ფრანგული ბრენდი ფორმულა 1-ში საქარხნო გუნდით დაბრუნდა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილეთაგან პირველი ბოლიდი "რენომ" წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა ავტოკონცერნმა დეკემბერში შეიძინა "ლოტუსი" და ისევ გამოვა "დიდ ცირკში" საკუთარი საქარხნო გუნდით.

ახალი გუნდის სახელწოდებაა - Renault Sport Formula One Team. მისი სარბოლო დირექტორი გახლავთ ფრედერიკ ვასიორი, ტექნიკური დირექტორი - ბობ ბელი, ხოლო სირილ აბიტებულმა მმართველი დირექტორის პოსტი დაიკავა.

პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე, "რენომ" დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი საპრიზო პილოტი კევინ მაგნუსენი იქნება. ის შეცვლის ვენესუელელ პასტორ მალდონადოს, რომლის პირად სპონსორს ფინანსური პრობლემები შეექმნა. მაგნუსენის მეწყვილეა ფორმულა 1-ის დებიუტანტი ჯოლიონ პალმერი, ხოლო ტესტ-პილოტის მოვალეობებს შეასრულებს ესტებან ოკონი, რომელიც შარშან, GP3-ის ჩემპიონი გახდა.

RS16 "რენოს" ტრადიციულ ფერებში - შავსა და ყვითელშია გადაწყვეტილი, თუმცა დომინირებს შავი. ფაქტობრივად, ეს არის "რენოს" ძრავაზე ადაპტირებული შარშანდელი მანქანა, ასე რომ, მისი კონკურენტუნარიანობა ეჭვს იწვევს, თუმცა "რენოს" წარმომადგენლებს არა ერთხელ უთქვამთ, რომ გასაკეთებელი ბევრი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის