ამბები ასოციაციის გუნდებიდან
სულ უფრო ცოტა დრო რჩება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრეიდების დედლაინამდე და ამერიკულ პრესაში უამრავი ჭორი ჩნდება გუნდებს შორის სავარაუდო გაცვლებზე.

- "კლიპერსის" ხელმძღვანელობა დაუკავშირდა "დენვერის" წარმომადგენლებს და შესთავაზა ბლეიკ გრიფინისა და ლენს სტივენსონის გაცვლა კენეტ ფარიდში, დანილო გალინარიში, ნიკოლა იოკიჩსა და უილ ბარტონში.

- თუ კლივლენდი" ვერ შეძლებს ტიმოფეი მოზგოვის გაცვლას, მაშინ რუსთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ასევე გაცვლის ერთ-ერთი კანდიდატია მცველი იმან შამპერტი. "კავალიერზის" ინტერესის სფეროში შემდეგი კალათბურთელები მოექცნენ: კაილ კორვერი ("ატლანტა"), ბენ მაკლემორი, კოსტას კუფოსი (ორივე - "საკრამენტო").

- "ჰიუსტონის"ცენტრს დუაიტ ჰოვარდს "ატლანტაში" გადასვლა სურს. გარდა ამისა, NY Daily News წერს, რომ "მაიამი" და "ჰიუსტონი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჰოვარდისა და ჰასან უაიტსაიდის გაცვლის შესახებ.

- "მაიამის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მძიმე ფორვარდით რაიან ანდერსონით. ამ კალათბურთელის გაცვლას აპირებს "ნიუ ორლეანი".

- "დენვერი" მზად არის დედლაინის წინ გაცვალოს ჯეი ჯეი ჰიქსონი და კენეტ ფარიდი.

- "ბრუკლინს" სურს ცენტრის ბრუკ ლოპესის ან მძიმე ფორვარდის ტადეუშ იანგის გაცვლა. ერთ-ერთი ვარიანტია იანგის გადასვლა "ტორონტოში" ფორვარდ პატრიკ პატერსონისა და გამთამაშებლის დელონ რაიტის ნაცვლად.

- "მინესოტა" აპირებს რიკი რუბიოს გაცვლას. "ტიმბერვულვზს" უნდა სასტარტოში გაუნთავისუფლოს ადგილი ზაკ ლავინს. "მგლების" ხელმძღვანელობას "მილუოკის" ცენტრის მაილზ პლამლის ხელში ჩაგდება სურთ.

- "ნიუ იორკის" ხელმძღვანელობა განიხილავს შესაფერის ვარიანტს ესპანელი გამთამაშებლის ხოსე კალდერონის ტრეიდისთვის. "ნიქსს" იმედი აქვს, რომ "ატლანტას" გამთამაშებელს ჯეფ ტიგს ჩაიგდებს ხელთ.

- "ორლანდოს" შეფობა მზად არის გაუშვას მცველი ვიქტორ ოლადიპო და ფორვარდი ტობიას ჰარისი. ორლანდოელთა ინტერესიც ჯეფ ტიგი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გრიფინის 45 ქულაც არ ეყოთ - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნულქულიანი დანკანი
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]
გრიფინის სამმაგი და დრამონდის ორმაგი დუბლი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოიგო [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა კი - 33, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" დარჩა [VIDEO]
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014: ᓐᓛᓔᓠᓘᓙᓐᓛ ᓓᓐᓐᓛᓗᓐᓕᓠᓐ ᓓᓐ... ᓘᓬᓧᓔᓑᓡ
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფინიქსს" იოლად სძლია
გრიფინმა ფაჩულიას უხერხული მომენტი გაახსენა - როგორ მიულოცა ამერიკელმა ზაზას დაბადების დღე [PHOTO]