თავისუფალ სტილში მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის თბილისის პირველობაზე ჯემალ ცერცვაძის სახელობის კლუბის წარმომადგენლებმა იყოჩაღეს

ამ დღეებში ჩატარდა თბილისის პირველობა თავისუფალ სტილში მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის. მისი მიზანი სულ მალე ბათუმში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის მონაწილეთა შერჩევა იყო. ამიტომ ტურნირში დედაქალაქის სხვადასხვა სპორტული კლუბების წარმომადგენლები გამოვიდნენ.

ყველაზე მეტად ჯემალ ცერცვაძის სახელობის კლუბის წარმომადგენლებმა იყოჩაღეს (ეს კლუბი, ხელბურთის გარდა, ჭიდაობასაც აერთიანებს, რაკიღა საკუთარი შენობიდან დევნილი ფალავნები იქ შეიხიზნნენ). მათ ოქროს 4 მედალი მოიპოვეს - ბექა სურმანიძემ (50), გიორგი გოგოლაძემ (55), თედორე ებანოიძემ (96) და გიორგი ასლანიშვილმა (120). აქვე გეტყვით, რომ კლუბის მწვრთნელები დიდად ემადლიერებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობას - ასლანიშვილი იქ მსახურობს, მაგრამ ყველანაირად უქმნიან პირობებს სავარჯიშოდ. ეს დახმარება რომ არა, ის ვერც იჭიდავებდა ამ ჩემპიონატში.

ოქროს მედლებით (2-2) მეორე-მესამე ადგილები გივი კარტოზიას სახელობის კლუბმა და "მართვემ" გაიყვეს. კარტოზიას კლუბიდან ჩემპიონები რევაზ ივანიშვილი (74) და ალექსანდრე ამინაშვილი (84) გახდნენ, ''მართვედან'' - ლევან გოგრიჭიანი (60) და კონსტანტინე გავაშელი (66).

ბათუმში ეს ოქტეტი ნამდვილად იჭიდავებს, თუმცა საკითხავია, გააგზავნიან თუ არა დანარჩენებსაც, თუნდაც ვერცხლის მედალოსნებს? გუნდი დედაქალაქის მერიამ უნდა დააფინანსოს, მათ კი თანხა მხოლოდ რვა კაცზე გამოყვეს. არადა, საქართველოს ჩემპიონატში თბილისი ბევრად სოლიდური გუნდით გამოსვლას იმსახურებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა