ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა მინსკში 17 სპორტსმენი წაიყვანა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე გადის შეკრებას. ეს მათთვის სეზონის რიგით მეორე საწვრთნელი ეტაპია, პირველი კი ბაკურიანში გაიარეს, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმო.

მინსკში წასვლა ჩვენებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა პრიორიტეტული - საშუალება მიეცათ, ერთობლივ ვარჯიშებში ჩაბმულიყვნენ, ამ შეკრების დასრულებისთანავე კი - 18-19 თებერვალს მინსკშივე სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის თასზე გამოვლენ.

წინასწარი მონაცემებით, ეს საკმაოდ ძლიერი ტურნირი იქნება, სადაც მასპინძლები ხომ გაფართოებული შემადგენლობით იჭიდავებენ, იქვე აპირებს გამოსვლას რუსეთის ნაკრები. თუმცა ის, ძირითადად, იმ ფალავნების ჩაყვანას აპირებს, რომლებიც ტრავმის გამო აქამდე ვერ ვარჯიშობდნენ და ახლა უნდა შეუდგნენ ოლიმპიადისკენ მიმავალ გზას.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა მინსკში 17 სპორტსმენი წაიყვანა. მათ შორის - უკლებლივ ყველა ლიდერი, დავით მოძმანაშვილის (125) გარდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ჩემპიონი ტრავმის გამო ევროპის პირველობასაც გამოტოვებს. სავარაუდოდ, იქ მის ნაცვლად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს.

ახლა, როგორც ჩვენი ნაკრების, ასევე სხვა ევროპული გუნდების მთავარი საზრუნავი სწორედ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც წლეულს შედარებით ადრე, 8-13 მარტს რიგაში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
თავისუფალი ჭიდაობა: იანტბელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი თბილისის რესტორანში მოჭიდავეთა ნაკრების ჩხუბმა გააოგნა [VIDEO]
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
ევროპული თამაშებისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: იანტბელიძე შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობს
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?