ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზატორსა და კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
"მაქრო ქონსთრაქშენი" "თბილისი 2016"-ის პირველი პლატინის სპონსორი გახდა. ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზატორსა და კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისი 2016"-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა და კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორმა მურათ ავჯიმ მოაწერეს.

"თბილისი 2016" არის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არის ასევე ისტორიული ღონისძება იმიტომ, რომ პირველად ტარდება ევროპის მასშტაბით - პირველი ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისევე ქართულ ბიზნესს", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორის, მურათ ავჯის განცხადებით, მათთვის პატივია 2016 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატის სპონსორობა.

"ჩვენ ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდ წარმატებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდით ვიწყებთ ახალ პროექტს "ახალ თბილისში" და ეს იქნება სინტერესო, ახალი სტილი, ახალი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის", - განაცხადა კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორმა მურათ ავჯიმ.

2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი 14-დან 17 ივლისამდე უმასპინძლებს. საქართველოს 1200-მდე სპორტსმენი და 400-მდე ოფიციალური პირი ეწვევა.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
თბილისში სპორტის ახალი სასახლე გაიხსნა
რობერტ შავლაყაძეს დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცეს
ქართველ ძიუდოისტებს ნატვრა აუხდათ - საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსი [PHOTO]
თბილისში საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა [PHOTO]
სეოკ-მა წლის სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა
ალექსი ახვლედიანი: "თბილისი 2015"-ისთვის ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია