გერმანული სამენეჯერო სააგენტოს თანახმად, სატრანსფერო ფასით ქართველ ფეხბურთელებში ლიდერი "რუბინის" 23 წლის მცველია
სატრანსფერო ფასები მუდმივი არაა - ის სულ იცვლება და ცხადია, ჩვენთვის საინტერესოა ამ დინამიკისთვის თვალყურის დევნება. ამით, გარკვეულწილად, გასაგები ხდება, როგორია ევროპულ ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების შეფასება...

გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, წელიწადზე მეტია, რაც ქართველ ფეხბურთელებში ლიდერი საბა კვირკველიაა. ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველი 2009 წელს ისე წავიდა რუსეთში, საქართველოს არც უმაღლეს და არც პირველ ლიგებში არ უთამაშია.

2009-10 წლებში ის სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, 2010 წელს კი ყაზანის "რუბინი 2-ში" ჩაირიცხა. მაშინ 18 წლის ქართველი ახალგაზრდას ფასი 100 ათას ევროს არ სცილდებოდა. ცხადია, მის სატრანსფერო ფასზე დიდად ვერც პირველი ლიგის "ნეფტეხიმიკში" იჯარით გადასვლამ იმოქმედა. მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს აუცილებელი და საჭირო ნაბიჯი იყო. ყაზანში დაბრუნებული ქართველი "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის მიუხედავად, სასტარტო თერთმეტეულის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მას შემდეგ Transfermarkt-ი კვირკველიას ყოველწლიურად უმატებდა ფასს. 2015 წელს ეს ფასი მკვეთრად გაიზარდა, წლეულს კი უკვე 5 მილიონი ევრო გახდა. ამით კვირკველიამ საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა.

საინტერესოა, რომ "რუბინში" 5 მილიონად მხოლოდ რუსეთის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი მაგომედ ოძოევი ფასობს. გაცილებით ნაკლები შეფასებები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების წევრებს - გიოქდენიზ ყარადენიზს (თურქეთი - 0,7), კარლოს ედუარდოს (ბრაზილია - 3,5), მარკო დევიჩს (უკრაინა - 2,8), მიო ცაკტაშს, რომელსაც ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია (3,0), დენიარ ბილიალეტდინოვს (რუსეთი - 1,0)...

საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეების ფასები ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი კლ მლნ. ევ

გიორგი ლორია კრილია 1,00

ნუკრი რევიშვილი მორდოვია 0,80

გიორგი მაკარიძე ფეირენშე 0,35

საბა კვირკველია რუბინი 5,00

გიორგი გველესიანი დინამო თბ 0,20

გურამ კაშია ვიტესი 3,00

გია გრიგალავა უგუნდოდ 1,80

ალეკო ამისულაშვილი დინამო თბ 0,45

გიორგი ნავალოვსკი სკა ენერგია 0,25

უჩა ლობჟანიძე დინამო თბ 0,65

ოთარ კაკაბაძე დინამო თბ 0,45

ჯაბა კანკავა რეიმსი 3,00

მურთაზ დაუშვილი კარპატი 0,60

მათე ცინცაძე დინამო თბ 0,55

ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგი 0,30

სანდრო კობახიძე დნიპრო 1,20

ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 3,00

თორნიკე ოქრიაშვილი ესქიშეჰირი 2,00

ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,00

გიორგი ჭანტურია დუისბურგი 0,80

ლევან მჭედლიძე ემპოლი 0,60

მათე ვაწაძე ორჰუსი 0,50

ბაჩანა ცხადაძე უგუნდოდ 0,37

ნიკოლოზ გელაშვილი დინამო თბ 0,22

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
მეგზური! კარგი იდეაა. ჟურნალისტებო! როდესაც ქართველ ფეხბურთელებზე წერთ, სასურველია მიუთითოთ რამდენად ასრულებს თანამედროვე ნორმატივებს (მაგ: 30 მეტრს რამდენ წამში ფარავს).
Beqa
Cxadadze ugundod da nakrebshi idzaxebda mama.texavs magrad sagol kobi
მეგზური
ბატონებო, შევქმნათ ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჯგუფი როგორც ჩონჩხი : -ლორია -რევიშვილი -კვირკველია -კაშია -კანკავა -გრიგალავა -კობახიძე -ყაზიაშვილი -ანანიძე -ჭანტურია -მჭედლიძე დანარჩენები დავამატოთ მომავლის მქონედ მიჩნეულებიდან...
გიო
ჯანო ანანიძეში 2 მილიონს ვინ გადაიხდის ზღაპარია
ალეკსანდრე
საბა კველა ქარტველი ფეხბურტელისტვის მისაბადზი უნდა იკოს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან