საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი ხარჯავანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი ხარჯავანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

ხარჯავანიძე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, წერილობითი ფორმით უარი განვაცხადე, მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მსურს განვმარტო დეტალები აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

ჩემ მიერ კანდიდატურის მოხსნა გამოიწვია იმან, რომ შევხვდი მოსარჩელე მხარეს და მათ წარმომიდგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ დღევანდელ სფა-ს მმართველობას, თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე ნომერი: 2/18019-13, მოსამართლე ქ-ნ მაია სვიანაძე) წაგებული აქვს საქმე. მეტიც, ამა წლის 21 აპრილს, სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი.

დამატებით გავეცანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქ-ნ თეა წულუკიანის ბრძანება 112-ს, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 16 დეკემბერს, 19.4 პუნქტი, რაც ითვალისწინებს საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცებას - ცვლილებას (2010 წლის წლის 15 იანვრის ნომერი 4 ბრძანება).

ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დამარეგისტრირებდა, როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს, რაც გულისხმობს (სასამართლო დავის დასრულებამდე) ვიქნებოდი არალეგიტიმური პრეზიდენტი და სრულფასოვნად ვერ განვახორციელებდი წესდებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რადგან მიმდინარეობს აღნიშნულ ორგანიზაციაში სამართლებრივი დავა.

გავიარე რა კონსულტაციები ჩემი მხარის იურისტებთან, აღნიშნული იურიდიული გარემოების გათვალისწინებით, როგორც მოქალაქე, რომელიც პატივს ვცემ მართლმსაჯულებას, ქართულ კანონმდებლობას და შესაბამის ნორმატიულ აქტებს, გადავწყვიტე, დაველოდო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

პატივისცემით,

ირაკლი ხარჯავანიძე"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობამ ახალი პრეზიდენტი დღეს უნდა აირჩიოს. არჩევნები 16:00 საათზე, "არენა 1"-ში დაიწყო. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ოთარ ხიზანეიშვილია.

ზიზუ
აბა რა გეგონა, ეს ფუტსალის დამანგრევლები შენ მანდ მიგიშვებდნენ. საქმის მკეთებელ ხალხს კაი ხანი არ უწერია მანდ მისვლა
zugdidi
მაგარი კაცი ხარ კანონმორჩილი
მიშო
არაუშავს ირაკლი, შენნაირი პატრიოტი და პროფესიონალი ხალხი ადრე თუ გვიან მოხვალთ ფუტსალში
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა