ვლადიმერ ბოისა: "ისიც კმაყოფილი გაემგზავრა სამშობლოში და ჩვენც კმაყოფილები დავრჩით"
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველო კვირას ღამით დატოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ილიას ზუროსი უკვე თბილისშია

49 წლის მწვრთნელი საქართველოდან ისე გაემგზავრა, რომ კონტრაქტი არ გაუფორმებია. თუმცა დღევანდელ, ვირტუალურ ეპოქაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთდროულადაც შეიძლება. მთავარია, ორივე მხარის თანხმობა იყოს.

სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას გავესაუბრეთ.

"ილიას ზუროსი საქართველოში იმიტომ მოვიწვიეთ, რომ კარგად გაცნობოდა ქართულ საკალათბურთო რეალობას და ჩვენც სათანადოდ გაგვეცნო. ისიც კმაყოფილი გაემგზავრა სამშობლოში და ჩვენც კმაყოფილები დავრჩით.

ბერძენ სპეციალისტს მოეწონა საკალათბურთო ინფრასტრუქტურა, დარბაზები და საქართველოს ჩემპიონატმაც დააინტერესა", - გვითხრა ბოისამ და იქვე დასძინა, რომ კონტრაქტი არ გაფორმებულა.

ახლო მომავალში კალათბურთის ფედერაცია სიტუაციას კარგად აწონ-დაწონის და თუ საჭიროდ ჩათვლის, ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

მას შემდეგ, რაც ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიას იგორ კოკოშკოვი გამოაკლდა, სამი კანდიდატი დარჩა - ილიას ზუროსი და ორი სერბი. თუმცა სერბების ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არჩილ ხოფერია
მოლოდეც ბექა! მოსულა! კარგია! ძალიან გამახარე! შენც კაი ძველი ჩანხარ! :) მე ლევანსაც დავამატებდი მოსეშვილს!
გიორგი
კარგი მწვრთნელი მაღალ ხელფასსაც მოითხოვს;ეს ლოგიკურია.ლოგიკურია ისიც,რომ საქართველოს ნაკრებს უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.დროა გადავიდეთ იმ გუნდების რიცხვში,რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან.ეს ჩვენ შეგვიძლია.
beqa
არჩილ ხოფერიას-ს. მიხეილ კეკელიძე, გივი მინაშვილი, სულიკო თორთლაძე, ოთარ ქორქია და გიორგი ავალიშვილი. მოსულა? აირჩიე აბა!!!!
არჩილ ხოფერია
ჭოკით მხტომელები გვყავს პერსპექტიული - ტარიელ წილოსანი, სამსონ მუჯირი... უბრალოდ ჭოკები არ გვაქვს! ბამბუკის ჭოკებით ვარჯიშობენ!
არჩილ ხოფერია
ჯერ თქვენ ჩამომიწერეთ ჩვენი სუპერლიგის მწვრთნელთა ხუთეულის თქვენი არჩევანი.
beqa
არჩილ ხოფერიას- ამ ეტაპზე არ მეგულება საქართველოში ისეთი მწვრთნელი, რომელსაც შეიძლება ნაკრების საჭე ანდო. ასეთი ბუნებაში არ არსებობს. იქნებ შენ გყავს სადმე შენახული ასეთი მწვრთნელი. გამოაჩინე რა!! ცნობისათვის. საქართველოს ნაკრების უკლებლივ ყველა კალათბურტელი ზაზას თამადობით, საუკეთესოდ ფლობს ინგლისურ სალაპარაკო ენას და არა მარტო სალაპარაკო.
tato
არჩილ ხოფერია-ს შეგიძლია გვითხრა ვინ ქართველი???? ქართველი მწრთვნელის შემთხვევქაში 2-3 წამი კი არა მთელი 40 წუთი არ გეყოფა მოსაგებად)))) ქართველი მწრთვნელი არა ჭოკითმხტომელი კიდე
არჩილ ხოფერია
მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს! სერბი მწვრთნელი, ბერძენი მწვრთნელი... მაშინ კალათბურთელებიც იქედან ჩამოვიყვანოთ?! თამაშიას დროს 2 -3 წამი რომ წყვეტს, ყველაფერს ბერძენმა მწვრთნელმა რა ენაზე უნდა უკარნახოს გუნდს?!
ქომაგი
თუ შეიძლება იქნება მოიძიოთ ინფორმაცია თუ რატომ არ არის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიაში აინარს ბაგატსკისი??? რაიმე განსაკუთრებული პირობები წამოაყენა და ვერ ვწვდებით ფინანსურად თუ არც უცდია ფედერაციას მისი მოსინჯვა?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას