შანსია.

- ახლა ბევრად მარტივია ამის გაკეთება თუ უწინ?

- რთულია, კის ან არას თქმა. როცა "არსენალიდან' "დნიპროში" დავბრუნდი, გუნდში მაღალი დონის ბევრი შემტევი ფეხბურთელი იყო - კონოპლიანკა, მათეუსი, იგივე ჟუალინოს შეეძლო ფლანგზე თამაში... მაგრამ არც ახლაა მცირე კონკურენცია, ამიტომ 200%-ზე უნდა დავიხარჯო. "დნიპროსთან" ერთად წარმატების მიღწევა მსურს.

- მაგრამ "დნიპრო" მას მერე შეიცვალა...

- როგორც კლუბი - არა. რაც შეეხეგა გუნდს, მაშინ დიახ - არაერთი ლიდერი წავიდა, შემადგენლობა განახლდა. ჩანს, რომ გუნდს ის ფეხბურთელები დააკლდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ "დნიპრო" თავის სახეს არასდროს დაკარგავს და ყოველთვის იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის.

- თუ "დნიპროში" დარჩენა ვერ მოხერხდა, გსურს "ვოლინში" დაბრუნება?

- ვნახოთ. თუ მომიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს მოგვიანებით იქნება. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გამოვჯანმრთელდე მალე და "დნიპროსთან" ერთად ვარჯიშს შევუდგე.

- "ვოლინში" გატარებული წელიწადნახევრისას, როგორც ფეხბურთელი ბევრად შეიცვალე?

- დიახ, ვიტალი კვარციანთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე და გაცილებით ძლიერი გავხდი. პირველ რიგში, უნივერსალ ფეხბურთელად ვიქეცი და სხვა პოზიციებზეც ვისწავლე თამაში. ასევე ფიზიკურად მოვუმატე.

"ვოლინის" მადლობელი ვარ: მწვრთნელებისაც და იმ ფანებისაც, რომლებიც მთელი ამ ხნის პერიოდში მხარს მიჭერდნენ და ეს პერიოდი ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი გახადეს. თუ მომავალში დაბრუნება მომიწია, მოხარული ვიქნები.

tngh
სანდრო!!! მთავარია ითამაშო, გინდ "დნიპრო" იყოს, გინდ "ვოლინი".
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სანდრო კობახიძის გუნდი ლუცკის "ვოლინი" არსებობას შეწყვეტს
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
გორის "დილამ" "ვოლინი" დაამარცხა
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
სანდრო კობახიძე "დნიპროს" განაცხადშია და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
გიორგი გველესიანი კვლავ უგუნდოდაა - "ვოლინს" ფეხბურთელთა შეძენა აეკრძალა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
პოლტაველთა ძრავი - სანდრო კობახიძე უკრაინაში ტურის სიმბოლურში მოხვდა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა