"ატლანტა ჰოქსმა" ატლანტაში ჩასულ კანადელებს გამარჯვების მცირე შანსიც არ მისცა და საბოლოოდ 100:87 სძლია
ატლანტაში ჩასულ "ტორონტო რეპტორსს" დიდი ყინვა დახვდა. მის თვითმფრინავს ლოლოები ჩურჩხელებივით აესხა. ძნელი სათქმელია, "დიდმა რეპტილიებმა" ატლანტური გამყინვარება ვერ გადაიტანეს, თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ "ჰოქსს" აუღელვებელი თამაშით კანადელებისთვის გამარჯვების მცირე შანსიც არ მიუცია. საბოლოოდ 100:87 "ატლანტას" სასარგებლოდ.

ზაზა ფაჩულიამ მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა: 17 წუთში 6-6 ქულა-მოხსნა მოაგროვა. ზაზა მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში მოედანზე იყო და "ატლანტას" 11 ქულით დაწინაურებაშიც დიდი წვლილი შეიტანა: სირენამდე 9:22 წუთით ადრე მან ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ეფექტური ტრიალით ორი მეტოქე ჩამოიცილა და "ატლანტას" სასარგებლოდ 84:73 დააფიქსირა (ძნელი სათქმელია, ეს მომენტი მატჩის საუკეთესო ეპიზოდთა შორის რატომ არ მოხვდა).

ერთ წუთში ფაჩულია მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა. ათამაშებულ მასპინძლებს "ტორონტო რეპტორსი" კი არა, ნამდვილი დინოზავრები რომ გამოჩენილიყვნენ, ისინიც ვერაფერს დააკლებდნენ. სირენამდე 6 წუთით ადრე ჯო ჯონსონის 5 ქულას მაიკ ბიბიმ სამიანი მიამატა, ჯოშ სმიტმა - ჩატენვა და 10:0 გაქცევის შედეგად "ჰოქსი" 96:78 დაწინაურდა. ეს უკვე მოგებას ნიშნავდა.

ჯორჯიელების გამარჯვებაში მთავარი როლი კაპიტანმა ჯო ჯონსონმა ითამაშა, რომელმაც 37 ქულას (8-დან 5 სამქულიანი) მოუყარა თავი.

მატჩის შემდეგ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" ყველა ატლანტელია დახასიათებული. ცალკე აბზაცი ეძღვნება ზაზას: "ფაჩულიამ 17 წუთში ორი ორქულიანი ჩააგდო, 6 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. მან ბევრი იშრომა და მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა."

ამ მოგებით "ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში "ორლანდო მეჯიქს" დაეწია. ორივეს 31-31 მოგება და 18-18 წაგება აქვს. "ატლანტა" და "ორლანდო" ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. მეორე-მესამე პოზიციებსაც ორი გუნდი ამაგრებს: "მაიამი ჰიტსაც" 34 გამარჯვება აქვს (14 მარცხი) და "ჩიკაგო" ბულსსაც".

4 თებერვალს "ატლანტა" ლოს ანჯელესის "კლიპერსს" უმასპინძლებს.

ატლანტა-ტორონტო 100:87

ზაზა ფაჩულია: 16:59 წუთი, 6 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:25 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:14 ფოლი: 1

01:43 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

00:03 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

II პერიოდი

10:37 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

10:16 ფოლი: 2

08:53 ორქულიანი: 2ქ (34:30)

08:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

07:40 მოხსნა: შეტ-1, დაც-5

06:06 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:46 ზაზამ ჯონსონი შეცვალა

01:46 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 75:63)

IV პერიოდი

09:22 ორქულიანი: 6ქ (84:73)

09:22 საჯარიმო: 1/0

08:12 ბიბიმ ზაზა შეცვალა

02:06 ზაზამ ჯონსონი შეცვალა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"