გიორგი აბურჯანია: "თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და კიდევ რამდენიმე გამოცემამ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დამიწერა"
13 თებერვალს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის XXV ტურში, ტარაგონას "ხიმნასტიკმა" "ელჩეს" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ტარაგონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ახალწვეულმა გიორგი აბურჯანიამ. მატჩის ერთადერთი გოლი ნარანხომ სწორედ ქართველის ჩინებული დრიბლინგისა და გადაცემის შემდეგ გაიტანა, რითიც პრიმერა დივიზიონში გადასვლისთვის მებრძოლ "ხიმნასტიკს" მორიგი 3 ქულა მოუტანა. ეს გუნდი 41 ქულით ახლა მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ალავესს" სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ აბურჯანია "ხიმნასტიკის" თავკაც ვისენტე მორენოს იმედებს ამართლებს: 20 წლის ქართველმა ახალ გუნდში მესამე თამაში ჩაატარა და უკვე მეორე საგოლე პასი გააკეთა, თან ორჯერვე ნარანხოს მისამართით...

ლეგიონი: გიორგი აბურჯანიას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა [VIDEO]

პოპულარული გამოცემა "მარკა" წერს:

"თამაშის საკუთარ თავზე აღება ვერავინ შეძლო, გარდა ახალწვეულ აბურჯანიასი. ამ ახალგაზრდამ გასაოცარი ინდივიდუალური მოძრაობით აუარა გვერდი მცველებს და მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ნარანხო, რომელმაც ეს შანსი გამოიყენა".

ქართველის თამაშზე უფრო ვრცლად გამოცემა AS წერს, რომელმაც სტატიას შემდეგი სათაური შეურჩია - "აბურჯანია და ნარახნო ელჩეს ანადგურებენ".

"ვისენტე მორენომ გაგვაკვირვა, როცა გაბონელი ნახევარმცველი ლევი მადინდა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ხოლო აქცენტი კვლავ აბურჯანიაზე გააკეთა. მაგრამ ქართველმა მორიგი სოლო-კონცერტი მოაწყო და აჩვენა, როგორ უნდა თამაშობდეს კარგი ნახევარმცველი.

ტარაგონაში ჩარიცხვამდე, აბურჯანია ესპანეთისთვის უცნობი მოთამაშე იყო, მაგრამ ის უკვე "აიძულებს" მწვრთნელს, ათამაშოს, რადგან მეორე მატჩია, თავდამსხმელ ნარანხოს ჩინებული გადაცემებით ამარაგებს.

ამჯერადაც, მან მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა - მოედნის ცენტრიდან დაიძრა, "ელჩეს" მთელი დაცვა "მოჭრა" და ბოლოს მცველს ბურთი ფეხებს შუა გაუძვრინა", - წერს გამოცემა.

მატჩის შემდეგ "ლელო" აბურჯანიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ესპანურ გამოცემებში ჯერ კარგად ვერ ვერკვევი და ვერ გეტყვით, ვინ რა შეფასებებს მიწერს, მაგრამ თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ ამჯერადაც, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და კიდევ რამდენიმე გამოცემამ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დამიწერა. თუმცა რომელია ეს "სხვა გამოცემები", ჯერ არ ვიცი", - გვითხრა აბურჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
ეგრე გააგრძელე, მთავარია მონდომება და პროფესიონალიზმი, შედეგი ღმერთის ნებაა.
გელა
ამ კაცს არ უნდა აურდეს თავში ესდრიბლინგი.ჭილაიამ რომ გააკეთა ლივერპულთან ის იყო დრიბლინგი თუ იყო. მაგრამ რა ჭილაია 000.
chabuka
გიო, ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ჭარბ ქება-დიდებას, საქმეს მიაწექი და სტაბილურად რომ გამოიჩენ თავს, მერე მართლა გექნება უკეთესი ვარიანტები. აბა შენ იცი, წარმატებები!
vato
აუ დაიწყო ქებადიდება და იმედები. თავი დაანებეთ რა ამ კაცს;).
77
dadu-s..namdvilad ximnastiks tu ugulshenatkuvrebdi ar megona..midi abu ..ximnastiki umagles ligashi da shen minimum seviliashi gaisad..gparavdes upali..
fcd
ეს უკვე კაი ამბავია ნაკრებსაც გამოადგები ტუ შრომას არ დაიზარებ
ბმბ
გაუმარჯოს აბუს და ხიმნასტიკს
dadu
მიდი გიო მთელი საქართველო შენს გვერდშია. ხიმნასტიკის თამაშის ყურება და ქომაგობა დამაწყებინე. იმ დრიბლინგის მერე უბრალოდ ამაყი ვიყავი. იშრომე, ივარჯიშე და ყველაფერი ხუთიანზე იქნება.
kika
იმედი გაგვიჩინე გიო შენი კარგი თამაშით. მემგონი ქართული ფეხბურთის მომავალი შენ ხელშია.
dave
მიდი გიორგი, არ დაიზარო შრომა ვარჯიში და წინ წახვალ !!! ღმერთმა ხელი და ფეხი მოგიმართოს !
sake
გაიხარე შემოგევლე,იშრომე და იბრძოლე, არავისზე ნაკლები არა ხარ ძალიან კარგი ფეხბურთელი უნდა დადგე ოღონდაც ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინე.
gizog
გიორგი გაიხარე, რომ ქართველები გაგვახარე და გაგვახარე მართლა ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით და თანაც შედეგიანით. სულ წარმატებით გევლოს გიორგი და რაც შეეხება "სხვა გამოცემები", ჯერ არ ვიცი"-ო, არც არის საჭირო, შენ შენი მაქსიმუმი გააკეთე გიორგი და აიძულე ისინი თვითონ მოგძებნონ და გაგიცნონ. მაშინ კიდევ უფრო ბედნიერი და გახარებული ვიქნებით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი.
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
გიორგი აბურჯანია: ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება სწორედ მე დამიწერეს...
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
"ხიმნასტიკი" გიორგი აბურჯანიას გაშვებას არ აპირებს
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ოთარ კაკაბაძე: ყველა ფეხბურთელი ეცდება, ეს ხშირად განიცადოს
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]