ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის "სიონმა" მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა
ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის "სიონმა" მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოლნისელები დანიის სუპერლიგის მეორეადგილოსან "ოლბორგთან" ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ.

თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. ბასოგოგმა კონტრშეტევაზე კარგად ითამაშა და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. მე-11 წუთზე ოთარაშვილმა ითამაშა კარგად. მან სისწრაფეში დანიელთა მცველი დაჯაბნა, რომელმაც ოთარაშვილი წესების დარღვევით გააჩერა. ბოლნისელებმა საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს.

ბასოგოგიმ მე-13 წუთზე მეორე გოლიც გაიტანა, კონტშეტევაზე, ტატანაშვილს ჰქონდა შანსი, თუმცა მან მცველი ვერ მოატყუა, დანიელებმა ბურთი წამოიღეს და მარჯვენა ფლანგიდან მცველების შეცდომით, ანგარიში ორამდე გაზარდეს. ზუსტად ერთ წუთში ტატანაშვილმა ლარსენის კარი აიღო. მან შორიდან, ძლიერად და ზუსტად დაარტყა. “სიონისთვის” ეს გოლი, თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო შეხვედრებში, პირველი იყო. ამის შემდეგ ორივე გუნდს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე “სიონმა” კიდევ ერთი გოლი გაუშვა, ამჯერად ბრუნიმ ბოლნისელთა მარცხენა ფლანგი გაარღვია და მერლანს აუღებელი დაურტყა - 3:1.

მიუხედავად სამი გაშებული გოლისა, ვარლამ კილასონიას ფეხბურთელებმა თამაშს მოუმატეს. რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. მანჯგალაძემ სიღრმიდან კარგად წამოიღო ბურთი, ჩამოიტოვა მცველები, ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, თუმცა სუსტად დაარტყა და ლარსენს ბურთის მოგერიება აღარ გასჭირვებია.

ბოლნისელთაგან მეორე გოლი შეცვლაზე შემოსულმა გოგინაშვილმა გაიტანა. ტატანაშვილმა ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა, გასცდა სამ მცველს, კარგი პასი გაუკეთა გოგინაშვილს, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მატჩის მიწურულს ბოლნისელები შეცდნენ. მცველების შეუთანხმებელი თამაშით ენევოლდსენმა ისარგებლა და “სიონის” კარში მეოთხე ბურთი გაიტანა. მარცხენა ფლანგზე გოგინაშვილმა ითამაშა კარგად, სწრაფად წამოიღო ბურთი, კარგ პოზიციაზე მყოფ მანაგაძეს უპასა, დანიელთა მცველმა ბურთის მოგერიებაზე ითამაშა, თუცა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ბოლნისელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ. საჯარიმოს ხაზთან დანიელებმა მანაგაძე წესების დარღვევით გააჩერეს. საჯარიმო დარტყმა გიორგი კილასონიამ საკუთარ თავზე აიღო. მან კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ კარგად ითამაშა.

“სიონი” ანტალიაში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას “აქტობეს” წინააღმდეგ 12 თებერვალს გამართავს.

ამხანაგური მატჩი

ოლბორგი-სიონი 4:3

გოლები: ბასაგოგი 1:0 (5’) 2:0 (13’), ტატანაშვილი 2:1 (14’), ბრუნი 3:1 (47’), გოგინაშვილი 3:2 (67’), ენევოლდსენი 4:2 (70’), სელვმალი 4:3 (85’)

სიონი: (4-3-2-1): მერლანი, სვანიძე, ოთარაშვილი კილასონია ვ, საჯაია, რაზმაძე, გვალია, მანჯგალაძე, შალამბერიძე, კობახიძე, ტატანაშვილი;

მეორე ტაიმი: მერლანი, ოთარაშვილი, ვ. კილასონია, სვანიძე, საჯაია, გვალია (კილასონია გ.), რაზმაძე (გოგობერიშვილი), მანჯგალაძე, გოგინაშვილი, ისიანი, ტატანაშვილი (მანაგაძე);

წყარო: fcsionibolnisi.com

MARADONA
მდაააა, ვკითხულობდი მიმოხილვას და ვფიქრობდი, კაცო ჩვენები შავ ფორმებში ხომ არ იყვნენ მეთქი და ცნობილაძესავით შემეშალათქო გუნდები. ის რაც მეორე გოლზე წერია და კიდე რაღაც რაღაცეები გაფიქრებინებს კაცს,რომ ეუჰ დაგვიჯაბნია მეტოქე და ეგ არი. არ შეიძლება ამდენი ცრუპენტელობა და არაფერჩიკობა რა!. ის თქვით რაც არის,რომ დანიელებმა ტექნიკით ,ტაქტიკით ,ჯანით და მომენტებით დაგვჯაბნეს. ვაღიაროთ რომ აღარ ვიცით ფეხბურთის თამაში.რა ტექნიკა რის ტექნიკა. სად იყო ერთი ნორმალური გააზრებული მომენტი?! ბურთის ფლობა? რასაც ჩვენი გუნდები თამაშობენ ამას ფეხბურთი არ ქვია.წვალებაა ბურთის და მეტი არაფერი. ეეეჰ, დავიღუპეთ სულ...
sudaneli
პრესა მისაპრესია :)
ქართული ფეხბურთი
სიონის პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ მიმოხილვას დააკვირდით და მატჩის ვიდეომიმოხილვას, მანჯგალაძის მომენტზე და მეორე გოლის მომენტზე სამი მცველის ჩამოტოვება და კარგი პასი :) ვიდეოში აშკარად სხვა სიტუაციებია, პრესსამსახური ვერ ქაჩავს, არა და ანგარიშიც მისაღებია და მეტოქეც ძლიერია, ზედმეტი შელამაზება არაა საჭირო :)
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]