9 თებერვალს “სტად დე ფრანსზე” 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გამეორდება - საფრანგეთი ბრაზილიას დაუხვდება

ოთხშაბათს, 9 თებერვალს, “სტად დე ფრანსზე” 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გამეორდება - საფრანგეთი ბრაზილიას დაუხვდება. მიუხედავად იმისა, რომ “მამლების” ლიდერებმა პატრის ევრამ და ჟერემი ტულალანმა სამხრეთ აფრიკაში ჩადენილი უმსგავსო საქციელისთვის დისკვალიფიკაციები უკვე მოიხადეს, ფრანგთა თავკაცი ლორან ბლანი “სამფეროვანთა” ბანაკში მათ დაბრუნებას არ ჩქარობს.

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა შანტალ ჟუანომ განაცხადა, რომ სკანდალისტების ეროვნულ გუნდში დაბრუნება ცუდი მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის. მწვრთნელი ასეთი კატეგორიული არ არის და აცხადებს, რომ ამ ფეხბურთელებზე უარს მხოლოდ სპორტულ პრინციპებიდან გამომდინარე ამბობს. გარდა ამ ორისა, ნაკრებს ასევე აკლია “ბაიერნის” “ადვილად მსხვრევადი” ლიდერი ფრანკ რიბერი. მოედანზე მისი სავარაუდო დაბრუნების თარიღი ჯერ კიდევ არ გარკვეულა. გუნდს ჰყავს ახალწვეულიც, “არსენალის” 25 წლის ცენტრალური მცველი ლორან კოშელნი.

მეკარეები: სედრიკ კარასო (ბორდო), უგო ლორისი (ლიონი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ერიკ აბიდალი (ბარსელონა), გაელ კლიში, ლორან კოშელნი, ბაკარი სანია (სამივე არსენალი), ფილიპ მექსე (რომა), ადილ რამი (ლილი), მამადუ საჰო (პსჟ)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე (ლილი), ალუ დიარა (ბორდო), იოან გურკუფი (ლიონი), იან მვილა (რენი), ფლორან მალუდა (ჩელსი), ბლეზ მატუიდი (სენტ ეტიენი), ჟერემი მენეზი (რომა)

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (რეალი), კევინ გამეორო (ლორიანი), გიიომ ოარო (პსჟ), ლოიკ რემი (მარსელი)

მეტსიუ უმუშევარი დარჩა

გუშინ კატარის ეროვნული გუნდის თავკაცი ბრუნო მეტსიუ უმუშევარი დარჩა. მისით დამქირავებლები განსაკუთრებით უკმაყოფილონი მას მერე დარჩნენ, რაც ფრანგის გაწვრთნილმა გუნდმა აზიის თასზე ცუდი შედეგი აჩვენა - კატარი კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში დაემშვიდობა იაპონიასთან ბრძოლაში. პრესა ვარაუდობს, რომ აზიური გუნდი უთავკაცოდ დიდხანს არ დარჩება.

ვან ჰოიდონკის ახალი როლი

თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუუს ჰიდინკმა ბოსფორის ნაპირებზე სამუშაოდ თანამემამულე პიერ ვან ჰოიდონკი დაპატიჟა. ვან ჰოიდონკმა ფეხბურთელის აქტიურ კარიერას წერტილი 2007 წელს დაუსვა. გარდა იმისა, რომ ხსენებულ პიროვნებებს ერთმანეთთან მშვენიერი პირადი ურთიერთობები აკავშირებთ, ჰიდინკი გათვლას სხვა რამეზეც აკეთებს: თავდამსხმელი თურქეთში, კერძოდ “ფენერბაჰჩეში”, 2003/05 წლებში თამაშობდა და თურქულ ფეხბურთში შექმნილი სიტუაციისთვის ალღოს აღება არ გაუჭირდება. ჰოლანდიური “დე ტელეგრააფის” ცნობით, ვეტერანი ხელშეკრულებას წელიწადნახევრით გააფორმებს და ჰიდინკის ასისტენტის როლს ევრო 2012 წლის დასრულებამდე იკისრებს.

მოტას საკითხი მალე გადაწყდება

ფიფა “ინტერის” 28 წლის შუახაზელის ტიაგო მოტას საკითხს მალე გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა, ვისაც სამშობლოს 23-წლამდელთა ნაკრებში ორ ოფიციალურ შეხვედრაში უასპარეზია, დიდი ხნის წინ გამოთქვა მზადყოფნა, სანაკრებო კარიერა იტალიაში გაეგრძელებინა. ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია, პრინციპში, ცნობილია, ისინი ტიაგოს სურვილს გაგებით ეკიდებიან და თანახმანი არიან კვალიფიციურმა საყრდენმა ნახევარმცველმა “სკუადრა აძურას” რიგებში ითამაშოს. მოტას იმედი აქვს ჩეზარე პრანდელისაც.

ანელკა ოკეანის გაღმა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ შეიძლება მიმდინარე წლის ზაფხულზე კარიერა “ნიუ იორკ რედ ბულში” განაგრძოს. ამავე კლუბში თამაშობს მისი თანამემამულე ტიერი ანრიც. ინგლისური პრესის ვარაუდით, ნიკოლას ამერიკაში გადაბარგების იდეა სწორედ “არსენალის” ლეგენდარულ კაპიტანს ეკუთვნის. გეტყვით, რომ 31 წლის თავდამსხმელს “ჩელსისთან” კონტრაქტი წელიწადნახევარში უმთავრდება. პირველად აღნიშნული ხმები მას მერე დაირხა, რაც “არისტოკრატებმა” ფერნანდო ტორესის ტრანსფერი სრულყვეს. ბუნებრივია, ამ ნაბიჯით “სტემფორდ ბრიჯზე” ანელკას პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა.

ჰარგრივსი განაცხადს მიღმა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი შესაძლოა მალე დაემშვიდობოს ფეხბურთს. მას ქრონიკული ტრავმები შესაძლებლობათა გამოვლენის შანსს არ აძლევს. ოუენს მთლად ფეხბურთიდან თუ არა, ყოველ შემთხვევაში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა რომ მოუწევს, ცხადზე ცხადია. ამის პირველი ნიშანი სერ ალექს ფერგიუსონის მიერ მისი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვება იყო. 29 წლის ფეხბურთელს ივნისში კონტრაქტი ეწურება და მანკუნიანელები მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჰარგრივსს მიმდინარე სეზონში სულ 6 წუთი აქვს ნათამაშები, ხოლო 2007 წლიდან მოყოლებული ალისფერი მაისური 27-ჯერ მოირგო.

ოჰ, ეს სკლეროზი...

სწორედ გუშინ წერდა ჩვენი გაზეთი, რომ “ტოტენჰემის” 30 წლის ფეხბურთელმა ლედლი კინგმა მუხლის პრობლემების გამო საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა გადაწყვიტა. ამ მიზნით გუშინ ის გერმანიას უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ბანალური მიზეზით ლონდონშივე დარჩა: ფეხბურთელმა პასპორტი დაკარგა და მის გარეშე კი საზღვარზე აბა ვინ გაუშვებდა? “ლედლის ოთხშაბათს ოპერაცია ელოდა, თუმცა მისი გაკეთება ერთი კვირით გადაიდო. მან უბრალოდ თავისი პასპოტის ნახვა ვერ შეძლო,” - გულდაწყვეტილმა განუცხადა Goal.com-ს “დეზების” მოძღვარმა ჰარი რედნაპმა. გეტყვით, რომ ლედლის მთელი კარიერაა თან სდევს მუდმივი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ფანებმა ბოლოს ის მწვანე მინდორზე 3,5 თვის წინ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დალანდეს.

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა