"ჩელსის" ლეგენდა შეიძლება, ლონდონიდან წავიდეს
ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის "ჩელსის" მისი კაპიტანი, ჯონ ტერი დატოვებს. ეს მეორე ეპოქის დასასრული იქნება ლონდონელთა შორის მას შემდეგ, რაც გუნდი კიდევ ერთმა ცოცხალმა ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა დატოვა.

ისე, ლონდონურ კლუბს თავისი ლეგენდების მიმართ უდიერი მოპყრობა დასჩემდა. ჯერ იყო ფრენკ ლამპარდის ამბავი, რომელიც ყველამ ვიცით და ჩვენც აღარ მივუბრუნდებით. ახლა კი ჯონ ტერის სატრანსფერო საგაა ინგლისური გაზეთების მთავარი თემა - დამსახურებულ ვეტერანს კონტრაქტს აღარ უგრძელებენ და მეორე მხრივ, თავად ტერიმაც გამოთქვა ლონდონური კლუბიდან წასვლის სურვილი.

დიდი კაპიტნის მიერ განვლილი დიდი გზა იმსახურებს იმას, რომ ჩვენს წერილში კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მას. გზა იყო დრამატული, ტიტულებითა და იმედგაცრუებებით სავსე, მაგრამ უდავოდ, დიდი ფეხბურთელის გზა.

დებიუტი

ბავშვობაში ტერის თანაგუნდელები იყვნენ სოლ კემპბელი, ჯერმეინ დეფო, ბობი ზამორა და სხვები. მერე იყო "ვესტ ჰემის" აკადემია, საიდანაც ტერი "ჩელსიში" გადავიდა. სულ მალე, 1998 წლის 28 ოქტომბერს, "ასტონ ვილასთან" სათასო მატჩში "არისტოკრატთა" შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა.

"იმ დღეს ვერასოდეს დავივიწყებ. განსაკუთრებული შეგრძნება იყო. სიმართლე გითხრათ, ნორმალურად არც კი მახსოვს ის პირველი წუთები, რომლებიც მინდორზე გავატარე, მაგრამ სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა."-ასე გაიხსენა დებიუტი ტერიმ მოგვიანებით.

პირველად ტერიმ ინგლისის პრემიერლიგა 2004-05 წლებში მოიგო. შემდეგ მან ეს მიღწევა კიდევ სამჯერ გაიმეორა. პირველ ჩემპიონობაზე ტერი ამბობს: "საქმე ასე იყო - ჩვენ თითქოს, ტაბუ დავარღვიეთ. ვფიქრობ, თვით "ჩელსის" ქომაგების ნაწილსაც კი არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. როცა ეთხელ გზას გაკვალავ, მერე იმ გზაზე სიარული იოლია."

ლიგა

"ჩელსისთან" ერთად ტერიმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2011-12) და ევროპალიგა (2012-13). ჩემპიონთა ლიგის ფინალში მას არ უთამაშია რამირესთან, რაულ მეირელეშთან და ბრანისლავ ივანოვიჩთან ერთად, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნის" ძლევით ძალიან კი გაიხარა და ალალიც იყო - რომ არა ტერი, "ჩელსის" ფინალში არაფერი ესაქმებოდა.

"ეს უკვე ოცნების ასრულებას ჰგავს. ჩვენ ევროპის უძლიერესი გუნდი ვართ და ეს შემთხვევით არ ხდება. ახლა იწყება ყველაზე რთული ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში - მიღწეულის შენარჩუნება. ის უფრო რთულია, ვიდრე მწვერვალების დაპყრობა." - როგორც ხედავთ, დრომ კაპიტნის სიტყვების მართებულობა დაადასტურა. ყოველ შემთხვევაში, "არისტოკრატებთან" დაკავშირებით.

ტერი და ჟოზე

ტერი და ჟოზე მოურინო - ეს სულ სხვა, ვრცელი თემაა. პორტუგალიელი მწვრთნელი ყოველთვის აღიარებდა ჯონის საფეხბურთო ნიჭს. ეგაა, მათ შორის ბოლო დროს აღარ იყო იდეალური ურთიერთობა. მოურინიოს გუნდიდან წასვლაში წილი ფეხბურთელებსაც უდევთ - ასე სჯერათ ლონდონური კლუბის ქომაგებს.

ტერი არაერთხელ აღმოჩნდა სათადარიგოთა სიაში, მას არცთუ იშვიათად ცვლიდნენ.

თუ ჯონს ჰქონდა ბრწყინვალე საკლუბო კარიერა, ამას ვერ ვიტყვით სანაკრებოზე.

ოცნების გუნდი

არადა, ტერი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელსაც ინგლისელმა ფანებმა "ოცნების გუნდი" შეარქვეს. ინგლისს მართლაც რომ დიდებული შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ გუნდს ძალიან უჭირდა წარმატების მიღწევა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე.

არავინ იცის, რა იყო ამის მიზეზი. იქნებ, ინგლისს ერთი გუნდისათვის საკმარისზე ბევრი ვარსკვლავი ჰყავდა? იქნებ, ჯერარდი და ლამპარდი ერთმანეთს ხელს უშლიდნენ მინდვრის ცენტრში? ამის გაგება ახლა რთულია.

თავად ჯონი კი ძალიან წუხს იმის გამო, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ვერაფერს მიაღწია. მისი თქმით, ამას ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ნაკრების შესახებ ის ამბობს: "თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ეროვნული გუნდის წარმატებისათვის. მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ საქმეს ვიღაც რაღაცას აკლებდა. უბრალოდ, ყველა ფორმაციის ნაკრებს დაჰყვება - ხოლმე თავისი ბედი.

იყო მატჩები, როცა ჩვენ ერთი თავით მაღლა ვიდექით მოწინააღმდეგეზე და ვალდებულნი ვიყავით, ის დაგვემარცხებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდით ამას. იყო გაურკვევლობა მწვრთნელების ამბავშიც. არ ვიცი, რას დავაბრალო ჩვენი ასეთი შედეგები.

ერთი კია - მე ყოველთვის ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მაშინ, როცა ინგლისის ნაკრების მაისურა მეცვა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. როცა შენს სამშობლოს წარმოადგენ, თავი ტერმინატორი გგონია და მიგაჩნია, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია." - ამბობს ტერი.

მისტერ საიმედოობა

აი, როგორ ახასიათებს ჯონ ტერის თამაშს ინგლისის ნაკრების კიდევ ერთი ლეგენდარული მცველი, რიო ფერდინანდი, ვინც ტერის მხარდამხარ ინგლისის ნაკრებში არაერთი წლის განმავლობაში ითამაშა.

"მე მას მისტერ საიმედოობა დავარქვი და არ მგონია, რომ ამ შეფასებაში გადაჭარბებული ვიყო. მე არასოდეს შემშინებია შეცდომის დაშვების, რადგან ვიცოდი, რომ გვერდით ჯონი მყავდა. ვიცოდი, რომ გვერდით თვით საიმედოობა მყავდა."

ამერიკა?

ჯერ "ჩელსიდან" ჯონის წასვლა გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ თუ ასე მოხდა, შესაძლოა, ტერი ამერიკაში წავიდეს. იქ მისი მეგობარი დევიდ ბექემი ახალ საფეხბურთო კლუბს აფუძნებს და გარდა ამისა, სხვა გუნდებსაც ტაციობა აქვთ გამოცხადებული ცნობილ ვეტერანებზე.

აგერ, ჩინეთია - ქვეყანა, რომელიც აგროვებს და აგროვებს ვარსკვლავებს. ჩინეთს უნდა, რომ ყველაფერში პირველი იყოს და ფეხბურთშიც მწვერვალებისკენ მიიწევს. მოკლედ, უნდა დაველოდოთ.

ჯონ ტერი ის კაცია, ვისაც ცხოვრების გზა არასოდეს მოეჭრება.

დოსიე

ჯონ ჯორჯ ტერი

დაიბადა: 1980 წ. ბარკინგი, ლონდონი (ბრიტ)

პოზიცია: ცენტრალური მცველი

კარიერა: 1998 წლიდან - "ჩელსი"; 2000 - ნოტინგემ ფორესტი (იჯარა)

ინგლისის ნაკრები: 78 თამაში, 6 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"გოლფში უფრო მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე "არსენალმა" ბოლო 20 წელიწადში" - ტერიმ მორგანს უპასუხა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"ეს გუნდი ჩემს თაობაში საუკეთესოა და ძალიან მიყვარს" - ტერიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს