ინტერვიუ NBA-ის ლატვიელ სენსაციასთან
კრისტაპს პორზინგისს ნახევარი სეზონიც არ დასჭირდა NBA-ის დასაპყრობად. და მისი მონდომებით, "ნიუ იორკ ნიქსი" მაშინვე იქცა სანახაობრივ გუნდად.

არადა, როცა ის შარშანდელ დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩიეს, სკემპტიკოსებისა და კრიტიკოსების მთელი არმია გამოჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კლუბის არჩევანით გაბრაზებულმა ფანებმა კალათბურთელს უსტვინეს.

მაგრამ დღეს, კრიტიკოსები აღარ ჩანან. ლატვიელის სანახავად მთელი "მედისონ სკვერ გარდენი" ივსება, ხოლო პორზინგისის სათამაშო მაისურების გაყიდვების რაოდენობა მხოლოდ სტივენ კარის, ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის მაისურებს ჩამოუვარდება. შესანიშნავია 20 წლის ბიჭისთვის...

- გქონდათ სიამოვნების განცდა, როცა თავიდანვე დაადუმეთ თქვენი ყველა კრიტიკოსი?

- ეს მართლაც სასიამოვნო იყო. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ფანებს ჩემს მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუჩნდებოდათ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ეს ასე მოკლე დროში მოხდებოდა. გონებაში არ ჯდება, როგორ მკვეთრად შეიცვალა ჩემი პერსონის მიმართ დამოკიდებულება ბოლო დროს.

- ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვათ. საიდან აქვს ლატვიელ ბიჭს თავზე აფრიკული ნაწნავები?

- ისტორია ასეთია. ორი ძმა მყავს - იანისი და მარტინსი. ერთხელ, სამივემ სანაძლეო დავდეთ - ყველაზე დიდხანს ვინ არ შეიჭრიდა თმას. ათვლა დაიწყო. ძმები ორი თვის შემდეგ დანებდნენ. მე კი ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ახალ ვარცხნილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმეღო.

ამიტომაც, თმის გაზრდა გავაგრძელე. ამის შემდეგ, ზუსტად არ მახსოვს როგორ, აფრიკული ნაწნავების იდეა მოვიდა. შემდეგ ეს ჩვევად მექცა, წლიდან წლამდე ვატარებდი. ამასობაში, NBA-ის ყურება დავიწყე. ხომ გახსოვთ კარმელო ენტონისა და ალენ აივერსონის სახელგანთქმული ნაწნავები. ამ ბიჭებმა უფრო მეტად გაამყარეს ჩემი მიდრეკილება ვარცხნილობაში.

- როგორც ჩანს, NBA-ში უკანასკნელი მოჰიკანი კავაი ლეონარდია. არის ამ ვარცხნილობის მოდაში დაბრუნების შანსი?

- დარწმუნებული არ ვარ. შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით. ზუსტად გეუბნებით.

- აქ ჩამოსვლამდე, გქონდათ წარმოდგენა ამერიკულ კულტურაზე?

- გარკვეული წარმოდგენა არსებობდა. გაცნობა დაიწყო კინოფილმებიდან. ინგლისური ენის სწავლაც ამერიკული ფილმებისა და ტელესერიალების ყურებით დავიწყე. ძალიან სახალისო იყო. უყურებ პირველ ჯერზე და ერთი სიტყვაც არ გესმის.

შემდეგ ხელმეორედ ჩაუჯდები და თანდათან, სულ უფრო მეტ სიტყვას იგებ. აი, ასე ვისწავლე ინგლისური. კიდევ მიყვარს ამერიკული მუსიკა. გარდა ამისა, ბოლო ორი წელი ესპანეთში ამერიკელების მხარდამხარ ვითამაშე და მათგან ბევრი რამ გადავიღე.

- დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი ფილმები.

- სამი "სამაგიდო" ფილმი მაქვს: "პარასკევი" (1995 წლის კომედია აის ქუბითა და კრის ტაკერით მთავარ როლებში), "ვახშამი იდიოტებთან" (2010 წლის კომედია სტივ კეროლისა და პოლ რადის მონაწილეობით) და "ჯონ უიკი" ქიანუ რივზით მთავარ როლში. სხვა ფილმებიც არის, მაგრამ ეს სამი ზეპირად ვიცი.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ლატვიელი რეპერების მიერ თქვენზე დაწერილ სიმღერებზე? გაქვთ საყვარელი კომპოზიციები?

- პირველ ტრეკი მართლაც კარგი გამოუვიდათ. მას გასახდელში ვრთავდი და "ნიქსის" კალათბურთელების რეაქცია დადებითი იყო: "მაგრად ჟღერს. არაფერი გვესმის, მაგრამ მაინც მაგარია". ამაშია ლატვიური სიმღერების დიდი პლუსი. ამერიკელებს ერთი სიტყვაც არ ესმით.

უნდა ვაღიარო, რომ მუსიკოსებს ტექსტებზე სერიოზული მუშაობა სჭირდებათ. მეორე სიმღერა ჩემს მხარდასაჭერად დაიწერა, რათა "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" მოვხვედრილიყავი. ესეც მომეწონა.

- რას ნიშნავს ერთ გუნდში კარმელო ენტონისთან ერთად თამაში?

- არ დაიჯერებთ! ის არა მხოლოდ თანაგუნდელი, არამედ ოცნებაა! მელო უფროსი ძმასავით არის. ყოველთის მზადაა დასახმარებლად. შენთან ერთად გართობაზეც არ იტყვის უარს. ის ჩემი დამრიგებელია მოედანზე და მის მიღმა.

- ამბობენ, რომ მშობლებთან და ძმებთან ერთად უაიტ პლეინსში ცხოვრობთ (ნიუ იორკიდან 50 კილომეტრით მდებარე ვესჩესტერის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი).

- დიახ, ეს ასეა. ვერ წარმომიდგენია, მარტო როგორ ვიცხოვრებდი მეგაპოლისში, სადაც ჩემსკენ მომართულია ათეულობით მზერა. უკვე ვიცი ერთი ორი ადგილი ქალაქში, სადაც შეიძლება ფანებს დაემალო, მაგრამ მირჩევნია თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო. მიყვარს ჩემი ძმები, მათთან ცხოვრება - უწყვეტი ზეიმია.

- პირადი ცხოვრება?

- NBA-ში პირველი წელია ვთამაშობ, რა დროს პირადი ცხოვრებაა. მეგობარ გოგონაზე დიდი დროის დახარჯვაა საჭირო. ასე რომ, ჯერ სერიოზული ურთიერთობები არ მაქვს. ამ მომენტისთვის უფრო კალათბურთზე ვარ კონცენტრირებული. კარგად დავფუძნდები და ვარიანტებს შემდეგ განვიხილავ.

- Sports Illustrated-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვით, რომ დიდი ხანია უყურებთ საკალათბურთო ვიდეოებს YouTube-ზე, კერძოდ, Dawkins-ის არხზე. რა შეგრძნება გეუფლებათ, როცა აცნობიერებთ, რომ ადრე ასეთი ვიდეორგოლების მაყურებელი იყავით, ახლა კი ამ ვიდეოების გმირი თავად ხართ?

- სპეციფიური გრძნობაა. ოდესღაც, ამ ვიდეოების ცქერისას სიამოვნებას ვიღებდი და ვოცნებობდი ამგვარ სიდიადეზე. და აი, მე აქ ვარ. კარგით, ჯანდაბა, არ მოგატყუებთ - დღემდე ვუყურებ ამ ვიდეოებს. ეს ნარკოტიკივითაა. ქედს ვიხრი იმ ბიჭის წინაშე, ვისაც ეს არხი მიჰყავს. ის ყველაზე მეტად დამეხმარა თამაშის გაუმჯობესებაში.

- "ნიქსი" ვერაფრით ახერხებს პლეი ოფის ზონაში დამკვიდრებას. პირადად თქვენ, რა იმედები გაქვს სეზონის მეორე ნაწილში?

- ჩვენი ძირითადი ამოცანა პლეი ოფში მოხვედრაა. შეგვიძლია დასახული მიზანი გადავჭრათ, თუ სერიოზულ ტრავმებს ავიცილებთ თავიდან და დაცვაში თამაშს გავაძლიერებთ. მაგრამ თითოეულმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. მეც ასე მოვიქცევი. მე ხომ გუნდში დებიუტანტი ვარ, თუ შევძლებ სტაბილურობის მოპოვებას, ყველა შვებით ამოისუნთქებს. აი, ჩემი პირადი ამოცანა სეზონის მეორე ნაწილისთვის.

- რა გახდა თქვენთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

- ალბათ, ადამიანების ემოციურობა, ის, თუ როგორ აღიქვამენ მოვლენებს, მათ შორის, კალათბურთს. რეალურად, მე ვთამაშობ ისე, როგორც ამას ერთი წლის წინათ, ესპანეთში ვაკეთებდი. მაგრამ იქ ეს არავის აინტერესებდა. თამაშობ - დიდი ამბავი. აქ კი ადამიანებმა ბოლომდე დააფასეს ჩემი ნიჭი და პირადად მიჭერენ მხარს, ეს კი ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს.

- ბევრი მეტსახელი გაქვთ, მაგრამ ყველაზე მეტად "ზინგერი" გიხდებათ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- "ზინგერი" მაინც და მაინც, არ მომწონს. სიმარტივე მიყვარს. კეი პი! დიახ, კეი პი მომწონს. "ზინგერისთვის" კი მადლობა უნდა გადავუხადო ესპანეთში ამერიკელ მწვრთნელს. ამერიკაში კი უფრო ხშირად კეი პის მეძახიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

isa
ტიპი 221 სმ სიმაღლეში მასოვს დრაფტზე რო მწარადგინეს ერთერთი + სწორედ ეგ იყო
კეთილის-მოსურნე
აი ამას და ამისთანებს უნდა შეადაროთ როცა წერთ ფაჩულიაზე, ნაკრების კალათბურტელებზე, ახალგაზრდებზე. ისე კი არა, იმან და იმან დაანგრია მოედანიო და გააგიჟა მაყურებელიო? (მკითხველს კა არ ეუბნებით რომ ეს იყო "ჭ" კლასის ჩემპიონათში, ლიდერის თამაში ბოლოდან 4-ადგილზე მყოფ გუნდთან.) ნუ ბაქიაბთ რომ ხსნით რეკორდებს როცა საბაქიაო არაფერია.
[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
დონჩიჩის კარიერის საუკეთესო თამაში და გამარჯვება "პელიკანსთან" [VIDEO]
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
გოგამ და ტერნერმა ფენომენალური დაცვა ითამაშეს! "ინდიანამ" "დალასი" დაამარცხა [VIDEO]
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
დონჩიჩის მორიგი ფანტასტიკა და ინდივიდუალურად დამარცხებული სუპერდუეტი [VIDEO]
კარიერის საუკეთესო მაჩვენებელთან ახლოს... ლუკა დონჩიჩი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 27 წუთი - "ტორონტო" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა [VIDEO]
ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]
დონჩიჩის მორიგი სამმაგი და გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა