ზე რაგბის გათამაშების ახალი არგენტინული კლუბი "იაგუარები" სამხრეთაფრიკულ ტურნეში გაემგზავრა
ზე რაგბის გათამაშების ახალი არგენტინული კლუბი "იაგუარები" სამხრეთაფრიკულ ტურნეში გაემგზავრა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაულ პერესმა 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"იაგუარები" პირველ საკონტროლო მატჩს მომავალ უქმეებზე კეიპთაუნის "სტორმერზის" წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო მეტოქე იოჰანესბურგის "ლაიონზი" იქნება. პირველ ოფიციალურ შეხვედრაში კი არგენტინული გუნდი 26 თებერვალს ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ "იაგუარების" შემადგენლობაში მრავლად არიან არგენტინის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები. ესენია: რამირო ერერა, აგუსტინ კრევი, ნიკოლას სანჩესი და ხუან მანუელ ლეგუსამონი.

"ორი საკონტროლო მატჩი "სტორმერზისა" და "ლაიონზის" წინააღმდეგ, ვფიქრობ, ჩემი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ვეცდებით, თამაშის საშუალება ყველა მორაგბეს მივცეთ, რათა საქმეში კიდევ ერთხელ ვნახოთ ისინი", - თქვა "იაგუარების" მთავარმა მწვრთნელმა რაულ პერესმა.

იაგუარები: მატიას ალემანო, ფელიპე არეგი, გაბრიელ ასკარატე, როდრიგო ბაესი, კრისტიან ბარტოლინი, გონსალო ბერტრანუ, ემილიანო ბოფელი, ტომას კარიო, სანტიაგო კორდერო, აგუსტინ კრევი, ხერონიმო დე ლა ფუენტე, ფელიპე ესკურა, სანტიაგო გარსია, სანტიაგო იგლესიასი, რამირო ერერა, სანტიაგო ვალდესი, ფაკუნდო ისა, მარტინ ლანდახო, იგნასიო ლარაგე, ტომას ლავანინი, ხუან მანუელ ლეგუსამონი, ტომას ლესანა, პაბლო მატერა, ხულიან მონტოია, მატიას მორინი, რამირო მოიანო, ლუკას ნოგიერა, მატიას ორლანდო, ხავიერ ორტეგა, გუიდო პეტი, ნიკოლას სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნაუელ ჩაპარო, ხოაკინ ტუკულეტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად