ჩვენ მისი IQ გვჭირდება - ზაზას თანაგუნდელები მის დაბრუნებას ელიან
dallasnews.com-მა სტატია მიუძღნა ზაზა ფაჩულიას, რომელიც მცირე ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

"ყველა აღფრთოვანებულია სალაჰ მეჯრის თამაშით ცენტრში, "დალასის" სამ საგარეო მატჩში (1-2). ყველა ტაშს უკრავს მაკგისა და პაუელს, რომლებიც მეჯრის ეხმარებიან, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ "დალასს" ზაზა ფაჩულია აკლია. "დალას მავერიკსი" არ არის ის გუნდი, რაც იყო ფაჩულიასთან ერთად", - წერს საკალათბურთო მიმომხილველი ედი სეფკო.

ბოლო თამაშს ზაზა ფაჩულიამ ტრიბუნიდან უყურა "დალასის" მფლობელ მარკ კუბანთან ერთად:

"მარკთან ერთად ჯდომა საშინლად არ მიყვარს, - განაცხადა სიცილით ფაჩულიამ. - მარკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სხვაგან მისი კომპანია კარგია, მაგრამ, როცა შენი გუნდი თამაშობს..."

"დალასის" მწვრთნელი რიკ კარლაილი: "ზაზა ჩვენი სასტარტო ცენტრია. ის გამოცდილია, ძლიერია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. იმედი გვაქვს, რომ პარასკევს ზაზა მოედანზე დაგვიბრუნდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.

სხვა ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს".

ჩენდლერ პერსონსი: "მისი ბრძოლისუნარიანობა გვაკლია, მისი IQ მოედანზე, მისი პასები. სალაჰი, ჯეივილი და დუაიტი მაგრები არიან, მაგრამ ზაზა დიდებული მომხსნელია, ის ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია და სულ გინდა, რომ მოედანზე იყოს".

"შინ თამაში უნდა მოვიგოთ. იმედია, დავბრუნდები, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. თუ ექიმები მეტყვიან, რომ ყველაფერი რიგზეა, ვითამაშებ. მომდევნო მეტოქეებზე ჯერ არ ვფიქრობ, წინ პარასკევის თამაშია "ბრუკლინთან", - განაცხადა ზაზამ.

"დალასი" ზაზასთან და (მის გარეშე)

მოგება-წაგება: 24-20 (2-2)

ქულები საშუალოდ: 101,1 (100,8)

ქულები (წინააღმდეგ): 101,4 (105,8)

მოხსნები საშუალოდ: 43,5 (39,3)

მოხსნები წინააღმდეგ: 45,9 (44,5)

gela
უკაცრავად ვარ და გიორგი ვინაა ნიკოლოზ?
gela
ძალიან ცუდი რომ ცენზურაა
სტუმარი
ნიკოლოზ, რეებს ჩმახავ და კაცს შეურაცხოფას რატომ აყენებ??? ზაზამ, მიუხედავათ იმისა რომ არ ულხინდა და თურქეთში ოქროს კოშკებს თავაზობდნენ მოქალაქეობის სანაცვლოდ, უარი თქვა იმ მიზეზით რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. ზაზამ კარგად იცის რა სიყვარული აქვს ქართველ ხალხში და მასაც უსაზღვროდ უყვარს თავისი სამშობლო.
ნიკოლოზი
"giorgi"-ს. წყარო ორჯერ მივუთითე, მაგრამ ბლოკავენ, არ აქვეყნებენ. მოკლედ, დაელოდეთ სექტემბერს, როცა ევრობასკეტის შესარჩევი თამაშებია. შედეგს ნახავთ. შესაძლოა, მანამდეც ითქვას ოფიციალურად.
giorgi
საიდან გაქვთ ნიკოლოზ ეგ ინფორმაცია წყარო დადეთ თუარადა ნუ სწამებთ ცილს ადიამიანს,საქართველოს ნაკრები რაღსცას რომ წარმოადგენს დღეს ეს ზაზას დამსახურებაა მეტწილად და Nba ს რომ ნაკრებში თამაში ურჩევნია არაერთხელ უთქვამს
ftgt
ეს ზაზას წერილია ,,ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია.
ნიკოლოზი
ზაზა ფაჩულია ვითომ "პატრიოტი" რომ არის, რატომ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში?! დიახ, აღარ აპირებს ნაკრებში თამაშს-სადაც ფულს მიხდიან, იქ უნდა ვიყო ფორმაშიო.
ნიკოლოზი
ზაზა ფაჩულია როგორც ჩანს, ძალიან უმადურია. ორი დღის წინ ერთ ქართველს უთხრა, "ოლ სტარ"-ში რომ მოვხვედრილიყავი, ქართველების მიმართ რაღაც ვალდებულება მექნებოდა, ახლა აღარ მაქვს და ნაკრებში თამაშს არ ვაპირებო. მოკლედ, წელს საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევს ზაზას გარეშე ჩაატარებს.
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]