ზუგდიდელებმა, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადებიან, "გაგრასთან" ერთბაშად ორი სპარინგმატჩი გამართეს

გუშინ "ბაიას" მეტად ნაყოფიერი დღე ჰქონდა. ზუგდიდელებმა, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადებიან, ერთბაშად ორი სპარინგმატჩი გამართეს. ისინი ორივეჯერ პირველი ლიგის ბინადარ "გაგრას" შეხვდნენ. "გაგრა" შეკრებაზე ურეკშია და "ბაიას" ზუგდიდში ეწვია.

"ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა ანატოლი პისკოვეცის გუნდს ორი შემადგენლობა დაუპირისპირა. ბუნებრივია, ორი შემადგენლობით ითამაშა "გაგრამაც". პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, მეორე კი "ბაიამ" 2:0 მოიგო. რიგვავამ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, მეორე ბურთი კი 57-ეზე ეხვაიამ გაიტანა. მატჩმა წვიმის თანხლებით ჩაიარა, რამაც თამაშის ხარისხს დაღი დაასვა.

პირველი მატჩი "ბაიამ" ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაქაცარია - გ. ქირია, მამულია, აფაქიძე, ბერიშვილი - ნ. შონია, მალიჩავა, გუჯეჯიანი (კუხალაშვილი), შ. ლომია, სამუშია - ჩანგელია.

მეორე მატჩი: სომხიშვილი - სვირავა (კუკავა), აქუბარდია, რ. ონიანი, თ. აკობია - რიგვავა, ვართაგავა, წურწუმია, სიხარულია - ეხვაია, ქობალია.

როგორც ქომეთიანმა გვითხრა, კლუბის ფინანსურ საკითხებში ახალი არაფერია, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას კვლავაც ელიან.

ზუგდიდელებს განსაკუთრებული საკადრო სიახლეები არ აქვთ. დუბლშემადგენლობიდან სამწვრთნელო შტაბმა ბერიშვილი და აკობია დაიმატა, გურამ სამუშია კი "ბაიას" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებიდან დაუბრუნდა. ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სწრაფად პროგრესირებს და, წესით, ჩემპიონატის მატჩებში "ბაიას" შემადგენლობაში ხშირად უნდა ვიხილოთ.

რაც შეეხება სინჯებზე მყოფ ორ თბილისელ ახალგაზრდას, მარცხენა მცველის, ილია გამრეკლიძის "ბაიაში" დარჩენა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, მარჯვენა ნახევარმცველ გიორგი კუხალაშვილს კი მწვრთნელები კიდევ დააკვირდებიან.

სეზონის განახლებამდე "ბაია" კიდევ ერთ ტესტმატჩს ჩაატარებს - 6 თებერვალს გორის "დილას" უმასპინძლებს. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპს ზუგდიდელები 13 თებერვალს, ბოლნისის "სიონთან" საშინაო მატჩით დაიწყებენ. "ბაია" დღეისთვის მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება "გაგრას", იგი მორიგ საკონტროლო მატჩს ასევე 6 თებერვალს გამართავს. მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "გაგრაში" სინჯებზე მყოფი სამი ნიგერიელიდან ორს გუნდში დარჩენის კარგი შანსი აქვს.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"