"ოკლაჰომას" მცველმა სეზონში მეშვიდე სამმაგი შეასრულა
რეგულარული ჩემპიონატის გასულ სათამაშო დღეს რამდენიმე მატჩმა მიიქცია ყურადღება. "კლივლენდმა" თავის უშუალო კონკურენტთან "ინდიანასთან" გასვლაზე მოიპოვა გამარჯვება, თუმცა გაუჭირდა ამის გაკეთება.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ დამარცხების პირას აღმოჩდნენ, რადგან ძირითადი დროის ბოლო 44 წამი, როცა ანგარიში 98:98 იყო, "კლივლენდმა" დაცვაში გაატარა და მისდა ბედად, ჯორჯ ჰილისა და მონტა ელისის სროლები არაზუსტი აღმოჩნდა. ოვერტაიმში კი "კავალიერზმა" იმის ხარჯზე მოიგო, რომ ზუსტად ისროლა საჯარიმოები.

ეს იყო ახალი მწვრთნელის ტაირონ ლიუს ხელმძღვანელობით "კლივლენდის" ზედიზედ მეხუთე მოგება.

"ოკლაჰომა-სიტის"ლიდერმა რასელ უესტბრუკმა 17 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა შინ "ვაშინგტონთან" მოგებულ მატჩში (114:98). მცველმა კარიერაში 26-ე, სეზონში მეშვიდე და ბოლო 10 დღეში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ სეზონში ის მხოლოდ "გოლდენ სტეიტის" წევრს დრეიმონდ გრინს ჩამორჩება, რომელსაც მიმდინარე რეგულარულში ცხრა სამმაგი დუბლი აქვს.

ზედიზედ 26-ე საშინაო გამარჯვება მოიპოვა "სან ანტონიომ". "სპურსმა" უკვე პირველ მეოთხედში გაუსწრო "ორლანდოს" 11 ქულით და ამის შემდეგ, ინარჩუნებდა კომფორტულ უპირატესობას.

შეწყდა "ტორონტო რეპტორზის" 11-მატჩიანი მოგებათა სერია. კანადურმა კლუბმა პირწმინდად წააგო მატჩი დენვერში - 93:112.

"ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ირლ უოტსონი დაასახელა, რომელიც ორი დღის წინ განთავისუფლებული ჯეფ ჰორნაჩეკის ასისტენტის ფუნქციებს ასრულებდა. ამ დანიშვნის შემდეგ, უოტსონი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი NBA-ის კლუბების ამჟამინდელ დამრიგებელებს შორის. მან სამწვრთნელო კარიერა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა სათავეში ჩაუდგა D-ლიგაში მოასპარეზე "სან ანტონიო სპურსის" ფარმ-კლუბს.

"ორლანდო მეჯიქთან" მატჩის შემდეგ, "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა არ გამორიცხა, რომ ტეხასელთა ცენტრი ტიმ დანკანი მოედანზე "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ დაბრუნდება.

"ვათამაშებთ თუ არა ტიმს "ოლ სტარამდე"? ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

ვეტერანმა ფორვარდმა უკვე მეოთხე მატჩი გამოტოვა მუხლის არეში ტკივილის გამო.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 24.0 ქულა, 4.8 მოხსნა, 7.0 პასი, 2.0 ჩაჭრა და 1.75 ჩაჭრა დააგროვა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი, რომელიც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. დურანტის ანგარიშზე საშუალოდ 34.7 ქულა, 11.7 მოხსნა და 4.7 პასი მოდის.

ინდიანა-კლივლენდი 106:111 (ო)

26:33, 23:27, 30:15, 17:21, 10:15

ი: ჯორჯ ჰილი (23), ჯორდან ჰილი (17), ელისი (14), ტერნერი (14+10 მოხსნა+4 დაფარება), ჯორჯი (11+8 პასი), ს. ჰილი (10).

კ: ირვინგი (25+7 პასი), ჯეიმსი (24+12 მოხსნა+6 პასი), სმიტი (19), ლავი (19+8 მოხსნა), ტომპსონი (14+12 მოხსნა).

ბრუკლინი-დეტროიტი 100:105

26:28, 31:26, 18:24, 25:27

ბ: ლოპესი (27), ბარნიანი (18), ელინგტონი (11), ლარკინი (8+14 პასი).

დ: დრამონდი (21+18 მოხსნა), ჯექსონი (19+6 პასი), კოლდუელ-პოუპი (16), ილიასოვა (16), ჯონსონი (13), მორისი (12).

ატლანტა-დალასი 112:97

27:15, 26:31, 33:27, 26:24

ა: ტიგი (32+8 პასი), კორვერი (16), შრიოდერი (14), ჰორფორდი (10), მილსეპი (8+12 მოხსნა).

დ: პარსონსი (19+11 მოხსნა), ნოვიცკი (18), ბარეა (15), ფელტონი (13), მეტიუზი (11), ფაჩულია (4+13 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-მემფისი 95:110

27:22, 25:32, 23:23, 20:33

ნ-ო: კოული (23+6 პასი), დევისი (23+9 მოხსნა).

მ: გრინი (24+7 მოხსნა), რენდოლფი (22+12 მოხსნა), კონლი (17+10 პასი), მ. გასოლი (14+7 პასი), კარტერი (13).

ოკლაჰომა-ვაშინგტონი 114:98

36:26, 28:26, 28:24, 22:22

ო: დურანტი (28+9 მოხსნა), იბაკა (19+10 მოხსნა), უესტბრუკი (17+13 მოხსნა+11 პასი), კანტერი (14), ადამსი (10).

ვ: უოლი (17+8 პასი), ბილი (18), გორტატი (17), პორტერი (13).

სან ანტონიო-ორლანდო 107:92

35:24, 17:20, 23:26, 32:22

ს-ა: ოლდრიჯი (28+5 დაფარება), მილსი (22), ჯინობილი (13), ლეონარდი (10).

ო: ვუჩევიჩი (20+10 მოხსნა), ოლადიპო (19+7 პასი+5 ჩაჭრა), გორდონი (12+16 მოხსნა), ჰარისი (11).

დენვერი-ტორონტო 112:93

28:28, 32:21, 20:16, 32:28

დ: იოკიჩი (27+14 მოხსნა), ბარტონი (20+7 მოხსნა), გალინარი (13), ფარიდი (13+7 მოხსნა).

ტ: დეროზანი (24), როსი (12), ლოური (10), ვალანჩუნასი (10+8 მოხსნა).

იუტა-ჩიკაგო 105:96 (ო)

26:26, 21:25, 20:17, 26:25, 12:3

ი: ჰეივორდი (27+12 მოხსნა+7 პასი), ჰუდი (19), გობერი (16+12 მოხსნა), ნეტო (14), ფეივორსი (13+8 მოხსნა+4 დაფარება), ბერკი (10).

ჩ: ბატლერი (26+7 მოხსნა+6 პასი), პ. გასოლი (19+8 მოხსნა), როუზი (14), გიბსონი (7+11 მოხსნა).

საკრამენტო-მილუოკი 111:104

25:32, 28:24, 21:18, 37:30

ს: გეი (32+9 მოხსნა+6 პასი), რონდო (19+7 პასი), ბელინელი (18+6 პასი), კოლისონი (14), კასპი (13), კუფოსი (7+11 მოხსნა), კოული-სტაინი (4+10 მოხსნა).

მ: მონრო (24+12 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (18+13 პასი), ანტენტოკუნმპო (17), პაკერი (16+7 მოხსნა), მიდლტონი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე