პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ:"ლივერპულიდან" "ჩელსიში" გაქცეულ ესპანელს ახალ გუნდში პირველი შეხვედრა მაინცდამაინც ძველის წინააღმდეგ უწევს

ხვალ ფერნანდო ტორესს „ლივერპულის“ ფანების ერთ კვირაში მეორედ დამწუხრების შანსი ეძლევა: „ენფილდ როუდიდან“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ორშაბათს გაქცეულ ესპანელ თავდამსხმელს, ბედის ირონიით, ახალ გუნდში პირველი შეხვედრა მაინცდამაინც ძველის წინააღმდეგ უწევს. ტორესის საქციელს ყველა თავისებურად აფასებს, მერსისაიდზე ის იუდას შთამომავლად მიაჩნიათ და ამას პლაკატებითაც ადასტურებენ, თუმცა თავად „ელ ნინიო“, რომელიც ინგლისის ჩემპიონს 50 მილიონი ფუნტი ანუ 81,06 მილიონი დოლარი დაუჯდა, ასე ამბობს:

„რაც ბოლო დროს ჩემს თავს მოხდა, ყველაფერი ბედისწერას ჰგავდა. ბედისწერაა ისიც, რომ პირველი მატჩი სწორედ „ლივერპულის“ წინააღმდეგ მელის. მერწმუნეთ, თუ „ჩელსის“ ხელმძღვანელები ამ შეხვედრაში მათამაშებენ, ყველა ღონეს ვიხმარ თავი რომ გამოვიჩინო და გოლი გავიტანო.“

თუ ასე მოხდება, ტორესისას ვერაფერს მოგახსენებთ და ინგლისის ჩემპიონები ძალიან კმაყოფილები დარჩებიან. „ლურჯებმა“ ხომ ძალიან კარგად იციან ტორესის შესაძლებლობები - მათ წინააღმდეგ 8 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან ორი მიმდინარე სეზონში, შემოდგომაზე შეაგდო: 7 ნოემბერს „ლივერპულმა“ „ჩელსის“ „ელ ნინიოს“ გოლებით 2:0 აჯობა. როგორც ამბობენ, დასავლეთ ლონდონელებმა სწორედ იმ დღეს გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ესპანელი ეყიდათ.

„ყოველთვის, როდესაც „ლურჯების“ წინააღმდეგ ვთამაშობდი განსაკუთრებულ სტიმულს ვგრძნობდი, რადგან „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა სეზონის საუკეთესო მატჩი გამოდიოდა ხოლმე. „ჩელსიში“ გადმოსვლის შანსიც ამიტომ აღარ გავუშვი ხელიდან - მინდოდა ასეთი დიადი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. და თუ „ლურჯების“ ფანებს უხარიათ, რომ მათი გუნდის სახელით გოლების გატანას მეც ვაპირებ, ორმაგად გამეხარდება.“

ფანებს, რომლებიც დღენიადაგ პრემიერლიგის ცხრილს ჩაჰკირკიტებენ და ხედავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 10 ქულით ჩამორჩებიან, რასაკვირველია, ერთი სული აქვთ, როდის გავა ახალი 9 ნომერი მოედანზე, მაგრამ მათგან განსხვავებით მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაფიქრება მართებს. რა განლაგებით უნდა შეუტიონ „ლურჯებმა“ „წითლებს“? ნიკოლა ანელკამ სამშაბათს, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა („ჩელსიმ“ 4:2 მოიგო) და მისი შემადგენლობიდან ამოგდება არ ივარგებს. თუკი ასეა, მაშინ, იქნებ სალომონ კალუ დაჯდეს სათადარიგოთა სკამზე და მეტოქის კართან ეგრეთ წოდებული ბრილიანტი გაკეთდეს: წინ ტორესი და დიდიე დროგბა, მათ უკან კი ანელკა.

„ტორესს თამაშამდე კარგად დავაკვირდებით და თუ დავინახავთ, რომ ფიზიკურად მზად არის, მაშინ კვირას ვათამაშებთ, - თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, - მთავარია მას რაიმე პრობლემა არ ჰქონდეს.“

ახლა კი მოედნის მეორე მხარეს გადავიდეთ: სიცარიელე, რომელიც „ლივერპულის“ თავდასხმაში ტორესის წასვლის შემდეგ დარჩა, ნაწილობრივ უკვე შეავსო ურუგვაელმა ლუის სუარესმა. მერსის პირას „აიაქსიდან“ გადაბარგებულმა ფორვარდმა ოთხშაბათს, „სტოკ სიტისთან“ შეხვედრაში (რომელიც „წითლებმა“ 2:0 მოიგეს) მან გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ ახალი გუნდის შემადგენლობაში. გარდა ამისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ რაც „ლივერპულის“ სათავეში როი ჰოჯსონი კენი დალგლიშმა“ შეცვალა, გუნდმა ერთი ფრე ითამაშა და სამი მოიგო.

თუმცა გონიერი ხალხი ამბობს, დღეიდან ყველაფერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელშიაო და მართალიცაა. ჩახედეთ ცხრილს: იმისათვის, რომ მდევრებმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს გაუსწრონ საჭიროა თავად ამ გუნდმა დაკარგოს ქულები, ის კი ამას, როგორც ჩანს, არ აპირებს - 24 შეხვედრიდან გუნდს ერთიც არ წაუგია. შთამბეჭდავი შედეგია, არა? ამჯერად, „იუნაიტედი“ ვულვერჰემპტონში მიდის. ერთხელაც ჩახედეთ ცხრილს, ხომ ხედავთ სადაც არის „ვულვზი“? მერედა, მანჩესტერელთა გუნდში დიდი ამბავია: კვლავ ძველებურად ათამაშდა მათი მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი. შუა კვირაში, „ასტონ ვილას“ რუნიმ ორი გოლი გაუტანა და ახლა შეეცდება ტემპი აღარ დაკარგოს. სხვათა შორის, თუ „იუნაიტედი“ ამ შეხვედრაში არ წააგებს, დამყარდება ახალი რეკორდი: პრემიერლიგაში ზედიზედ 30 დაუმარცხებელი შეხვედრა ამ გუნდს ჯერ არასდროს ჩაუტარებია. მანჩესტერელთა პორტუგალიელმა გარემარბმა ნანიმ საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა:

„ჩვენ გვინდა მთელი სეზონი წაუგებლად ჩავატაროთ, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება.“

წლეულს მანჩესტერელები „ვულვზს“ მეორედ ხვდებიან. პირველ თამაშში, ნოემბერში, „იუნაიტედს“ პარკ ჯი-სუნის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი დასჭირდა 2:1 რომ მოეგო.

„არსენალი“, რომელიც მეორე ადგილზე გახლავთ, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 5 გოლით ჩამორჩება, ნიუკასლში მიდის, სადაც საკმაოდ რთული თამაში ელის. როგორ ხვდება „ნიუკასლი“ ჩრდილოლონდონელებს? ზოგი მიმომხილველის ვარაუდით დაზაფრული, რადგან ენდი ქეროლი გაექცათ „ლივერპულში“ - ზემოთ ნახსენებ სუარესთან ერთად ტორესობა უნდა გასწიოს.

„მანჩესტერ სიტი“ კი „ვესტ ბრომვიჩს“ მასპინძლობს.

დღეს

სტოკი-სანდერლენდი 16:45

დისკვალიფიკაცია: შოუკროსი (სტოკი)

ტრავმა: სიდიბე, უილკინსონი, ჰიგინბოტემი, - მეილერი, უილბეკი, ტერნერი, კემპბელი, ზენდენი

ასტონ ვილა-ფულჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: ბეიკერი (ასტონ ვილა)

ტრავმა: უორნოკი, დელფი - ბრიგსი, ჰელიჩი, შვარცერი, ზამორა, სენდეროსი

ევერტონი-ბლექპული 19:00

ტრავმა: ბარკლი - კრეინი, ჰერევუდი, ბეშემი, გილკსი, კლარკი

მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ტრავმა: რიჩარდსი, ჯონსონი, ბალოტელი - იბანესი, დორანსი

ნიუკასლი-არსენალი 19:00

დისკვალიფიკაცია: ტიოტე (ნიუკასლი), სკილაჩი (არსენალი)

ტრავმა: სმიტი, აირლენდი, ს. ტეილორი, გოსლინგი, ბენ არფა, რ. ტეილორი - ვერმაელენი, ფლიმპონგი, დენილსონი, ფაბიანსკი, ნასრი

ტოტენჰემი-ბოლტონი 19:00

დისკვალიფიკაცია: დოუსონი (ტოტენჰემი)

ტრავმა: კრანჩარი კინგი, ჰადლსტოუნი, ქაბული, ბეილი – ო’ბრეინი, სემუელი, გარდნერი, დევისი

უიგანი-ბლექბერნი 19:00

ტრავმა: კლივერლი, ალკარასი - ჯონსი, სანტა კრუზი

ვულვერჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 21:30

ტრავმა: ებანკს-ბლეიკი, მენსიენი, ნაითი, გუედიურა, დევისი - ჰარგრივზი, ვალენსია

ხვალ

ვესტ ჰემი-ბირმინგემი 17:30

ტრავმა: კოლისონი, ედგარი, და კოსტა, ჰიცლშპერგერი, კურუჟი – მაკფადენი, დავი, ველისი

ჩელსი-ლივერპული 20:00

ტრავმა: ალექსი, ჟირკოვი, ბენაიუნი - ქეროლი, კარაგერი

1. მანჩესტერი 24 15 9 0 54:22 54

2. არსენალი 24 15 4 5 50:23 49

3. სიტი 25 13 7 5 39:22 46

4. ჩელსი 24 13 5 6 46:21 44

5. ტოტენჰემი 24 11 8 5 33:26 41

6. სანდერლენდი 25 9 10 6 30:28 37

7. ლივერპული 25 10 5 10 33:31 35

8. ბოლტონი 25 8 9 8 35:35 33

9. ბლექბერბი 25 9 4 12 31:38 31

10. ნიუკასლი 24 8 6 10 36:34 30

11. სტოკი 24 9 3 12 28:30 30

12. ფულჰემი 25 6 11 8 26:26 29

13. ბლექპული 24 8 4 12 35:44 28

14. ასტონ ვილა 25 7 7 11 28:43 28

15. ევერტონი 24 5 12 7 28:31 27

16. ვესტ ბრომვიჩი 24 7 5 12 31:45 26

17. ბირმინგემი 23 4 12 7 23:33 24

18. ვესტ ჰემი 25 5 9 11 27:44 24

19. უიგანი 25 4 11 10 22:41 23

20. ვულვზი 24 6 3 15 24:42 21

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 15 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ნოლანი (ნიუკასლი), ბენტი (ასტონ ვილა); 9 - კეჰილი (ევერტონი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 8 - კემპბელი (ბლექპული), დემპსი (ფულჰემი).

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა