10 ფაქტი გერმანელზე, რომელმაც თვით სერენა უილიამსი დაამარცხა

გერმანელი პოლონელი

ანჟელიკ კერბერი ბრემენში პოლონურ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები გერმანიაში გადავიდნენ, რადგან გერმანული ფესვები ჰქონდათ. ჩოგბურთელისთვის ორივე ქვეყანა - მშობლიურია.

ის გერმანიის დროშით გამოდის, მაგრამ ცხოვრობს და ვარჯიშობს პოლონეთის ქალაქ პუშჩიკოვოში. ამ საბაბით, პოლონეთის ჩოგბურთის ფედერაცია კერბერს მოქალაქეობის შეცვლას სთავაზობდა, მაგრამ ანჟელიკმა უარყო წინადადება.

ამისთვის მას მშობლებისა და ბაბუის წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, რომლის აკადემიაშიც დღემდე ვარჯიშობს. სხვათა შორის, კომპლექსს ჰქვია "ენჯი" - სწორედ ასე ეძახიან ახლობლები კერბერს.

თუმცა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონს საკმაოდ მყარი პოლონური ფესვები აქვს. პროფესიულ ტურში მისი საუკეთესო მეგობრები არიან - აგნიეშკა და ურსულა რადვანსკები და კაროლინ ვოზნიაცკი.

პროფესიული დებიუტი

იუნიორთა დონეზე ანჟელიკი მხოლოდ შიდა ტურნირებზე ბრწყინავდა. საერთაშორისო დონეზე კი მხოლოდ ორჯერ მიაღწია ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალს. "დიდების" ჩოგბურთში მისი პირველი გასვლა 2003 წელს მოხდა, როცა ბერლინის ტურნირის ორგანიზატორებმა უაილდ-ქარდი უბოძეს - და არ ინანეს. პირველ წრეში 15 წლის კერბერმა თვით მარიონ ბარტოლი დაამარცხა.

თუმცა, იმ მომენტში, ფრანგი მსოფლიოს 61-ე ნომერი იყო. მიუხედავად ამისა, ანჟელიკს ეს მოგება დღემდე ახსოვს. თავისი პირველი ტიტული გერმანელმა სამი წლის შემდეგ, კვებეკში მოიპოვა.

მწვრთნელის მეორე მოსვლა

ტორბენ ბელტცი დიდი ხანი და წარმატებით მუშაობდა ანჟელიკთან. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, 2012 წელს, მან მეხუთე პოზიციამდე მიაღწია მსოფლიოს რეიტინგში. შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა და კერბერმა ბენჯამინ ებრაჰიმზადესთან გადაინაცვლა.

მისი ხელმძღვანელობით, ჩოგბურთელის შედეგები გაუარესდა და 2015 წლის მარტში, ენჯი წინა მწვრთნელს დაუბრუნდა - და ამ სვლამ გაამართლა. გასული სეზონი, რომელშიც კერბერმა ოთხი ტიტული მოიგო, ყველაზე წარმატებულია მის კარიერაში. წლევანდელი სეზონი კი საერთოდ ფანტასტიკურად დაიწყო - ანჟელიკის მოგება მელბურნში, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა მსოფლიოს ჩოგბურთში XXI საუკუნეში.

სწორება შტეფი გრაფზე

კალენდარული "დიდი სლემის" ბოლო მფლობელი - კერბერის კერპია. ამიტომაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ენჯის მდგომარეობა, როცა ის გასულ წელს სტაჟირებაზე გაემგზავრა ლას ვეგასში, სადაც შტეფი და ანდრე აგასი ცხოვრობენ.

ნევადაში მაშინდელი მგზავრობა ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა როგორც სპორტული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სწორედ იმ მომენტში დაიწყო კერბერის კარიერაში ახალი აღმასვლა. ამ თანამშრომლობით გრაფმაც მოიგო - ანჟელიკმა საშუალება არ მისცა სერენა უილიამსს "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებების რაოდენობით გათანაბრებოდა დიად შტეფის.

ავსტრალიის მიმართ სიყვარული

"მწვანე" კონტინენტის მიმართ ლტოლვა ანჟელიკს იუნიორის წლებიდან გაუჩნდა. სწორედ მელბურნში მიაღწია მან ყველაზე მაღალ შედეგებს გოგონებს შორის, უილიამსის დამარცხების შემდეგ კი კერბერის სიყვარული სეზონში "დიდი სლემის" პირველი ჩემპიონატის მიმართ, ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.

თუმცა ერთი წლის წინათ, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იყო. ანჟელიკმა პირველივე წრეში წააგო რუმინელ ირინა-კამელია ბეგუსთან, მაგრამ დღეს, ალბათ, აღარც ახსოვს ეს ჩავარდნა. დღეს მელბურნი - მისი ქალაქია.

სერენაზე გამარჯვების რწმენა

ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, ანჟელიკმა განაცხადა, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწიოს სერენა უილიამსს, არამედ, დაამარცხოს ის. ეს სიტყვები ცოტა ვინმემ თუ აღიქვა სერიოზულად, რადგან ამერიკელი შესანიშნავ ფორმაში იყო.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კერბერმა მართლაც იცის, როგორ მოუგოს მსოფლიოს პირველ ჩოგანს. სხვათა შორის, კერბერს აქამდეც ჰყავდა დამარცხებული სერენა, ოღონდ 2012 წელს, ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე.

პირადი ცხოვრება

ენჯი პრაქტიკულად არ აძლევს პრესას საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჭორაობის საბაბს. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ღია პირველობის წინ, გერმანულმა Babies Stars-მა დაწერა, რომ კერბერი მალე იქორწინებს, რადგან ფეხმძიმედაა. ეს რომ მხოლოდ ჭორი იყო, ანჟელიკმა თავისი გამოსვლით დაამტკიცა.

სოციალური ქსელები

ვირტუალური რეალობა დიდად არ ხიბლავს კერბერს. "ინსტაგრამზე" მისი გვერდი მხოლოდ 10 ფოტოს ითვლის. გერმანელის ზოგიერთი კოლეგა ამ რაოდენობის ფოტოებს ერთ წუთში აქვეყნებს. რაც შეეხება "ფეისბუქს", კერბერის ტრიუმფის შესახებ პოსტი დადო ადამიანმა, რომელიც პოლონეთში იმყოფებოდა.

ანჟელიკს ჰყავს ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოციალურ ქსელებზე, მაგრამ თავად ჩოგბურთელი ასეთი გასართობის მიმართ, აბსოლუტურად გულგრილია. მას რეალურ ცხოვრებაშიც ჰყოფნის ემოციები და შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით დღეს.

უცხოური ენები

ანჟელიკს პოლიგლოტს ვურ ვუწოდებთ. პოლონურად მის სახლში ლაპარაკობენ, სახლის მიღმა - გერმანულად. ინგლისურს კი ნებისმიერი წარმატებული ჩოგბურთელი ფლობს. ეს სამი ენა კერბერს სავსებით ჰყოფნის კომფორტული ცხოვრებისთვის და დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვის.

რომანი Porsche-თან

კერბერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტოკონცერნის ოფიციალური სახეა. კონტრაქტის მიხედვით, ენჯი მხოლოდ Porsche-ს მანქანებით გადაადგილდება. ამასთან, უძლიერეს გერმანელ ჩოგბურთელს პრობლემები არ გააჩნია საგზაო პოლიციასთან არც გერმანიაში და არც პოლონეთში.

რაც შეეხება ტექნიკურ სპონსორს, ანჟელიკი მთლიანად ენდობა კიდევ ერთ გერმანულ გიგანტს. "ადიდასი" სპორტული ტანსაცმლის მთელს ხაზს უშვებს ენჯისთვის. ფირმა ცდილობდა, რომ კერბერს მისი ჩოგანიც დაეჭირა ხელში, მაგრამ კერბერს იაპონური კომპანია Yonex-ის პროდუქცია ურჩევნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება