აინარს ბაგატსკისი საქართველოში 5 თებერვალს გამთენიისას ჩამოვა და შესაძლოა "სოხუმს" სუპერლიგის მატჩში შაბათსვე გაუძღვეს
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სუპერლიგის წარმომადგენელი "სოხუმი" საფუძვლიანად ძლიერდება. გუნდის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდულ ჩემპიონატებში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბა, რაც სამომავლოდ პირველ გუნდს აუცილებლად წაადგება.

"სოხუმში" თავი მოიყარა სამმა ამერიკელმა, რომლებიც გუნდს სუპერლიგაში სათანადოდ ეხმარებიან. ასევე დაემატა ამერიკის კოლეჯების ლიგაში გამოწვრთნილი ლაშა ფარღალავა და გაზაფხულზე ასევე კოლეჯებში მოასპარეზე დიმიტრი ფაცაციას ელიან.

დასაწყისისთვის შესანიშნავია, თუმცა "სოხუმის" ხელმძღვანელობა ამაზე არ შეჩერდა და ევროპული დონის მწვრთნელის ჩამოყვანა გადაწყვიტა. იყო ორი ვარიანტი რიმანტას გრიგასი და აინარს ბაგაცკისი. პირველი "ჟალგირისის" სპორტული დირექტორია და გაცილებით დაბალია მისი საქართველოში ჩამოსვლის შანსი. რაც შეეხება აინარს ბაგაცკისს, იგი ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და "სოხუმის" გაწვრთნის იდეასაც დადებითად უყურებს. კლუბსა და ნაკრებში ერთდროულად მუშაობა ევროპაში აწ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ბაგაცკისი საქართველოში 5 თებერვლისთვის ჩამოვა და სუპერლიგაში "სოხუმის" ("აგრარულთან") მატჩს დაესწრება.

ვიდრე მთავარ მწვრთნელად უცხოელი დაინიშნებოდეს, გუნდს კვლავ ვაჟა კვარაცხელია გაწვრთნის, რომელსაც გუშინ ველაპარაკეთ.

- კლუბის ხელმძღვანელობას დეკემბერშივე ვუთხარი - გადავიღალე და სჯობს უცხოელი მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ-მეთქი. თანაც, მომავალი სეზონისთვის გუნდის სერიოზულად გაძლიერება და ევროტურნირებზე თამაში იგეგმება, ამისთვის კი კარგი უცხოელი სპეციალისტი აუცილებელიცაა.

ბატონმა ვაჟამ დაამატა, რომ ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, გრიგასი ჩამოვა თუ ბაგაცკისი, მაგრამ დაამატა - დიდი შანსია "სოხუმი" ბაგაცკისმა გაწვრთნასო.

- მე მის ასისტენტად ვიმუშავებ. ვიმედოვნებ, მეორე წრეში საფუძველს ჩავუყრით გუნდის მომავალ წარმატებებს.

P.S. გუშინ ღამით გადაწყდა აინარს ბაგატსკისის საკითხი - იგი "სოხუმს" გაწვრთნის, საქართველოში 5 თებერვალს გამთენიისას ჩამოვა და შესაძლოა "სოხუმს" სუპერლიგის მატჩში შაბათსვე გაუძღვეს.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს