უთამაშებელი დელ პოტრო ნახევარფინალში გააჩერეს
რიო-დე-ჟანიეროს ტურნირს სამწლიანი ისტორია აქვს და წელს პირველად მოხდა, როცა ფინალში არც ერთი ესპანელი ჩოგბურთელი არ ითამაშებს. ყველა ვარაუდობდა, რომ გადამწყვეტ მატჩში რაფაელ ნადალი და დავიდ ფერერი შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ფერერი მეოთხედფინალში გამოეთიშა ბრძოლას, ნადალმა კი ნახევარფინალში წააგო ურუგვაელ პაბლო კუევასთან.

"გრუნტის მეფის" მორიგ კრახს სენსაციას ვერ ვუწოდებთ, რადგან ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში, მან თავის საყვარელ საფარზე მოკრძალებული ტურნირების ფინალამდე გასვლაც ვერ შეძლო. ერთი კვირის წინათ, რაფამ ბუენოს აირესში ნახევარფინალი დათმო ავსტრიელ დომინიკ ტიმთან, ახლა კი, ამავე ეტაპზე კუევასის ბარიერი ვერ გაიარა. აღსანიშნავია, ნადალის კარიერაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა გრუნტზე წააგო მატჩი რეიტინგის TOP30-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან.

ნადალმა და კუევასმა ნამდვილი თრილერი ითამაშეს. მატჩი სამი საათი და 28 წუთი გაგრძელდა და ადგილობრივი დროით, ღამის სამ საათსა და 19 წუთზე დასრულდა. კუევასმა 48 "ვინერსი" მიითვალა, 10 ეისი ჩააწოდა და 13-დან 11 ბრეიკ-პოინტი მოიგერია - 6:7(6), 7:6(3), 6:4.

პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკზე მოგებები გაცვალეს. მესამე სეტის მეექვსე გეიმში კუევასმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მეშვიდე გეიმში თავად შეასრულა ბრეიკი, რის შემდეგაც შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება.

ურუგვაელი ფინალში არგენტინელ გვიდო პეიას შეხვდება, რომელმაც ფინალში გადასასვლელი მატჩი დომინიკ ტიმს 6:1, 6:4 მოუგო.

ამერიკული ფინალი გათამაშდება დელრეი ბიჩში, სადაც საყოველთაო ყურადღებას იწვევდა არგენტიელი ხუან მარტინ დელ პოტროს გამოსვლა. უკვე ვწერდით, რომ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი 11-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კორტზე და პირველ მატჩში ამერიკელი დენის კუდლა დაამარცხა. არგენტინელი ამით არ დაკმაყოფილდა და კიდევ ორი მატჩი მოიგო: ჯონ პატრიკ სმიტთან და ჟერემი შარდისთან. დელ პოტროს შეჩერება ნახევარფინალში სემ კუერიმ მოახერხა - 7:5, 7:5.

შემდეგ ტურნირს დელ პოტრო ინდიან უელსში ითამაშებს - სეზონის პირველ "მასტერსზე" მას უაილდ-ქარდი მისცეს.

რაც შეეხება კუერის მეტოქეს ფინალში, ეს იქნება რაჯივ რამი, რომელმაც გზა გადაუღობა ერთ-ერთ ფავორიტს გრიგორ დიმიტროვს - 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის