მიუნხენელთა პროგრამა მინიმუმი თასის მოგება და მეორე ადგილია, თუმცა ული ჰიონესს ჩემპიონობის იმედიც აქვს

მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ლიდერ „დორტმუნდს“ 14 ქულით ჩამორჩება, რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესს ჩემპიონობაზე ხელი არ ჩაუქნევია და ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ მიუნხენური კლუბი „ვერცხლის სინის“ შენარჩუნებას შეძლებს.

„დორტმუნდელებს კრიზისი ჯერ არ ჰქონიათ და არა მგონია, რომ მთელი სეზონი რამდენიმეტურიანი ჩავარდნის გარეშე ჩაატარონ, - აცხადებს „ბაიერნის“ 59 წლის პრეზიდენტი და იქვე დასძენს, - ცხადია, ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ „ბორუსიას“ კრიზისი ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში „ბაიერნი“ მზად იქნება, BVB-ს კრიზისით ისარგებლოს.“

თუმცა ჰიონესი იმასაც ამბობს, რომ „ბაიერნის“ რეალური მიზანი მიმდინარე სეზონში მეორე ადგილის დაკავებაა. უფრო მეტიც: ული თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ რეკორდმაისტერი მეორე ადგილს უპრობლემოდ დაიკავებს და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. „არ დაგავიწყდეთ, რომ „ლევერკუზენს“ მიუნხენში აქვს სათამაშო. მოკლედ, პროგრამა მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებაა და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მიზანს უპრობლემოდ მივაღწევთ. მაქსიმუმი კი ისევ ჩემპიონობა უნდა იყოს, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ აღარ არის და იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ დორტმუნდელები რამდენიმე თამაშს ჩააგდებენ,“ - აცხადებს ჰიონესი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლევერკუზენს“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ამასთან, მიუნხენური კლუბი გერმანიის თასის ნახევარფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც მეტოქედ მილანის „ინტერი“ ელის.

ჰიონესის თქმით, „ბაიერნმა“ ამ სეზონში მინიმუმ ერთი ტიტული მაინც უნდა მოიგოს და ულის ყველაზე რეალურად, რა თქმა უნდა, გერმანიის თასის მოგება მიაჩნია: „მიხარია, რომ თასის ნახევარფინალში „შალკესთან“ თამაში საკუთარ მოედანზე გვიწევს. თუ გელზენკირხენული კლუბის ბარიერი გადავლახეთ, თასს იოლად მოვიგებთ, რადგან ფინალში ან „კოტბუსს“ უნდა შევხვდეთ, ანაც „დუისბურგს“ და არა მგონია, რომ რომელიმე მათგანმა პრობლემა შეგვიქმნას. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას: „ბაიერნში“ ყველას „ინტერზე“ შურისძიება გვინდა.“

aaa
ამის ზუსტი წყარო დამიდეტ რა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს