მამაკაცთა ჩოგბურთში ძალიან საინტერესო გუნდური ტურნირი დაიგეგმა
2017 წლის სექტემბერში, ჩოგბურთში მამაკაცებს შორის ახალი გუნდური ტურნირი გაიმართება. მისი ფორმატი გადმოღებულია გოლფის სახელგანთქმული გუნდური ტურნირიდან - რაიდერის თასისგან: ევროპის ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ. ტურნირის სახელწოდება იქნება - ლეივერის თასი.

თითო გუნდში ექვს-ექვსი მოთამაშე იქნება - ოთხ-ოთხი ATP-ის საუკეთესო რეიტინგის მიხედვით და კიდევ ორი - კაპიტნის არჩევანით. სამი დღის განმავლობაში, გუნდები ყოველდღე ითამაშებენ სამ-სამ ერთეულთა მატჩს და ერთ წყვილთა შეხვედრას. იმ შემთხვევაში, თუ 12 მატჩის შემდეგ თანაფარდობა იქნება, გამარჯვებული გამოვლინდება დამატებითი წყვილთა მატჩით.

ამ ტურნირის იდეა ეკუთვნის სააგენტო Team8-ს, რომლის მთავარი კლიენტია როჯერ ფედერერი. ორგანიზება კი Tennis Australia-ს მხარდაჭერით მოხდება, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობას ატარებს. კიდევ ერთი ორგანიზატორი იქნება ბრაზილიელი ბიზნესმენი, დევისის თასზე ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი ხორხე პაულუ ლემანი. ტურნირი ყოველწლიური უნდა იყოს, გარდა ოლიმპიური წლებისა. მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როდ ლეივერი აირჩევს გუნდების პირველ ორ კაპიტანს.

"ეს დიდი პატივია ჩემთვის. სახეზე გვაქვს ჩოგბურთისთვის უნიკალური კონცეპცია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამ ტურნირს არ ექნება საგამოფენო ხასიათი", - განაცხადა ლეივერმა.

"მეც მინდა, რომ ტურნირს სერიოზული ხასიათი ჰქონდეს. მასში სპორტული აზრი უნდა იდოს. ვფიქრობ, ტოპ-ჩოგბურთელები მხარს დამიჭერენ და თამაშს დათანხმდებიან. თან ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელს ევროპას.

ჩემი აზრით, პროექტი ძალიან საინტერესოა. არასოდეს მითამაშია წყვილში რაფასთან, ნოვაკთან ან ენდისთან ერთად. ეს შეიძლება პირველად მოხდეს. შესანიშნავი იქნება!" - ამბობს როჯერ ფედერერი New York Times-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს