გრეგ პოპოვიჩის გუნდი მეორე კონკურენტთანაც განადგურდა
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში შვიდი მატჩი გაიმართა და ექვსში მაქსიმუმ ოთხქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. და ნაკლები ბრძოლა იყო მხოლოდ იმ მატჩში, რომელშიც ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

კლივლენდში ადგილობრივი "კავალიერზი" "სან ანტონიოს" მასპინძლობდა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. საქმე ისაა, რომ ლებრონ ჯეიმსის გუნდს, ხუთიდან ხუთი წაგება ჰქონდა უშუალო კონკურენტებთან - "სან ანტონიოსთან", "გოლდენ სტეიტთან" და "ჩიკაგოსთან" მატჩებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის ამბიციებს.

მაგრამ, ამჯერად, "კლივლენდს" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მასპინძლებს მხოლოდ მესამე მეოთხედის სტარტზე გაუჭირდათ, როცა "სპურსმა" ზედიზედ რვა უპასუხო ქულა აიღო და სხვაობა ცხრა ქულამდე შეამცირა, მაგრამ დელავედოვასა და ლავის სამქულიანებითა და ჯეიმსის რამდენიმე ზუსტი ტყორცნით, "კლივლენდმა" მეოთხედის ბოლოს უპირატესობა 19 ქულამდე აიყვანა და იოლად მოიპოვა ახალი მწვრთნელის - ტაირონ ლიუს ხელმძღვანელობით ზედიზედ მეოთხე გამარჯვება.

"სან ანტონიო" კვლავაც ტიმ დანკანის გარეშე თამაშობდა და ბოლო დღეებში, მეორე მტკივნეული მარცხი იწვნია - ჯერ "გოლდენ სტეიტისგან" გაუშვა 120 ქულა, ახლა კი 117 ქულა მიიღო "კავალიერზისგან". არადა, ეს გუნდი საშუალოდ ყველაზე ნაკლებს უშვებს მიმდინარე რეგულარულში.

"ამ სამყაროს ღმერთები რომ მართავდნენ, მაშინ ჩვენ "ფილადელფიასთან" უნდა წაგვეგო", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტივენ კარიმ "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ.

ჩემპიონი და ლიდერი 24 ქულით იყო დაწინაურებული სტუმრად ლიგის მთავარ აუთსაიდერთან მატჩში. მაგრამ, "ფილადელფიამ" თანდათან შეამცირა სხვაობა, ხოლო მეოთხე მეოთხედის ბოლოს 15:2 გაქცევით, საფინალო სირენამდე 22.3 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 105:105.

მაგრამ "უორიორზმა" ბოლო შეტევა შესანიშნავად გაითამაშა და მეტოქისთვის მოულოდნელად, სასროლად ჰარისონ ბარნსი გაიყვანა, რომელმაც 0.2 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით 43-ე გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. 47 მატჩში 43 მოგება - ეს არის ლიგის რეკორდის გამეორება, რომელიც 1966-67 წლის "ფილადელფიას" ეკუთვნოდა.

"გოლდენ სტეიტისთვის" ეს არის ზედიზედ მეექვსე მოგება. ამ გუნდს კიდევ ორი მატჩი ელოდება აღმოსავლეთში - ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, რის შემდეგაც, შინ "ოკლაჰომა-სიტის" მიიღებს.

აგრძელებს შესანიშნავ სვლას "ტორონტო", რომელმაც ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ამით საკლუბო რეკორდი დაამყარა. კანადელებს დაახლოებით იგივე დაემართათ, რაც "გოლდენ სტეიტს", როცა ძლივს შეინარჩუნეს თითქმის განაღდებული მოგება. "რეპტორზი" სირენამდე 6.19 წუთით ადრე, 20 ქულას იგებდა, საბოლოოდ კი მხოლოდ ოთხქულიანი უპირატესობით დაასრულა შეხვედრა.

ფილადელფია-გ. სტეიტი 105:108

28:34, 26:39, 18:18, 33:17

ფ: კენანი (18), სმიტი (16+9 პასი), ოკაფორი (13), კოვინგტონი (12+13 მოხსნა), ტომპსონი (11), სტუასკასი (10), გრანტი (10).

გ-ს: ტომპსონი (32), კარი (23+6 პასი), ბარნსი (11), გრინი (10+13 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (8+16 მოხსნა).

ტორონტო-დეტროიტი 111:107

26:17, 29:30, 26:25, 30:35

ტ: დეროზანი (29), ლოური (18+8 მოხსნა), ჯოზეფი (16), ბიიომბო (12+13 მოხსნა), ჯონსონი (11+7 მოხსნა), სკოლა (10).

დ: ჯენინგსი (22), კოლდუელ-პოუპი (15), ჯექსონი (13), მორისი (13), დრამონდი (11+12 მოხსნა), ჯონსონი (12), ბეინსი (11+7 მოხსნა).

ინდიანა-დენვერი 109:105 (ო)

35:27, 24:24, 21:32, 19:16, 10:6

ი: ელისი (32+9 მოხსნა+6 პასი), ჯორდან ჰილი (20+7 მოხსნა+6 დაფარება), ჯორჯი (19+7 პასი).

დ: გალინარი (23), ჰარისი (18), ფარიდი (16+12 მოხსნა), იოკიჩი (16+11 მოხსნა+5 ჩაჭრა), მუდიაი (11+8 პასი).

ნიუ ორლეანი-ბრუკლინი 105:103

16:22, 28:29, 27:15, 34:37

ნ-ო: ჰოლიდეი (26+7 პასი), ანდერსონი (24), დევისი (20+16 მოხსნა), კოული (12), აშიქი (6+11 მოხსნა).

ბ: ლოპესი (33+10 მოხსნა+4 დაფარება), ელინგტონი (18), იანგი (16+8 მოხსნა), ლარკინი (13+6 პასი), ჯონსონი (10+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-ვაშინგტონი 122:123

32:28, 30:31, 26:31, 34:33

ჰ: ჰარდენი (40+7 მოხსნა+11 პასი), ჰოვარდი (20+7 მოხსნა), არიზა (17+7 მოხსნა), ბევერლი (15).

ვ: უოლი (19+8 მოხსნა+13 პასი), სეშენსი (17), დადლი (16), გორტატი (13+11 მოხსნა), ნილი (12), ტემპლი (11), ბილი (11), ნენე (10).

მემფისი-საკრამენტო 121:117

36:22, 29:29, 27:26, 29:40

მ: გრინი (29), მ. გასოლი (22+5 დაფარება), ლი (18), კარტერი (13), ალენი (12), რენდოლფი (10).

ს: გეი (21+7 მოხსნა), კოლისონი (20), კასპი (17+7 მოხსნა), კაზინსი (17+14 მოხსნა), რონდო (15+8 პასი), მაკლემორი (11).

კლივლენდი-სან ანტონიო 117:103

37:30, 29:19, 26:27, 25:27

კ: ჯეიმსი (29+7 პასი), ირვინგი (21+6 პასი), ლავი (21+11 მოხსნა), დელავედოვა (15), სმიტი (10), ტომპსონი (10+7 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (24), ოლდრიჯი (15), პარკერი (13+6 პასი), ანდერსონი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა