ბრიანსკის "დინამოს" ქართველმა მეკარემ გუნდის შემადგენლობიდან რუსეთის ნაკრების ყოფილი კანდიდატი ამოაგდო
უკვე დათვლაც შეუძლებელია: როგორც ნაწვიმარზე სოკო, ისე გამრავლდნენ უცხოეთში უცნობი ქართველი ფეხბურთელები, მათი უმრავლესობა კი საქართველოს მოქალაქე არ არის.

ერთ-ერთი მათგანია მეკარე გიორგი შელია, რომელიც 1988 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. ტანმაღალი (190 სმ) მეკარე ამჟამად რუსეთის პირველი დივიზიონის ბრიანსკის "დინამოში" თამაშობს, სადაც 2009 წელს ჩაირიცხა და სულ 47 შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი 2010 წლის დასაწყისში ასტრახანის "ვოლგარში" გაანათხოვრეს, მაგრამ გასულ წელს ბრიანსკში დაბრუნდა და ინტერნეტ-გაზეთმა "ვანდივიზიონმა" სეზონის შედეგები რომ შეაჯამა, რუსეთის პირველი დივიზიონის მეკარეებში მეათე ადგილზე დაასახელა, თუმცა 21-ე ტურის შემდეგ მესამეზე იმყოფებოდა.

"დინამოს" რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მეკარე სერგეი ოვჩინიკოვი ავარჯიშებს. ასეთი მეკარის შეფასება განსაკუთრებით დასაფასებელია, "ბოსი" (ოვჩინიკოვის მეტსახელია) კი ქართველს აქებს.

"დღეისთვის კლუბის ლიდერები ფომიჩევი და შელია არიან... კარში შელიას დაყენება გადავწყვიტე და არა გამოცდილი სულოევისა. გიორგი კარგად თამაშობს და რატომ უნდა შევცვალო?", - ეს იყო ოვჩინიკოვის პასუხი კითხვაზე, რატომ ათამაშებდა შელიას და არა მის კონკურენტებს.

სხვათა შორის, შელიამ ძირითადი შემადგენლობიდან არა მხოლოდ ვიტალი სულოევი, არამედ რუსეთის ნაკრების ყოფილი კანდიდატი ვენიამინ მანდრიკინიც "ამოაგდო", სეზონის ბოლოს კი ბრიანსკის კლუბში სამი მეკარიდან მხოლოდ ის დატოვეს, კონკურენტად კი გამოცდილი რომან გერუსი მიუყვანეს.

"ვანდივიზიონმა" პირველი ლიგის გუნდები პოზიციების მიხედვით შეაფასა, ბრიანსკის "დინამოს" მეკარეები საუკეთესოთა რეიტინგში 6,5 ქულით მეოთხე ადგილზე დაასახელა და ლიგაში ერთ-ერთი საიმედო უწოდა.

Lelo
"ლელო" მივმართავთ shello-ს, რომელმაც 4 თებერვალს ამ მასალაზე კომენტარი გააკეთა:"მეამაყება ასეთი კარგი ძმა რომ მყავს". იქნებ დაგვიკავშირდეთ რედაქციაში 423273, ან კოორდინატები მოგვწეროთ "ლელოს" ელექტრონულ ფოსტაზე, გიორგისთან გვსურს დაკავშირება.
temursasiamovno
გიორგი შელია მართლაც ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა ბრიანსკის შემადგენლობაში.სასიამოვნო იქნებოდა ესმ მეკარე გვეხილა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯად.უფრო მეთი მასალები ჩანაწერები უნდა მოვიპოვოთ ამ ფეხბურთელზე რომ ნაკრების თავკაცის და ფედერაციის ზემდგომების დაინტერესება რომ გამოიწვიოს.
shello
მეამაყება ასეთი კარგი ძმა რომ მყავს)))))
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"