ვინ არის "უფას" მეკარე გიორგი შელია?
ახლახან, რუსეთის პრემიერლიგის მონაწილე "უფაში" გიორგი შელია ჩაირიცხა. 27 წლის, წარმოშობით ქართველი მეკარე (სიმაღლე 190 სმ) აქამდე პირველი დივიზიონის ბინადარ კრასნოიარსკის "ენისეიში" თამაშობდა. შელიამ ახალ კლუბთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. შელიამ რუსეთის მოქალაქეობა სათამაშო პრაქტიკის გამო მიიღო. მანამდე, მას იქაურ პრემიერლიგაში არ უთამაშია. "ენისეის" გარდა, ის პირველი დივიზიონის ბრიანსკის "დინამოსა" (2007-2012) და კალინინგრადის "ბალტიკაშიც" (2012-2015) გამოდიოდა, კრასნოიარსკში კი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გაატარა.

ბრიანსკის "დინამოში" ყოფნისას (სულ 47 მატჩი) ის ასტრახანის "ვოლგარში" გაანათხოვრეს (2010), მაგრამ მერე უკან დაბრუნდა. ბრიანსკში მეკარეებს რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი კარის დარაჯი სერგეი ოვჩინიკოვი ავარჯიშებდა, რომელსაც ქართველი ძალიან მოსწონდა. მაშინ შელიამ ძირითადი შემადგენლობიდან რუსეთის ნაკრების ყოფილი კანდიდატი ვენიამინ მანდრიკინი "ამოაგდო", სეზონის ბოლოს კი ბრიანსკის კლუბში სამი მეკარიდან მხოლოდ ის დატოვეს.

დღემდე, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი ქართველი მეკარე თამაშობდა - გიორგი ლორია სამარის "კრილია სოვეტოვშია", ნუკრი რევიშვილი კი - სარანსკის "მორდოვიაში". ამგვარად, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - რუსეთის მთავარ ლიგაში ერთდროულად ამდენ ქართველ მეკარეს არასოდეს უთამაშია.

საერთოდ, ბევრსაც ვერ გავიხსენებთ - კაკო დევაძე, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ლომაია, იური ოყროშიძე, დავით ხმელიძე, საშა ჩიხრაძე... მაგრამ ეს ბოლო სამი რუსული ფეხბურთის აღზრდილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლია
გიორგი გილოცავ ჩემო კარგო! მრავალი წარმატებები მომელოცოე შენბის მომავალშიც.

ჰა, რას ელოდებით, დააცხერით ყორნებივით და მონათლეთ მოღალატეებად!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
გიორგი შელია: მირანჩუკი კვარაცხელიაზე არანაკლებ ტექნიკურია - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"რუბინთან" მატჩში გაძევებული შელია გაამართლეს
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
კვარაცხელიას საგოლე პასი გროზნოში - ის ორშაბათს რუსეთის დატოვების უფლებას მიიღებს? [VIDEO]
შელიას კარს გროზნოში მატჩისას გველმა შეუტია
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან