ჩხუბი ფინიქსში და "გოლდენ სტეიტის" ახალი რეკორდი
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში 12 შეხვედრა გაიმართა. მთავარი მატჩი კლივლენდში იყო. მართალია, ჩემპიონატის ფავორიტი "კავალიერზი" აუთსაიდერ "ლეიკერსს" მასპინძლობდა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა იმის გამო, კობი ბრაიანტი ბოლოჯერ თამაშობდა ოჰაიოში.

კობიმ ისევ ბევრი ბურთი ააცილა, თუმცა 19 ქულამდე ასვლა მაინც შეძლო. ლებრონ ჯეიმსმა კი 29 ქულა დააგროვა და კარიერული მონაგარი 26188 ქულამდე აიყვანა. ამით ის მე-15 ადგილზე გადავიდა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. ჯეიმსმა პოლ პირსს გაუსწრო, მისი შემდეგი სამიზნეები კი ტიმ დანკანი და ჯონ ჰავლიჩეკი არიან, რომლებსაც, შესაბამისად, 119 და 207 ქულით ჩამორჩება.

- ძალიან გაუჭირდა აღმოსავლეთ ტურნეში მყოფ "სან ანტონიოს" "ორლანდოს" დამარცხება. "სპურსი" ამ სეზონში იმდენად იშვიათად თამაშობს დაძაბულ ბოლო წამებს, რომ აღარ კი გვახსოვს, როგორ მოქმედებს ასეთ დროს გრეგ პოპოვიჩის გუნდი. ამჯერად, 96:96-ზე ბოლო ტყორცნის უფლება კავაი ლეონარდს მიენიჭა, რომელმაც ფინტით იოლად ჩამოიცილა აარონ გორდონი და დაახლოებით ექვსნახევარი მეტრიდან ჩააგდო ბაზერ-ბიტერი, მეტოქეს კი მხოლოდ ცხრა მეათედი წამი დაუტოვა პასუხის გასაცემად.

- ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ბოსტონში გაიმართა. "სელტიქსმა" აიზია ტომასის წარმატებული თამაშის წყალობით გამოსტაცა გამარჯვება "კლიპერსს". ტომასმა ჯერ ძირითად დროში გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა "სელტიქსი" 3.17 წამით ადრე ექვს ქულას აგებდა, მაგრამ აიზიამ თავისი გუნდის ბოლო 11 ქულიდან რვა თავის ანგარიშზე ჩაიწერა და თავად გადაიყვანა მატჩი ოვერტაიმში. დამატებით დროში კი ტომასა პარტნიორებს სამი შედეგიანი გადაცემა დაურიგა.

ამ მატჩში "კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა 13 შედეგიანი პასი შეასრულა და კარიერაში საერთო მაჩვენებელი 7400 გადაცემამდე აიყვანა. ამით პოლმა მორის ჩიქსს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მე-11 ადგილზე გადავიდა. მოქმედი კალათბურთელებიდან კრისზე ზემოთ მხოლოდ ანდრე მილერია (8494 შედეგიანი პასი).

- "ბრუკლინმა" პირწმინდად დათმო მატჩი შინ "მემფისთან". ბრუკლინელმა ჯო ჯონსონმა თამაშიდან სამჯერ ესროლა და ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო. ამით შეწყდა მისი სარეკორდო მოქმედი სერია, რომელიც 937 მატჩს უტოლდებოდა. ამ სერიის განმავლობაში, ჯონსონი თამაშიდან მინიმუმ ერთ სროლას ათავსებდა კალათში. ეს სერია 2003 წლის 6 დეკემბრიდან იღებდა სათავეს.

ახლა, ყველაზე გრძელი სერია ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნის - 854 მატჩი.

- 52-ე მატჩი ჩაატარა სეზონში "გოლდენ სტეიტმა" და 48-ე გამარჯვებას მიაღწია. "ყველა ვარსკვლავის მატჩის" პაუზამდე, "მეომრებმა" თამაშების 92.3 პროცენტი მოიგეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. ადრე, ამ მაჩვენებლით რეკორდი 1966-67 წლების სეზონის "ფილადელფიას" ჰქონდა - მოგებების 90.7 პროცენტი "ოლ სტარის" უქმეებამდე.

იმისთვის, რომ ერთ სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით "ჩიკაგოს" რეკორდი დაამხოს, "გოლდენ სტეიტს" რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ 30 მატჩში 25 მოგება სჭირდება.

"ფინიქსში" არსებულ კრიზისზე კი კარგად მეტყველებს ამ გუნდის სათადარიგოთა სკამზე მომხდარი ინციდენტი. ერთ-ერთი ტაიმ-აუტის დროს, მარკიფ მორისმა მუშტი-კრივი გაუმართა თანაგუნდელ არჩი გუდვინს. თანაგუნდელები დროულად ჩადგნენ შუაში, თორემ გუდვინს კარგი დღე არ დაადგებოდა, არადა, რთული სათქმელია ასეთი რა დააშავა მან, რადგან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო თავისიანებში.

მოიშორეთ სოციალური ქსელი

"გოლდენ სტეიტთან" მტკივნეული მარცხის შემდეგ, "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა "ტვიტერზე" საკუთარი აკაუნტი გააუქმა. ფანები ძალიან ბევრ ნეგატივს წერდნენ და კალათბურთელს ეს ყელში ამოუვიდა.

სოციალური ქსელისგან განთავისუფლების შემდეგ, ლამარკუსი თავისუფალ დროს საკუთარი თამაშის სრულყოფას უთმობს. და ფაქტიც სახეზეა - "ტვიტერის" გაუქმების შემდეგ, ოლდრიჯის საშუალო შედეგიანობა მატჩში ცხრა ქულით გაიზარდა.

გასულ კვირას მან კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო, თვის დასაწყისში კი, "ნიუ ორლეანთან" მატჩში, 38 ქულა დააგროვა და შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ინდიანა-შარლოტი 95:117

25:25, 18:35, 27:29, 25:28

ი: ჯორჯი (22+6 პასი), ჯორჯ ჰილი (12), ელისი (10), ტერნერი (10).

შ: უოკერი (25), ლემბი (16), ლინი (14), ბატუმი (11), ზელერი (11+11 მოხსნა).

ორლანდო-სან ანტონიო 96:98

23:29, 28:21, 28:17, 17:31

ო: ფურნიე (28), ვუჩევიჩი (20+13 მოხსნა), ოლადიპო (14), პეიტონი (13+7 პასი), ჰეზონია (12), გორდონი (4+14 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (29), ოლდრიჯი (21), მილსი (17+7 პასი), გრინი (12).

ფილადელფია-საკრამენტო 110:114

30:24, 33:24, 24:27, 23:39

ფ: კოვინგტონი (29+6 ჩაჭრა), ოკაფორი (26+10 მოხსნა), სტაუსკასი (16), სმიტი (5+10 პასი).

ს: კაზინსი (28+12 მოხსნა), კოლისონი (25), გეი (22), რონდო (14+15 პასი).

ბოსტონი-კლიპერსი 139:134 (ო)

33:37, 38:27, 27:27, 24:31, 17:12

ბ: ტომასი (36+11 პასი), სალინჯერი (21+11 მოხსნა+7 პასი), კრაუდერი (19), ბრედლი (18), სმარტი (17), ტერნერი (14+6 პასი).

კ: პოლი (35+13 პასი), რედიკი (27), ჯორდანი (21+16 მოხსნა), კროუფორდი (18), სტივენსონი (12).

ბრუკლინი-მემფისი 90:109

27:22, 18:28, 18:39, 27:20

ბ: ლოპესი (20), ელინგტონი (18), ბოგდანოვიჩი (11),იანგი (10+9 მოხსნა), ბრაუნი (10).

მ: კონლი (20), გრინი (18), რენდოლფი (15+6 პასი), გრინი (13), კარტერი (11),ლი (10), ჩელმერსი (10).

დეტროიტი-დენვერი 92:103

22:20, 31:32, 18:23, 21:28

დეტ: მორისი (19+6 პასი), ჯენინგსი (16), დრამონდი (15+17 მოხსნა+5 დაფარება), ჯონსონი (11), ბეინსი (10).

დენ: ბარტონი (20), ნურკიჩი (16+11 მოხსნა), გალინარი (15), მუდიაი (14+6 პასი), ფარიდი (12), ჰარისი (11).

კლივლენდი-ლეიკერსი 120:111

35:25, 29:22, 29:27, 27:37

კ: ირვინგი (35+7 პასი), ჯეიმსი (29+11 პასი), ტომპსონი (15+13 მოხსნა).

ლ: უილიამსი (28), კლარკსონი (22+7 პასი), ბრაიანტი (17), რასელი (15).

ჩიკაგო-ატლანტა 90:113

29:28, 19:25, 25:38, 17:22

ჩ: პ. გასოლი (20+10 მოხსნა), მაკდერმოტი (17), როუზი (14), პორტისი (12+10 მოხსნა).

ა: შრიოდერი (18), ტიგი (17+8 პასი), ჰორფორდი (16), მილსეპი (15), მუსკალა (11), კორვერი (10), სეფოლოშა (10), კოტი (10).

მინესოტა-ტორონტო 117:112

26:32, 29:36, 33:21, 29:23

მ: თაუნსი (35+11 მოხსნა), უიგინსი (26), რუბიო (19+8 პასი), დიენგი (14+10 მოხსნა+6 პასი), ლავინი (13).

ტ: დეროზანი (35), ლოური (14+7 პასი), ვალანჩუნას (12), როსი (11).

ნიუ ორლეანი-იუტა 100:96

20:22, 27:23, 24:32, 29:19

ნ-ო: ჰოლიდეი (21+9 პასი), დევისი (19), კოული (11), აჟინკა (8+11 მოხსნა).

ი: ფეივორსი (29), ჰეივორდი (21), ჰუდი (15), გობერი (12+14 მოხსნა).

ფინიქსი-გ. სტეიტი 104:112

28:29, 15:28, 32:34, 29:21

ფ: გუდვინი (20), მორისი (19), ბუკერი (15+10 პასი), ტელეტოვიჩი (14), ჩენდლერი (13+10 მოხსნა).

გ-ს: კარი (26+9 მოხსნა+9 პასი), ტომპსონი (24+5 ჩაჭრა), ბარბოზა (12).

პორტლენდი-ჰიუსტონი 116:103

29:29, 28:17, 35:35, 24:22

რ: ლილარდი (31+9 პასი), ჰარკლესი (19+13 მოხსნა), მაკალუმი (14), ლეონარდი (14), ჰენდერსონი (13), ამინუ (11).

ჰ: ჰარდენი (34+9 მოხსნა+11 პასი), ჰოვარდი (28+13 მოხსნა), კაპელა (1+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს