ქალ ჩოგბურთელთა შორის ფედერაციის თასზე ძირითად ჯგუფში მეოთხედფინალური ეტაპი დღეს დაიწყება

როგორც მოგეხსენებათ, ამ კვირას WTA-ის ტურნირები არ იმართება, რადგან ქალი ჩოგბურთელები ფედერაციის თასზე თამაშობენ. ძირითად ჯგუფში მეოთხედფინალური ეტაპი დღეს დაიწყება, მანამდე კი ნაკრებებმა დაბალ ჯგუფებში გაარკვიეს ურთიერთობა.

დანიის ნაკრებმა ევროპა/აფრიკის ზონის A ჯგუფში მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი დაიხმარა შვეიცარიის დასამარცხებლად, მაგრამ რეიტინგის ლიდერის გუნდში ყოფნა საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ამოცანის გადასაჭრელად. შვეიცარიამ მატჩი 2:1 მოიგო.

თავიდან კორტზე 46-ე ნომერი, შვეიცარიელი ტიმეა ბაშჩინსკი და დანიელი კარენ ბარბატი (543) გავიდნენ. უფრო გამოცდილმა ბაშჩინსკიმ 6:0, 6:1 გაანადგურა მეტოქე. მეორე მატჩში ვოზნიაცკის არ გასჭირვებია მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ჩოგანის პატი შნიდერის დამარცხება - 6:3, 6:3. ყველაფერი წყვილთა მატჩმა გადაწყვიტა, სადაც ბაშჩინსკიმ და შნიდერმა 6:3, 6:2 მოუგეს ვოზნიაცკისა და მეი გრეიჯის (899) დუეტს.

შვეიცარიას ორიდან ორი მოგება აქვს და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების რეალურია კანდიდატია. შეგახსენებთ, რომ A, B, C და D ჯგუფების გამარჯვებულები 16-17 აპრილს მეორე მსოფლიო ჯგუფის ორ საგზურს გაითამაშებენ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს