"კაქტუსის" მთავარი მწვრთნელი ამერიკელ ლეგიონერ კლარენს ჯექსონს მთელ ქალაქში დაეძებდა...
30 იანვარს, საქართველოს "ა" ლიგის მესამე ტურში ერთმანეთს "ვითა" და "კაქტუსი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ "კაქტუსის" მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ "ვითამ" თამაშის წინ მათ გუნდს კალათბურთელი "წაართვა", რაც არასწორია.

ვითარებაში უკეთესად გასარკვევად, არჩილ ჟღენტს პირადად დავუკავშირდით.

"30 იანვარს "ვითასთან" თამაში გვქონდა, ორივე ლიდერები ვიყავით. თამაში 20:00 საათზე უნდა გამართულიყო. შუადღეს შემატყობინეს, რომ ბაზიდან ბარგებით წავიდა და აღარ გამოჩენილა ჩვენი გუნდის ამერიკელი ლეგიონერი კლარენს ჯექსონი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მთელ ქალაქში დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე...

თამაშზე რომ მივედით, შეხვედრის დაწყებამდე ჩემთან "ვითას" მთავარი მწვრთნელი მოვიდა და მომიბოდიშა. გაკვირვებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა და მითხრა, რომ ჩვენი ლეგიონერი "ვითაში" წაუყვანიათ. ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ეს საქციელი მიუღებელი იყო...

თურმე, კლარენს შეჰპირდნენ, რომ "ვითიბი ლიგაში" ათამაშებდნენ, უკეთესი პირობებიც შესთავაზეს, მაგრამ სინამდვილეში მოატყუეს. ეს ყველაფერი თაღლითობაა. როგორც შემდეგ გაირკვა, პირობა წაუყენებიათ, რომ "ვითას" წინააღმდეგ მას არ უნდა ეთამაშა. სწორედ ამიტომ თამაშის წინ ის გაქრა.

მატჩის შემდეგ შევხვდით მოთამაშეს, ვესაუბრეთ. ვუთხარით, რომ თუ წასვლა სურდა, ეთქვა, გავუშვებდით, მაგრამ ჯერ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. მან მითხრა, რომ "ვითამ" ასეთი პირობა წაუყენა: ან თამაშამდე უნდა წამოსულიყო, ან "ვითასთან" კონტრაქტს ვერ გააფორმებდა.

არადა, "ვითას" დიდად არ სჭირდება ეგ კალათბურთელი. უბრალოდ, არ სურდათ, რომ მათ წინააღმდეგ ეთამაშა და თაღლითურად მოიქცნენ. დღეს კალათბურთელი "ვითაშია", მაგრამ ის "ვითიბი ლიგაში" ვერ ითამაშებს, რადგან მოქმედი კონტრაქტი ჩვენთან აკავშირებს - ეს ყველაფერი უკვე გავარკვიეთ. ეს იცოდა "ვითამაც", რა თქმა უნდა, მაგრამ თავად კალათბურთელი მოატყუეს.

ასეთი რამ 90-იან წლებშიც კი არ ხდებოდა", - გვითხრა ჟღენტმა.

აღნიშნულ შეხვედრაში "ვითამ" ანგარიშით 83:67 გაიმარჯვა და "ა" ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

gocha
ჩემი აზრით უნდა დაისაჯოს ვითას გუნდი ამ საქციელის გამო და საერთოდ უნდა მოიხსნას იმ ჩემპიონატიდან სადაც ეგ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა. ამის მერე სხვა აუცილებლად გაითვალისწინებს
გიორგი
ყოჩაღ ვითა :))))) დღეს 56 ქულით რომ წააგე ვითიბი ლიგაზე მანდ გადაგემალა იმათი ლიდერები იქნებ 30-ზე მეტით არ წაგეგოთ :D :D :D
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თბილისის "ვითა" დასაჯა