ჟონასმა ლისაბონი ბოლო წუთზე გაახარა
"ზენიტმა" ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა და მერვედფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვა. რუსებმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგეს, შესანიშნავი თამაში აჩვენეს და შესაბამისად, ბევრი "ბენფიკასთან" დუელში ფავორიტად მიიჩნევს. თუმცა, ლისაბონურმა მატჩმა დაგვანახვა, რომ არც მთლად ასეა საქმე და "ბენფიკა" იოლად არაფერს დათმობს.

მეტიც, პორტუგალიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და განმეორებითი მატჩის წინ, კარგი ფორა შეიქმნეს. დიახ, მოგება და თანაც საკუთარი კარის მშრალად შენახვა, სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ამაზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს - ლისაბონელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს, მეტოქის კარის მიმართულებითაც მეტჯერ დაარტყეს და შესაბამისად, მეტი სახიფათო მომენტიც შექმნეს. სტატისტის როლში არც სტუმრები იყვნენ და რამდენჯერმე მწვავედ მათაც შეუტიეს.

რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩის დასასრული, გუნდები სულ უფრო ნაკლებად რისკავდნენ და ყველაფერი უგოლო ფრისკენ მიდიოდა - თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჟონასმა გამოიდო თავი და გამარჯვების გოლი გაიტანა.

პორტუგალიელებმა სტანდარტული მდგომარეობა გამოიყენეს - ნიკოლას გაიტანის ჩაწოდებას სწორედ ჯონასის ზუსტი თავური მოჰყვა და ტაბლოზეც 1:0 აკიაფდა. დამატებულ წუთებზე, "ზენიტისთვის" კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოხდა - მოედნიდან დომენიკო კრიშიტო გააძევეს, რომელიც განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს

მოკლედ, გამარჯვება "ბენფიკას" დარჩა, თუმცა ყველაფერი სანკტ-პეტერბურგში გაირკვევა, სადაც "ზენიტი" ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება. რუსებმა უნდა შეუტიონ, მაგრამ ამასთან, არც დაცვაში მართებთ მოდუნება, რადგან ერთი გოლის გაშვება კატასტროფის ტოლფასი იქნება. ვნახოთ, წინ საინტერესო პაექრობა გველის...

ბენფიკა-ზენიტი 1:0

გოლი: 1:0 ჟონასი (90)

ბენფიკა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ - სამარისი, სანჩესი - პიცი (71. კარჩელა), ჟონასი, გაიტანი - მიტროღლუ (63. ხიმენესი)

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანიუკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, გარსია - შატოვი (81. ჟირკოვი), ჰალკი, დანი (87. მაურისიო) - ძიუბა (74. კოკორინი)

გაფრთხილება: ალმეიდა, ჟარდელი, პიცი, ჟონასი - ვიტსელი, გარსია

გაძევება: კრიშიტო (90. ზენიტი)

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 12-5 (6-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 48 000

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE. 24 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
ბაიერნი VS ბენფიკა - პეპის ფავორიტობანა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "პარი სენ-ჟერმენმა" "ბენფიკას" მოუგო
ბაიერნი-ბენფიკა 1:0 - გოლი 109 წამში და მეტი არაფერი [VIDEO]
ზენიტი-ბენფიკა 1:2 - ევროთასები რუსებისთვის დაიხურა [VIDEO]
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
კელეჩი იჰეანაჩო - მომავლის გოლეადორი "მანჩესტერ სიტიდან"