ინტერვიუ საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან
ფრანგული ლიგა 1-ის "რეიმსისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ინტერვიუ უკრაინულ საიტ MatchDay-ს მისცა. ინტერვიუში ჩვენი ნაკრების კაპიტანი ჰყვება მის ფრანგულ კარიერაზე, "დნიპროსთან" გამოთხოვებაზე, ჩინურ ვარიანტზე და იმაზე, თუ ვის შეუძლია ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეჩერება.

ქართულის მერე ფრანგული ღვინო რითი გამაკვირვებდა?

- bonjour mon ami, ფრანგული უკვე გესმით, ჯაბა?

- bonjour. ჯერ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, ფრანგული ენა ძნელია. მის შესწავლას დრო უნდა, თუმცა ვცდილობ.

- მოასწარით მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქ პარიზში გასეირნება? საერთოდ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს საფრანგეთში?

- პარიზზე მხოლოდ დადებითის მოყოლა შემიძლია. ძალიან ლამაზი ქალაქია და, როცა ვახერხებ, სულ ჩავდივარ. კარგია პარიზში შოპინგი ან უბრალოდ, ქალაქის ქუჩებში ფეხით სეირნობა. თამაშის შემდეგ, თუ ძალიან დაღლილი არა ხარ, შეიძლება რომელიმე კლუბში წასვლა.

- ვიცი, რომ Pro Evolution Soccer-ის თამაში გიყვართ. საფრანგეთში ვის ეთამაშებით ხოლმე?

- არავისთან, სანდრო (კობახიძე - რედ.) აქ არ არის, მეტოქეც არ მყავს.

- "რეიმსში" ყველამ იცის ფრანგული. ენობრივი ბარიერი არ გაფერხებთ?

- შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობ, საფეხბურთო მოედანზე კი - არა. მოედანზე უნდა ითამაშო, ლაპარაკი ნაკლებადაა საჭირო. თუმცა, როცა ფრანგულს შევისწავლი, მოედანზე კიდევ უფრო გამიიოლდება.

- საფრანგეთს უკვე შეეგუეთ?

- პრაქტიკულად, კი.

- რითი გაგაკვირვათ საფრანგეთის ჩემპიონატმა?

- "პარი სენ-ჟერმენი" ცალკე ისტორიაა. თუმცა სუსტი მეტოქეები აქ არ არსებობენ. იოლად არავინ არაფერს დაგითმობს, ყოველი მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია. ლიგა 1-ის თითოეული გუნდის დონე სტაბილურად მაღალია, მატჩებზე ბლომად მაყურებელი დადის. მოკლედ, ყველგან საფეხბურთო ატმოსფეროა.

- რეიმსი შამპანური ღვინოების სამშობლოა, გასინჯეთ უკვე?

- დიახ, აქ შამპანური ღვინოების ფართო არჩევანია. გრძნობ, რომ ნაღდ, ხარისხიან შამპანურს სვამ. მაგრამ ღვინოს აქ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. საქართველოს შემდეგ საფრანგეთი დიდად ვერ გამაკვირვებდა.

- უკრაინაში ბევრი ქართული რესტორანია. საფრანგეთში გაქვს საშუალება, ხინკალი მიირთვა?

- რეიმსში არ გამიგონია, პარიზში ქართული რესტორნები არის, მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ.

- სულ ახლახან საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორი ემოციები დაგეუფლათ?

- ეს ცხოვრებაში პირველად მოხდა და ძალიან სასიამოვნო იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამის გამო. მადლობა ყველას, ვინც კი დამეხმარა ასეთი მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებაში.

- ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკვე შეხვდით. რას ფიქრობთ, შეიძლება მისი შეჩერება?

- იბრაჰიმოვიჩი ფიზიკურად მძლავრი, პლასტიკური და მაღალი დონის ფორვარდია. როგორ გავაჩეროთ ის, ვერ გეტყვით. სჯობს, მასკერანოს ჰკითხოთ (იცინის).

"დნიპროსთან" განშორება

- გაიხსენეთ 14 მაისი, კიევი. "ოლიმპიურზე" ევროპალიგის ნახევარფინალის საფინალო სასტვენი გაისმა "ნაპოლისთან" თამაშში...

- ძალიან ბედნიერი და დაღლილი ვიყავი.

- თქვენი გოლი ნოიერის კარში, უბრალოდ, ფანტასტიკური იყო. რა გრძნობა იყო გერმანიის ნაკრების კარის დალაშქვრა?

- ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. რამდენიმე წამით სამოთხეში ხარ. ცოტა ხანში დედამიწაზე ეშვები.

- ალბათ, ახლა პოპულარულობით კალაძეს არ ჩამორჩებით. მოგწონთ პოპულარულობა?

- ვერ შევედრები კალაძეს, ის სულ სხვა დონეზე თამაშობდა, გაცილებით მაღალზე, ვიდრე მე. თუმცა, რომ გცნობენ, სასიამოვნოა.

- ვიცით, რომ პრესასთან ურთიერთობა არ გიყვართ. თავად თუ კითხულობთ კოლეგების ინტერვიუებს?

- დიახ, არ მიყვარს დიდად პრესასთან ურთიერთობა, ეს მართალია. მხოლოდ, როცა ძალიან საჭიროა ინტერვიუ, მაშინ ვთანხმდები. თავად, რა თქმა უნდა, ვეცნობი საფეხბურთო სიახლეებს.

- "დნიპროდან" წასვლის წინ კლუბის ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ?

- მარკევიჩსაც ველაპარაკე და სტეცენკოსაც. ერთმანეთს კარგად დავშორდით. მაგრამ არის ნიუანსები, რომლებზეც ლაპარაკი პრესასთან არ მსურს.

- "დნიპროს" ფეხბურთელებს როგორ დაშორდით?

- საფრანგეთში გაფრენის წინა დღეს ერთად შევიკრიბეთ, კარგი დრო გავატარეთ. ცოტა დავლიეთ კიდეც. ბიჭებს მადლობა იმ წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ "დნიპროში".

- ახლაც გაქვთ მათთან ურთიერთობა?

- ხანდახან ვურეკავთ ერთმანეთს. ხშირად არა.

- ალბათ, გიფიქრიათ, რომ დროულად წახვედით "დნიპროდან"...

- "დნიპროს" თამაშებს თვალყურს ვადევნებ. დიახ, ვფიქრობ, რომ გუნდიდან დროულად წავედი.

მწვრთნელი, ალბათ, არ გავხდები

- უკრაინაში გატარებულ დროზე გული ხომ არ გწყდებათ?

- არა, ალბათ, ღმერთს ასე სურდა. მადლობელი ვარ უკრაინის, სადაც საუკეთესო საფეხბურთო წლები გავატარე.

- "რეიმსთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ უკვე 33 წლის იქნებით. რას აპირებთ მერე?

- არ ვიცი, რა იქნება სამი წლის მერე. კარიერას კი მაშინვე დავასრულებ, როგორც კი თავს შევატყობ, რომ მაღალ დონეზე თამაში არ შემეძლება.

- ალბათ, იცით, რომ ახლა ბევრი ფეხბურთელი მიდის ჩინეთში, სადაც მათ კარგ ხელფასს სთავაზობენ...

- არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტსაც. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- თუ ხედავთ საკუთარ თავს მომავალში მწვრთნელის რანგში? დავუშვათ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში?

- არა მგონია, რომ მწვრთნელი გავხდე.

- თქვენ ახალი თაობისთვის სამაგალითო ხართ. საფეხბურთო სკოლის გახსნაზე არ გიფიქრიათ თბილისში?

- ჯერ ამაზე არ მიფიქრია.

- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ საქართველოში, უკრაინაში და ახლა უკვე საფრანგეთში. თქვენი გული თავისუფალია?

- არა, ჩემი გული თავისუფალი არ არის, იქ ჯერ კიდევ ფეხბურთია.

მიშკა
დიდი მადლობა, კაპიტანო! ღირსეული ადამიანი და სამაგალითო სპორტსმენი ხარ. ჯანმრთელობას და იღბალს გისურვებ.
Sergo
Erti sityvit "jigaria"
Shota
რომ არ დავწერო არ შემიძლია, სამი წლის წინ მე და ჩემი მეგობარი მიფრინავდით ევროპაში და გადაჯდომა გვიწევდა კიევში, თბილისიდან ისე მოხდა რომ ჯაბას გვერდით ვიჯექით, ძალიან კარგი ადამიანი და თავმდაბალი პიროვნებაა ცოტაც ვისაუბრეთ, კიევში დაჯდომამდე მე და მეგობარმა გადავწყვიტეთ ქალაქში გასვლა და ვთქვით რომ გრივნა გვჭირდებოდა ტაქსისთვის, როცა დავჯექით და ტერმინალში გავედით დავიწყეთ ძებნა გადამცვლელი პუნქტის და ამ დროსაც მოხდა რომ ჯაბა ახლო იყო ჩვენთან მოვიდა და ამოიღო გრივნები და ნუ დაახურდავებთ ტყუილად მე მოგცემთ ტაქსისთვისო და ტყუილად ნუ დაშლით ფულსო. ეს იყო ისე მოულოდნელი რომ გადავეხვიე უნებურად არა იმიტომ რომ ფულზე იყო საუბარი არამედ იმიტომ რომ უცნობი ადამიანის მიმართ კაცური და ვაჟკაცური საქციელი იყო და იქვე რუსი იდგა კარგად მახსოვს მივუბრუნდი და გაოცებულს ვუთხარი ეს ჩემი ქვყმის ნაკრების კაპიტანიათქო. ნამდვილი ვაჟკაცი და კაცია ჯაბა
sad
ჯაბა როგორ გაფასებ ნეტა იცოდე წვალობს შრომობს თავში არ უვარდება ზოგზოგიერთივით და შესაბამისად ბევრი სათამაშო პრაქტიკა აქვს
giorgi
მაგარი კაცი ხარ, გაიხარე
გია
ნამდვილი პატრიოტი და პროფესიონალი სპორტსმენი ხარ.შენისთანები გვიმრალოს ღმერთმა.
sdfsd
რა კაი ადამიანია! გენაცვალე ჯაბსონ პროფესიონალი და ამავდროულად კარგი პიროვნება საამაყო ხარ ჩვენი სამშობლოსთვის!
gakho
ეს ადამიანი მაოცებს თავისი პროფესიონალიზმით და თავმდაბლობით!!!
ცკვიტი
ჩემი გული თავისუფალი არ არის, იქ ჯერ კიდევ ფეხბურთია ...
მიდი ხო მოვდივარ
ფრანგული ღვინო დიად ვერ გამაკვირვებს, საქართველოს შემდეგ... კარგია.
c
სასიამოვნოა როცა შენი ქვეყნის შვილს და ნაკრების კაპიტანს სათანადოდ აფასებენ სხვა ქვეყანაში (უკრაინაში) ბრავო ჯაბა. ღირსეულად ატარებს კაპიტნის სამკლაურს!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]