ერთი კეთილი ამბავი იტალიიდან
ჯანმარკო 20 წლის სტუდენტია, ტურინში ცხოვრობს და "იუვენტუსის" თავგადაკლული გულშემატკივარია. მის ისტორიას იტალიაში და კერძოდ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ რა შეემთხვა, ამას თავად ისტორიის გმირი გვიამბობს...

ის, რაც დღეს უნდა მოგიყვეთ, თითქოს, არარეალურია, მაგრამ ეს რეალურად მოხდა და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. როდესაც იმ დღეს ვიხსენებ, ჟრუანტელი მივლის და, ალბათ, ასე იქნება ყოველთვის.

ვცხოვრობ ტურინში და "იუვენტუსის" თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, ჩემი კერპი კი ალვარო მორატაა. სიმართლე გითხრათ, ჩემს მეგობრებს უკვირთ, თუ რატომ მიყვარს ასე მორატა, რადგან ერთი შეხედვით, ის არ არის გუნდისთვის საკულტო ფიგურა.

მორატა არ არის ალესანდრო დელ პიერო, არც ანდრეა პირლო და არც ჯანლუიჯი ბუფონი, მაგრამ გადმოვიდა თუ არა ესპანელი ჩვენთან, ის მაშინვე იქცა ჩემს კერპად და შემდეგ, გაამართლა კიდეც იმედები. "იუვენტუსის" თამაშებზე ყოველთვის ერთი მაისურით დავდივარ, რომელსაც ზურგზე სწორედ მორატა აწერია.

27 იანვარი ჩემთვის უბედნიერეს დღედ იქცა და სწორედ ამის შესახებ ვაპირებ მოყოლას. იტალიის თასის ნახევარფინალურ მატჩში, "იუვენტუსმა" "ინტერს" 3:0 მოუგო და ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა, ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა კი მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. თამაშის შემდეგ, შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი და სტადიონიდან სახლში ფეხით გავემართე. თანაც, ჩემი საყვარელი მაისურა მეცვა და ამაყად მივაბიჯებდი.

გზად, გადავწყვიტე, რომ წამეხემსა და ერთ ჩვეულებრივ რესტორანში შევედი. შეკვეთას ველოდებოდი და თან, თამაშის მომენტებს ვიხსენებდი. ამ დროს, რესტორანში არც მეტი, არც ნაკლები... ალვარო მორატა შემოვიდა და როდესაც დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი.

მორატას რესტორანში ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, ის კი პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და სახელი მკითხა - გაოცებულმა ვუპასუხე, რომ ჯანმარკო მქვია, შემდეგ კი კითხვა შევუბრუნე, მაინცდამაინც ჩემთან რატომ მოხვედით? - მან კი მიპასუხა, რომ მე მაისურზე მორატა მეწერა. აა, ხოო - აღმომხდა და მაშინღა ვიგრძენი, რომ ემოციებისგან მთლიანად ვხურდი. ალვარო მაგიდასთან ჩამოჯდა და დიალოგი გაგრძელდა...

მორატა: შეუკვეთე რამე?

ჯანმარკო: კი, პიცა შევუკვეთე

მორატა: დაამატე რაც გაგიხარდება, მე ვიხდი ყველაფერს. თამაში როგორ მოგეწონა?

ჯანმარკო: დიდი მადლობა. მაგარი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე მეტად შენმა გოლებმა გამახარა. ჩემპიონთა ლიგა გვიახლოვდება და ფორმაში უნდა იყო.

მორატა: დიდი ხანი ვერ გამქონდა და ვნერვიულობდი.

ჯანმარკო: მეც ვნერვიულობდი და ერთი-ორჯერ მეგობრებს ვეჩხუბე. ფიქრობენ, რომ მანჯუკიჩი გჯობია. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მათ და თვალებში ჩავხედავ ამ დუბლის შემდეგ.

მორატა: აი, შენი პიცაც მოვიდა, ხელს არ შეგიშლი და მე ჩემს მეგობრებს შევუერთდები...

მორატა სხვა მაგიდაზე გადაჯდა, მე კი ემოციებით დამუხტული პიცას გემოსაც ვერ ვატანდი. უცებ, ჩემი სახელი მომესმა, მოვიხედე და ვხედავ, რომ მორატა მეძახის: ჯანმარკო, არ გინდა ჩვენთან გადმოჯდე? - მეგონა, რომ გული წამივიდოდა და ძლივს ამოვთქვი: კიიი - მაშინ, დროზე მოდი, რაღას უცდი, მიპასუხა და წამებში, მორატასა და მისი მეგობრების კამპანიაში აღმოვჩნდი. კითხვები დამაყარეს და დაინტერესდნენ თუ სად ვსწავლობდი, რას ვაკეთებდი ცხოვრებაში და ხშირად დავდიოდი თუ არა სტადიონზე.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს ძველ მეგობრებს ვესაუბრებოდი. ბევრი ფოტო გადავიღეთ, შემდეგ კი ალვარომ საიდანღაც "იუვენტუსის" ახალი მაისურა გამოაძრო, მაჩუქა და ზედ ესპანურად წააწერა: "ჩემს მეგობარ ჯანმარკოს, დიდი პატივისცემით, ალვარო მორატა".

დიდხანს ვიჯექით ერთად და ბევრი ვიცინეთ. ალვარომ რამდენიმე სიტყვა მასწავლა ესპანურად, მაგრამ ზედმეტად აღელვებული ვიყავი, რომ დამემახსოვრებინა. ბოლოს, გადამეხვია და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი გაცნობა და ახალი მეგობრის შეძენა. დაამატა, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და აუცილებლად ვიმეგობრებთო.

თავისი ნომერი ჩამაწერინა და მითხრა, რომ თუ რამე დამჭირდება, შემიძლია დავურეკო რომელი საათიც არ უნდა იყოს - თითები მიკანკალებდა, როდესაც მის ნომერს ტელეფონში ვიწერდი და დღემდე ვერ ვიჯერებ, როდესაც ნომრებს ჩავხედავ და მის გვარს ვკითხულობ. კიდევ უფრო გამიკვირდა, როდესაც ჩემი ნომერი ჩაიწერა - დასძინა, შენ რომ მოგერიდოს და არ დამირეკო, მე შეგეხმიანებიო.

არ ვიცი, რით დავიმსახურე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის ასეთი ყურადღება და რატომ მერგო ასეთი პატივი? - ან, იქნებ არც დამიმსახურებია და უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ამ ისტორიას შვილიშვილებს მოვუყვები და მაშინაც, ჟრუანტელი დამივლის.

მადლობა ალვარო, უსაზღვროდ გამახარე და მასწავლე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxeli papa
რა დამავიწყებს, 1978 წელია, დინამოსტან აეროპორტსი არ გაგვაკარეს, გავყევიტ დიგმის ბაზაზე. იქიდან ყველა ფეხბურტელი გაგვეპარა პირადი ავტომობილიტ, რაგაც გრზნობამ მომახედა და ვხედავ:ვახტანგ ქორიზე ტავისი 06-იტ:40-40 გგ0 მიდის, მივვარდი და ავტოგრაფი ვტხოვე, მილიციელი ეუბნება:გტხოვტ ნუ აყოვნებტ მოზრაობასო, ვახომ უტხრა:ბიჯო-კაცი ამსისორიდან ცამოვიდა, ვინ ხარ რომ არ გესმისო, მოკეტა მილიციელმა. ავტოგრაფი მივიგე და ვიყავი უბედნიერესი! 38 წელი გახდება მალე, რა ბედნიერები ვიყავიტ, ტან რა ახალგაზრდები...მადლობა ვახოს, დინამოს, ქარტულ ფეხბურტს! ასე გახარებული მენახოს ქარტული ფეხბურტის ყველა გულსემატკივარი! მორატაც-ჯიგაარრრ!
georgian
ლაშა წიკლაური ჯიგარი ხარ, ძაან მაგარი სტატია შემოგვთავაზე, პოზიტივით სავსე. მორატამ კი უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე თავისი ადამიანობით და დღეიდან მაგრად ვუგულშემატკივრებ ამ ფეხბურთელს. ბრავო მორატაა!!
levan
ხშირად თარგმნეთ ასეთი სტატიები. კარგია!
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა