მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი აუდიტსა და ყველა ბრალდების ძირფესვიანად შემოწმებას ითხოვს
მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ პარლამენტის წინ აქცია გამართეს. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ და მას დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სპორტსმენები ჯაჭვლიანის მიერ თანხების მითვისებაზეც საუბრობენ.

"სოსო ჯაჭვლიანმა საქართველოს ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა"

ინფორმაციაში მოყვანილ ბრალდებებთან დაკავშირებით მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს კომენტარი ვთხოვეთ:

"შარშან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა მკლავჭიდელებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, ნელ-ნელა დავიწყეთ უწინდელი დიდების დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ წლეულს ჩვენს ფედერაციას ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გამოუყო.

ფულის გაჩენისთანავე ვიღაცები აფუთფუთდნენ. ეს არის ამ პრობლემის თავი და ბოლო. ისე, ამ პრობლემების შესახებ ტელევიზიით არ უნდა ვიგებდე.

მოვითხოვ, რომ ფედერაციაში შემოვიდეს აუდიტი, ყველა ბრალდება ძირფესვიანად შემოწმდეს, რომ საზოგადოებამ დაინახოს და თავად მიხვდება ყველაფერს, მერე კი ყველას საკადრისად მიეზღვება.

სპორტსმენებს პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ სავარჯიშო პირობებთან დაკავშირებით. მათი საქმე არ არის ვინმეს გადაყენება - უნდა ივარჯიშონ და შეჯიბრებებისთვის მოემზადონ. თუ ვინმე გადასაყენებელ-გადმოსაყენებელია, ამისთვის არსებობს ფედერაციის გამგეობა და საბჭო.

არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ვიღაც მართავს და პოლიტიკური სუნი უდის. 2016 წელს ხომ არჩევნებია.

ასე რომ, შემოვიდეს ფედერაციაში აუდიტი და მის შედეგებს დაველოდოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სირცხვილი
მსოფლიოს ჩემპიონები ფულით მიყავს ხოლმე შეჯიბრზე მეტი დაფინანსება არააო იძახის და თავისი შვილი კი დაყავს ხოლმე შეჯიბრებზე კაი მკლავჭიდელივით აქეთ იქით, ყველა ქვეყანა შემოატარა თითქმის
უსირცხვილო სოსოს
ცოტა ნამუსი რომ ქონდეს ამ კაცს წავიდოდა მაგრამ მერე ვიღა შეიყვანს სპორცმენებს 15 დოლარიან სასტუმროში და ვინღა წამოიღებს 100 დოლარის ინვოისებს? ვინ მოხსნის მერე მწვრთნელებს ჩუმად ვინ დაინიშნავს თავის თავს მწვრთნელად და ვინღა აიღებს პრემიებს?
kaki
გეთანხმებით სოსო, მაგრამ კარგი იქნება თუ აუდითთან სინქრონში პროკურატურაც დაიწყებს საქმის შესწავლს, რატა არ ქონდეს ადგილი მიჩქმალვა მიჩუმათემას. თქვენ ხომ ფინანსურ მაქინაციაში გდებენ ბრალს, რაჩიც, დარწმუნებული ვარ, ხელი გაქვს ნაფათურევი. ყველამ ვიცით, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედაც დაამარცხა!
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"სოსო ჯაჭვლიანი ნაკრების მწვრთნელია, თუმცა არასდროს ყოფილა ვარჯიშზე"
დღის კარიკატურა: სოსო ჯაჭვლიანის "საჩუქარი" მკლავჭიდელებს
პროტესტი: ბესიკ ლეკიაშვილმა სპორტის სამინისტროს ჯილდოები დააბრუნა
გინება, ჩხუბი, კვერცხები - ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს [VIDEO]
სოსო ჯაჭვლიანი - ქურდობის დაბრალებაზე: ერეკლე გურჩიანს შეიძლება კუბდარი მოვპარო, რადგან ძალიან მიყვარს
"სილვესტერ სტალონე უნდა ჩამოსულიყო ოთხი დღით... მაგას დაემთხვა გავრილოვის ღამე“ - სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლის სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს