ინდივიდუალისტი, რომელსაც სუპერვარსკლავობამდე რაღაც აკლია
ლუკას მოურა 23 წლისაა. ის "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობს. ევროპამ იცის ამ ბიჭის ტალანტის თაობაზე, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, სულ მალე კიდევ მეტი უნდა შეიტყოს. მოურა ისე თამაშობს, რომ გულშემატკივარმა ისიამოვნოს, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში უკვე გამოსარჩევი მოვლენაა.

ბევრ ცნობილ სლალომისტს შეშურდება ის დრიბლინგი, რომელსაც ბრაზილიელი ფლობს. ლუკას მოურასთვის პრობლემას არ წარმოადგენს ერთბაშად რამდენიმე მოწინააღმდეგის მოტუება. რაც მთავარია, მოურამ გოლის გატანა იცის. მისი ნაკბენი ისე მწარეა, როგორც გიურზის. უყურებ მოურას თამაშს და გგონია, რომ მას საერთოდ არ აქვს ძვლები, იმდენად ელასტიკურია მისი თითოეული მოძრაობა.

ლუკასმა დიდებულად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ჩელსის" წინააღმდეგ. ლონდონური კლუბი კრიზისშია, მაგრამ ეს საერთო ჯამში, არაფერს ცვლის. ლონდონელ ვარსკვლავებს ერთი კონკრეტული მატჩი თავისუფლად შეუძლიათ, მაღალ დონეზე ჩაატარონ.

წამება - ეს არის სიტყვა, რაც გამოხატავს იმას, თუ რას განიცდიდნენ ინგლისური გუნდის უკანახაზელები მაშინ, როცა ბურთს ბრაზილიელი მიიღებდა. გავიხსენოთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სწორედ ლუკასის წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა აქცია გოლად.

საერთოდ, ბრაზილიელი შემტევი უკვე კარგა ხანია, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უნიჭიერეს ტალანტად ითვლება, მაგრამ მას რაღაც აკლია. რა არის ეს "რაღაც"? ვფიქრობთ, მოურამ ამ კითხვაზე ჩვენზე უკეთესად იცის პასუხი - ეს სტაბილურობაა.

როცა მოურა უფრო სტაბილური გახდება, ის ბევრ მწვერვალს დაიპყრობს და არც ის გამოვრიცხოთ, რომ მესისა და რონალდოს ეპოქის დასრულების შემდეგ მისი დრო დადგეს. ის თავიდანვე ითვლებოდა გამორჩეულ ინდივიდუალისტად. თავის დროზე მისი გადაბირება "მანჩესტერს" და "ინტერს" სურდათ. ყველას "სენ-ჟერმენმა" დაასწრო.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძალიან დაამწუხრებდა სერ ალექს ფერგიუსონს. ფერგის მოურა მაგრად მოსწონს და ეს უკვე დიდი კომპლიმენტია. თავის დროზე ბევრისმნახველმა შოტლანდიელმა ლუკასის თამაში ასე შეაფასა:

"სიმართლე უნდა ითქვას, მე აღტაცებული ვარ ამ ბიჭით. მექმნება შთაბეჭდილება, რომ მას მინდორზე ყველაფერი შეუძლია. მე მას დავაკვირდი მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ის ნამდვილი ბრილიანტია. მოურას მე ნიჭით გამორჩეულ ბრაზილიელ ინდივიდუალისტებს შევადარებდი." - თქვა ფერგიმ.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ სერ ალექსი სიტყვებს ჰაერზე არასოდეს აბნევს. ფერგი ფეხბურთელში არ ცდება. ეგაა, მოურას პროგრესისათვის მწვრთნელის მეტი ნდობაც სჭირდება.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ დღეს "პარი სენ-ჟერმენში" იმაზე მეტი ვარსკვლავიც კია, ვიდრე ერთ გრანდს სჭირდება. მოურა მუდმივად ვერ თამაშობს. არადა, იმ ასაკშია, როცა ჰაერივით სჭირდება სათამაშო პრაქტიკა.

რას ვიზამთ, "სენ-ჟერმენის" სათადარიგო სკამი ხშირად არის ვარსკვლავების ნავთსაყუდელი. ვის არ შეხვდებით იქ - ხავიერ პასტორეს, ედინსონ კავანის თუ ანხელ დი მარიას. ერთადერთი, ვისაც ძირითადში თამაში გარანტირებული აქვს, ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ზლატანი ძალიან დიდია. ზლატანი ხშირად თავისი გადაწყვეტილების მიხედვით თამაშობს ან არ თამაშობს.

რა თქმა უნდა, შვედი ყოველთვის ვერ ითამაშებს. რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში "სენ-ჟერმენს" ახალი ლიდერი დასჭირდება. ლუკას მოურა ამ როლისათვის იდეალურია. კავანიმ და დი მარიამ უკვე თქვეს მინდორზე თავიანთი სათქმელი. მათი თამაში ძალიან ხარისხიან, მაგრამ უკვე წაკითხულ წიგნს ჰგავს.

მოურა აწი უნდა წავიკითხოთ. გვარიანი გემრიელობა კი მოსჩანს, ეგაა, წიგნის ავტორმა თანდათან უნდა შემოგვაპაროს ახალი და გემოვნებიანი ფურცლები, თორემ ჩვენ უკვე იმდენი წიგნი წავიკითხეთ, რომ გადარჩევას მივეჩვიეთ - ჯერ ყველაფერს არ ვკითხულობთ და თუ მაინც წავიკითხავთ, ძალიან ცოტას ვაღიარებთ.

ლუკასს აქვს იმის რესურსი, რომ ბესტსელერად იქცეს. ის ვალდებულია, დიდი ნიჭი გამოიყენოს. "სენ-ჟერმენში" მისი სჯერათ. შემთხვევითი არ იყო, რომ "ჩელსისთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბლანმა ის ედინსონ კავანის ამჯობინა.

ასე რომ არ იყოს, მას პარიზელები აუცილებლად შეელოდნენ. ეს დროის ამბავი იქნებოდა. ახლა კი "სენ-ჟერმენი" ლუკასს ვერ ელევა. პარიზში იციან, რომ გუნდი მალე მის მძლავრ ფეხებზე უნდა დადგეს.

ბრაზილიის ნაკრებში მოურას ენდობიან და თან არც ენდობიან. ის იქაც ზღვარზეა. წესით, "სელესაოში" მალე მან მძლავრად უნდა დაიქუხოს. საერთოდ, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ნაკრებმა მომავალ რუსულ მუნდიალზე მძლავრად უნდა დაიქუხოს.

გუნდი ლიდერის გარეშე არ არსებობს. ჩვენ ვიცით ერთი ლიდერი - ის ნეიმარია. ლუკას მოურას შეუძლია, მეორე ლიდერი იყოს. მას ამისათვის დრო ჯერ კიდევ აქვს. ბრაზილია კი ახალ და ახალ გამარჯვებებს ელის.

თავად ლუკასი კი გვეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი დრო მალე დადგება. "მე მიყვარს ფეხბურთი, მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო პროგრესისათვის. მესმის, რომ ჩემგან ყოველთვის ბევრს ელიან და ბევრი მაკრიტიკებს, მაგრამ ჯერ ისეთ ასაკში ვარ, რომ ყველაფერი წინ მაქვს.

მჯერა, მოვა დრო, როცა მე მივაღწევ მწვერვალებს და შევასრულებ საკუთარ მიზნებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისეთივე უბრალო ადამიანად დავრჩები, როგორიც ახლა ვარ." - ამბობს ის.

საინტერესოა, რომ ლუკასზე მაღალი აზრისაა "სენ-ჟერმენის" დამრიგებელი, ლორან ბლანი. "მომავალი მისია." - თქვა სამხრეთამერიკელზე საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ.

მოკლედ, ბიჭი საბრძოლველადაა განწყობილი. წარმატებები ვუსურვოთ!

დოსიე

ლუკას როდრიგეს მოურა და სილვა

დაიბადა: 1992 წ. სან პაულო (ბრაზილია)

პოზიცია: გარემარბი

კარიერა: 2010-12 - სან პაულო; 2012-დან - პარი სენ-ჟერმენი

ბრაზილიის ნაკრები: 33 თამაში, 4 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ლუკას მოურა: ნამდვილად არ მჯერა, რომ ვან დეიკი...
ჰარი კეინმა "იუვენტუსს" ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
ლუკას მოურა ახლობლებისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბილეთებს ვერ შოულობს
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
ლუკას მოურამ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"უFacebook-ობისას" ცოლს გამოველაპარაკე, კარგი ადამიანი ჩანს - ლუკას მოურა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლუკას მოურა: რთული იქნება კეინის წასვლა, იმედია, დარჩება