ჯეიმი კარაგერის ინტერვიუ ლუის სუარესთან
დილაა. "ბარსელონას" ახალ საწვრთნელ ცენტრში ორი მეგობარი კვლავ შეხვდა ერთმანეთს. ლუის სუარესი დღეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

მისი ძველი დოსტი, ჯეიმი კარაგერი კი მას ჟურნალისტის რანგში ეწვია, რათა გაიგოს, როგორ შეძლო მან კიდევ უფრო მოემატებინა თამაშისათვის.

მას შემდეგ, რაც 2014 წლის წლის ზაფხულში სუარესი "ბარსელონაში" 75 მილიონ გირვანქად გადავიდა, მან კიდევ უფრო გააუმჯობესა თამაშის ხარისხი.

მესი-ნეიმარი-სუარესის სამეული მსოფლიო ფეხბურთში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სამეულად ითვლება. მხოლოდ 2015 წელს მათ 137 გოლი გაიტანეს.

ეს არის პირველი დიდი ინტერვიუ ლუის სუარესისა ბრიტანულ პრესასთან მას შემდეგ, რაც მან "ბარსასთან" ერთად ხუთი ტიტული მოიგო. ლუისი ბედნიერად გამოიყურება. მაშ ასე, კარაგერის კითხვები და ურუგვაელი სუპერშემტევის პასუხები.

- რა არის შენი რეკორდი "ბარსელონაში"?

- 77 თამაშში 61 გოლი.

- ბევრი მცველი ვერ ახერხებს შენ შეჩერებას, მაგრამ გახსოვს საქველმოქმედო მატჩი "ენფილდზე" გასული წლის მარტში? მაშინ მინდვრის ცენტრშიც დიდებულად ითამაშე....

- ჩვენ ხომ სულ სერიოზულად ვთამაშობთ, შეხვედრის სტატუსის მიუხედავად (იცინის).

- როცა "ლივერპულში" მოხვედი 2011 წლის იანვარში, მაშინვე ცხადი იყო, რომ ტოპ-ფეხბურთელი იყავი, მაგრამ ახლა, ხუთი წლის შემდეგ, შენ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი ხარ. რა გააუმჯობესე? რას აკეთებ დღეს უკეთ, ვიდრე მაშინ?

- "ლივერპულში" თამაში ჩემი ოცნება იყო. მე არ მინდოდა, მხოლოდ მეთამაშა. მე მინდოდა, რომ ბევრისათვის მიმეღწია. მე ვითამაშე სტივენ ჯერარდთან და შენთან, რაც თავის დროზე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მერე ისე მოხდა, რომ ჩემით უფრო დიდი კლუბები დაინტერესდნენ და ჩემი, როგორც ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

- ხალხი თავის დროზე ამბობდა - თუ "ლივერპული" ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში, მაშინ სუარესი დარჩებაო. მე ვამბობდი - არ დარჩება, რადგან მან არა მხოლოდ უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ მოიგოს ეს ტურნირი-მეთქი. არ მინდოდა, ლიგაზე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა გეთამაშა...

- ეს მენტალიტეტის ამბავია. დიახ, მე მინდოდა გამარჯვება და არა ის, რომ მონაწილე ვყოფილიყავი. ხალხი სულ ამბობდა და ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამაზე გასახდელში, რომ "ლივერპული" უნდა დაბრუნებოდა ჩემპიონთა ლიგას. სხვანაირად გუნდში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არ გამოჩნდებოდნენ. ჩვენ ეს შევძელით ხუთწლიანი პაუზის შემდეგ და ამით ბედნიერი ვარ.

- მე ვიყავი ბერლინში გასულ ივნისს, როცა შენ მეორე გოლი გაიტანე "იუვენტუსის" კარში. ამ მომენტმა დაამტკიცა, რომ შენი გადასვლა "ბარსელონაში" მართებული ნაბიჯი იყო...

- ფეხბურთში იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ ხშირად წარმოდგენაც კი გიჭირს. ასეა ცხოვრებაშიც. "ბარსელონაში" მისულს თავს ძალიან ბევრი კრიტიკა დამატყდა. არადა, აღმოჩნდა, რომ მე არ ვარ ცუდი ბიჭი და ვარ ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, სარგებლობა და ქულები მოუტანოს გუნდს. ყველა დარტყმის შემდეგ მე ვბრუნდები და ამით ძალიან ვამაყობ.

- როგორ შეძელი "ბარსელონაში" ბოლომდე ადაპტაცია? მაგალითად, ალექსის სანჩესი დიდი მოთამაშეა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა...

- "ბარსელონას" სათამაშო სტილი ჩემსას ესადაგება. აქ არის ბევრი ტიკი-ტაკა. ჩვენ ვეძებთ თავისუფალ სივრცეებს და ბოლომდე ვიყენებთ მათ. თავიდან იყო სიძნელეები, მაგრამ მე ისინი ჩემი პარტნიორების დახმარებით გადავლახე. ლუის ენრიკე ძალიან დამეხმარა. ის 9 ნომრის პოზიციაზე მაყენებს და ეს ადგილი ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ჩვენ მინდორზეც და მინდვრის გარეთაც დიდებული ურთიერთობა გვაქვს - მესისთან, ნეიმართან, დიდებულ ინიესტასთან, ყველასთან. ეს გუნდის წარმატების წინაპირობაა. ყველამ იცის, რომ მესი და ნეიმარი, უბრალოდ, შეუდარებლები არიან. მე აქ ვარ, რათა თავდასხმაში კიდევ უფრო აიწიოს დონემ.

- ვიქნები გულახდილი - სულ მიმაჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგი არ იყო შენთვის საუკეთესო ადგილი. როგორ მოხდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში შენ და მესი ადგილებს ცვლით?

- თავიდან "ბარსელონაში" მარჯვენა ფლანგზე დავიწყე თამაში და თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. ასევე იყო თავის პოზიციაზე მესი. მოვიდა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "აიაქსთან" და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც დღეს არის. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. ლუის ენრიკესათვის ყოველთვის მთავარია, რომ ფეხბურთელმა მინდორზე თავი კომფორტულად იგრძნოს.

- მე ვიყავი "კამპ ნოუზე" მაშინ, როცა ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალში 7:0 გაანადგურეთ "ვალენსია". მაშინ შენ 4 გოლი გაიტანე, მესიმ - სამი. ნეიმარს ჰქონდა შანსები, მაგრამ ვერ გაიტანა. არადა, იგი ბავშვივით ზეიმობდა გოლებს თქვენთან ერთად...

- იგივე ხდება ჩემთან დაკავშირებითაც, როცა მე ვერ გამაქვს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, უნდა დამიჯეროთ. ნეიმარმა გააფუჭა რამდენიმე მომენტი და ვერ გაიტანა პენალტი, მაგრამ ის ისე ზეიმობდა ჩვენს გოლებს, როგორც თავისას. ხალხმა არ იცის, რა ხდება ჩვენს გასახდელში. იქ სულ სიცილი და ხუმრობაა. მე არ მშურს მესისა და ნეიმარის. რატომ უნდა შემშურდეს?

ჩვენ ვიცით, რომ მესი არის საუკეთესო. ჩვენ ვთამაშობთ იმისათვის, რომ "ბარსამ" ტიტულები მოიგოს. ადრე შეიძლება ყოფილა შურისა და ფეხბურთელთა შორის კამათის შემთხვევები, მაგრამ ეს ახლა არ მოხდება.

- თქვენ ითამაშეთ ურუგვაიში, ჰოლანდიაში, ინგლისში... რა არის "ბარსელონაში" სპეციფიკური, რა ხდის მას განსაკუთრებულს?

- პირადად მე აქ უფრო თავისუფალი ვარ და ნამდვილად არ ვგრძნობ იმხელა პასუხისმგებლობას, რამხელასაც სხვა გუნდებში ვგრძნობდი. მე ბევრი რთული დღე გამოვიარე ჩემს კარიერაში. "ბარსელონაში" კი მე ყველა თამაშზე ღიმილით გავდივარ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვითამაშებდი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ. ამიტომ სიამოვნებას ვიღებ ყოველი წამით. ასეა სხვაც.

- ჩვენ შევთანხმდით, რომ ლუის სუარესი დიდი ფეხბურთელია. ამასთან, გაკვრით შევეხეთ წარსულის პრობლემებს. საინტერესოა, როგორი ადამიანია ის?

- სამწუხაროდ, ხალხს მხოლოდ ცუდი ამახსოვრდება. ცუდს ვერ შეცვლი, მაგრამ მე მინდა, ხალხმა ისე დამიმახსოვროს, როგორც ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტიტულების მომგები. მინდა, "ბარსასთან" ერთად კიდევ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და შევიდე ისტორიაში. იგივე მინდოდა გამეკეთებინა "ლივერპულთან" ერთად პრემიერლიგაში, მაგრამ სულ ცოტა დაგვაკლდა.

- ასე დაგწყვიტა გული იმან, რომ "ლივერპულმა" პრემიერლიგა ვერ მოიგო? მახსოვს "კრისტალ პალასთან" საგარეო მატჩის შემდეგ შენი ცრემლები...

- სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩვენ ვიცოდით, რომ გვქონდა უნიკალური შანსი და რომ ის აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. როცა ის თამაში ვერ მოვიგეთ, მივხვდი, რომ ყველაფერი დაკარგული იყო. საშინელი გრძნობა დამეუფლა.

ეს მართლაც საშინელება იყო. მე არ ვიცოდი, რა მეთქვა ჩემი შვილისათვის. ჩვენ გვინდოდა გამარჯვება ჩვენი ოჯახებისათვის, მეგობრებისათვის...

- ეს მე აქამდე არასოდეს მითქვამს. მიმაჩნია, რომ შენ ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ხარ კლუბის ისტორიაში და მეტს იმსახურებდი თუნდაც კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. შენ ამას არ ამბობ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი ხარ. მე ცენტრფორვარდებად არ ვთვლი მესის და რონალდოს. თუ იყო შენს ბავშვობაში ფეხბურთელი, ვისაც გსურდა, რომ დამსგავსებოდი?

- ეს იყო გაბრიელ ბატისტუტა. ის განსაკუთრებული "ცხრიანი" გახლდათ. მას ყველაფერი შეეძლო - საჯარიმოში კარგი თამაში, შორიდან დარტყმა... მე მისი ასლი არ ვარ, მაგრამ ბევრ რამეს კი ვამუშავებ მისი ვიდეოებიდან.

- შენი კარიერის ბოლოსათვის ვინ იქნება მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი - რომარიო, მარკო ვან ბასტენი, რონალდო თუ...

- (პაუზა) ლუის სუარესი.

- ასეც ვიცოდი (იცინის). ხშირად ფიქრობ, რომ მეტი გაიტანო, ვიდრე რომარიომ და რონალდომ შეძლეს? უფრო მაღლა ახვიდე, ვიდრე ბატისტუტამ და ვან ბასტენმა შეძლეს?

- ბავშვებს გეფიცები, მე არასოდეს შემიხედავს სტატისტიკისათვის, სხვისი რეკორდებისათვის. მე მინდა, რომ ბევრი ტიტული მოვიგო, მინდა, რომ რეკორდები დავამყარო. სტატისტიკას არ ვუყურებ.

- რამდენი გოლი გაიტანე ამ სეზონში?

- 36 (ეს ინტერვიუ "სელტასთან" თამაშამდეა ჩაწერილი - რედ).

- აბა, სტატისტიკას არ ვუყურებო?

- არა, თამაშის შემდეგ მითხრეს ეს.

- ეს თავდამსხმელები... ყველაფერი იციან და თავმდაბლობენ... რამდენი თამაში დაგჭირდა საამისოდ?

- (იცინის) 34.

- რა არის განსხვავება ინგლისურ და ესპანურ ლიგებს შორის?

- ეს თამაშის ატმოსფეროა. პრემიერლიგაში არასოდეს იცი, რა მოხდება. გუნდებს შორის სხვაობა მცირეა. აქ არის რამდენიმე დიდი გუნდი და პატარები. ინგლისში ასე არაა. აქ ხშირად კითხულობენ: "რამდენ გოლს გაიტანს "ბარსა"? პრემიერლიგაში ასეთ კითხვას ვერ დასვამ.

მინდა ასევე ვთქვა, რომ "ენფილდზე" განსაკუთრებული ატმოსფეროა. იქ არნახულად ქომაგობენ. ზოგჯერ მინდა, ისევ მოვისმინო ეს ხმა. ინგლისში ყველა მაკრიტიკებდა, "ლივერპულის" ფანების თანადგომა კი მაძლიერებდა.

- ინგლისში ბრუნდები, სადაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "არსენალს" შეხვდებით. მე ვფიქრობ, გასაკვირი არ იქნება, თუ "ბარსელონა", თავისი ფორმიდან გამომდინარე, ტიტულს შეინარჩუნებს...

- ეს უნიკალური მიღწევა იქნება. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, მაგრამ ეს ისეთი ტურნირია, რომ არასოდეს იცი, რა მოხდება. აქ ხომ არაერთი დიდებული გუნდი თამაშობს - "ბაიერნი", "რეალი", "პსჟ", "სიტი"...

"არსენალი" ძალიან სერიოზული მეტოქეა. ჩვენ ხომ საქმე გვაქვს პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. ნებისმიერ გუნდის ცხოვრებაში არის ცუდი დღე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ბარსაში" ის არ დადგეს და არც "არსენალის" ძლევით უნდა დავკმაყოფილდეთ.

- როცა დაასრულებ კარიერას "ბარსელონაში", შეიძლება თუ არა, რომ ევროპის სხვა ლიგაში, მაგალითად, პრემიერლიგაში გიხილოთ?

- მე მინდა აქ მრავალი წელი დავრჩე. თუ ინგლისში დავბრუნდები ოდესმე, ვითამაშებ მხოლოდ "ლივერპულში". მინდა, ოდესმე "აიაქსშიც" ვითამაშო. ამ გუნდმა ძალიან შეუწყო ხელი ჩემი, როგორ ფეხბურთელის განვითარებას.

- შეიძლება "ლივერპულის" პირველი შენაძენი გახდე, როცა მე მენეჯერი ვიქნები...

- როდის აპირებ?

- შენ როდის იქნები მზად დაბრუნებისათვის?

- უახლოესი სამი წლის განმავლობაში ვიტყვი (იცინის).

luis
მართლა საუკეთესო ცხრიანია დღესდღეობით ეს "კანიბალი"
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ეს ტრანსფერი ცოტა გაუგებარია " - კარაგერმა ბარკოლას "ლივერპულში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს