"გოლდენ სტეიტის" ახალი ლიდერები კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი არიან
"ლეიკერსი" იქამდე დაეშვა, რომ საკლუბო ანტი-რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მეათე მატჩი დათმო. ამჯერად, კალიფორნიელები "შარლოტთან" დამარცხდნენ გასვლაზე - 82:101. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მისცეს მეტოქეს სხვაობის ოდნავ შემცირების საშუალება.

ბოლოს,"ლეიკერსმა" ზედიზედ 10 მატჩი 1993-94 წლების სეზონში წააგო. იმ ჩემპიონატში კლუბმა მეჯიქ ჯონსონის ხელმძღვანელობით 33 მატჩი მოიგო, 49 წააგო და მეცხრე ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში.

"ლეიკერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით კობი ბრაიანტი იყო. მან ოთხი სამქულიანი მოათავსა კალათში და კარიერაში 1762 რეალიზებული შორეული ტყორცნა დაუგროვდა. ვეტერანმა პეჟა სტოიაკოვიჩს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. მოქმედი კალათბურთელებიდან ბრაიანტზე წინ არიან: ჯო ჯონსონი (1782), კაილ კორვერი (1817), ჯამალ კროუფორდი (1874), ვინს კარტერი (1894), პოლ პირსი (2101) და ჯეისონ ტერი (2131).

შემდეგ შეხვედრას "ლეიკერსი" შინ ჩაატარებს "მინესოტასთან".

ჩემპიონატის ლიდერი "გოლდენ სტეიტი" "ფილადელფიასთან" ურთულესი მოგების შემდეგ, მეორე დღეს სტუმრად 21 ქულით გაუსწორდა "ნიუ იორკ ნიქსს".

პირველ ტაიმში ბრძოლა იყო და სტუმრებმა მხოლოდ ექვსქულიანი სხვაობის დაფიქსირება შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმში განავრცეს უპირატესობა და იოლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.

ბოლო სამი მატჩია, "გოლდენ სტეიტში" ლიდერის ფუნქციები კლეი ტომპსონმა იტვირთა: 27 იანვარს, მცველმა 45 ქულა ჩაუგდო "დალასს", ორი დღის წინათ, "ფილადელფიასთან" 31 ქულა მითვალა, გუშინ კი მისი მონაგარი 34 ქულა იყო.

მას მხარი აუბა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 20 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით სეზონში მეცხრე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის ლიგის ლიდერია. გრინმა ცხრიდან ცხრა ბურთი ჩააგდო თამაშიდან, რითაც მხოლოდ მეორე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც სამმაგი დუბლი გაიფორმა და თან არცერთი ტყორცნა არ ააცილა. მანამდე ასეთი რამ ლეგენდარულმა უილტ ჩემბერლენმა შეძლო.

"ფინიქსმაც" გაუშვა

"ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯეფ ჰორნაჩეკი. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა Yahoo Sports-ის მიმომხილველმა ედრიენ ვოინაროვსკიმ. მიმდინარე სეზონში გუნდმა 49-დან მხოლოდ 14 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

52 წლის ჰორნაჩეკმა "ფინიქსი" 2013 წელს ჩაიბარა, მანამდე კი ორი სეზონი ასისტენტის როლში გაატარა "იუტა ჯაზში". ბოლო ორ სეზონში, "სანზმა" 87 მატჩი მოიგო, 77-ში დამარცხდა და ვერც ერთხელ ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა.

კლიპერსი-ჩიკაგო 120:93

24:22, 27:25, 33:26, 36:20

კ: კროუფორდი (26), რედიკი (21), პოლი (19+7 პასი), ჯორდანი (17+20 მოხსნა+4 დაფარება), რივერსი (16), ჯონსონი (11).

ჩ: ბატლერი (23), როუზი (20), პ. გასოლი (15+14 მოხსნა), მური (10), გიბსონი (7+11 მოხსნა).

მაიამი-ატლანტა 105:87

27:17, 20:17, 28:28, 30:25

მ: ბოში (18+7 მოხსნა), უეიდი (17+8 პასი), დენგი (17), სტაუდმაიერი (13+12 მოხსნა), უინსლოუ (10+9 მოხსნა).

ა: მილსეპი (17), ჰორფორდი (17), ტიგი (15+6 პასი), შრიოდერი (11), ჰარდუეი (10), ბეიზმორი (8+10 მოხსნა).

ორლანდო-ბოსტონი 119:114

24:32, 23:22, 34:27, 38:33

ო: ფურნიე (24), გორდონი (19+14 მოხსნა), ჰეზონია (17), ჰარისი (16), ვუჩევიჩი (16+13 მოხსნა+7 პასი), ოლადიპო (11).

ბ: სმარტი (26), ტომასი (23), ბრედლი (22), ჯონსონი (8+11 მოხსნა).

დალასი-ფინიქსი 91:78

21:23, 30:22, 17:24, 23:9

დ: უილიამსი (27), პარსონსი (15), ფელტონი (10+6 პასი), ბარეა (10), ფაჩულია (9+15 მოხსნა).

ფ: ბუკერი (19+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), მორისი (13), ჩენდლერი (12+13 მოხსნა).

ნიუ იორკი-გ. სტეიტი 95:116

20:18, 29:37, 16:27, 30:34

ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა), პორზინგისი (14), ვუიაჩიჩი (11), უილიამსი (11).

გ-ს: ტომპსონი (34), გრინი (20+10 მოხსნა+10 პასი), კარი (13), ლივინგსტონი (11), ბოგუტი (0+12 მოხსნა).

პორტლენდი-მინესოტა 96:93

21:21, 27:18, 15:26, 33:28

პ: ლილარდი (21+8 პასი), მაკალუმი (21), ლეონარდი (13), ჰენდერსონი (11).

მ: თაუნსი (21+13 მოხსნა), რუბიო (15+9 პასი), უიგინსი (15+9 მოხსნა), ლავინი (14), დიენგი (13+10 მოხსნა).

ლეიკერსი-შარლოტი 82:101

16:21, 27:37, 17:25, 22:18

ლ: ბრაიანტი (23+8 მოხსნა), კლარკსონი (13), უილიამსი (11), ოენდლი (10+11 მოხსნა), რასელი (10).

შ: კიდ-გილკრისტი (19+12 მოხსნა), მარვ. უილიამსი (19+12 მოხსნა), უოკერი (12+7 მოხსნა+6 პასი), კამინსკი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]