"გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩოგბურთელის ტურნირებისთვის, მაგრამ..."
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ალექსანდრე მეტრეველის განცხადებას უპასუხა, რომელიც ჩოგბურთელმა დღეს გაავრცელა.

ქართულ ჩოგბურთშიც სკანდალია: სანდრო მეტრეველი VS ფედერაცია

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თავს მოვალედ მიიჩნევს, პასუხი გასცეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, სანდრო მეტრეველის ღია წერილს.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ადასტურებს საქართველოს ნაკრები გუნდის წარმატებით ასპარეზობას დევისის თასის გათამაშების ეტაპზე და მადლობას უხდის ნაკრებ გუნდს დაუღალავი შრომისთვის.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ცდილობდა კონკრეტული თანხის გამოყოფას ვაჟთა ნაკრები გუნდისთვის, 2015 წლის დევისის თასზე მიღებული კარგი შედეგისთვის. იყო კონსულტაციები, ფედერაციამ და სამინისტრომ ერთობლივად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გუნდს მაქსიმალურად მაღალი ჰონორარი მიეღო, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 20 000 ლარზე მეტის გადახდა არ მოხერხდა, რაც, რასაკვირველია, არ არის საკმარისი. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობენ მოთამაშეებს და შესაძლებლობის ფარგლებში აფინანსებს სპორტსმენების ინდივიდუალურ თუ გუნდურ შეჯიბრებებს.

რაც შეეხება 2016 წლის დაფინანსებას: ჩოგბურთის ფედერაციის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ლარს (ნაცვლად სანდრო მეტრეველის მიერ აღნიშნული 1 მილიონი ლარისა), რომელიც წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს მამაკაცთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ინდივიდუალურ ტურნირებს, რამოდენიმე ასაკობრივ ნაკრებს:

1) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 14,16,18 წლამდე ნაკრებ გუნდებს;

2) ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის 12,14,16,18 წლამდე ნაკრებ გუნდებს;

3) აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატისთვის 12,14 წლამდე ნაკრებ გუნდებს;

4) ნიჭიერ და პერსპექტიულ ჩოგბურთელებს ინდივიდუალური ტურნირებისათვის.

დევისის თასის გათამაშებისთვის უკეთ მომზადების მიზნით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ აღნიშნული 800 000 ლარიდან საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებ გუნდს გამოუყო 100 000 ლარი.

ნაკრები გუნდის სხვა სამი მონაწილე (ბასილაშვილი, ცივაძე და ჯავახიშვილი) მზად იყო, 100,000 ლარი გამოეყენებინათ ინდივიდუალური ვარჯიშების და ტურნირებისათვის და მათი მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა.

ასევე გვინდა გაგაცნოთ სანდრო მეტრეველის დაფინანსების ზუსტი თანხა, რომელიც მასზე გაიცა ბოლო სამი წლის განმავლობაში:

2013 წელი - 9126.45 ლარი

2014 წელი - 10 056.45 ლარი

2015 წელი - 13 360.02 ლარი.

ჯამი - 32,542.92 ლარი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ 32,542.92 ლარი არ არის საკმარისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩოგბურთელის ტურნირებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში სახელმწიფოს და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დაფინანსება გაიზრდება, მაგრამ ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ 32,542.92 ლარი აღემატება სანდრო მეტრეველის მიერ აღნიშნულ 19,000 ლარს. ფედერაციის ხარჯთაღრიცხვა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მობრძანდეს ფედერაციაში და მოითხოვოს ოფიციალური საბუთი", - ნათქვამია განცხადებაში.

giorgi ezakeli
Gio-ს. "ამ ხნის ასაკში" რას ნიშნავს?
gika
ასეთი დაფინანსებით, მითუმეტეს ჩოგბურთში, რაიმე ხელშესახები შედეგის დადება შიძლება? თუ ვინმე ამას ელოდება, ბრავო მათ, პირველ რიგში კი ფედერაციას და სპორტის სამინისტროს. ამ წერილის გამოქვეყბებას ქონდა რაიმე აზრი? ან რა წერილია საერთოდ? წუწუნი და თავისმართლების პოზიციაში ყოფნა, საქმეს რომ შველიდეს, რარა გვიჭირს.
Gio
ინდივიდუალური ტურნირებისთვის რატომ უნდა დააფინანსოს ფედერაციამ 23წლის ჩოგბურთელი რომელიც რეიტინგში სადღაც მესამასეა და არანაირი პერსპექტივა არ აქვს?! ამ ხნის ასაკში ჩოგბურთელი ფედერაციას ფულს არ უნდა თხოვდეს პირადი შეჯიბრებისთვის და თუ თვითონ ვერ გამოიმუშავებს იმდენს რომ რამოდენიმე ტურნირი დაიფინანსოს წელიწადში მაშინ, საერთოდ შეეშვი სპორტს და სხვა საქმეს მიხედე!!!
dito
არ ვიცი აქ რა ხდება და ვის რამდენი აქვს აღებული ჰონორარი მაგრამ მე როგორც ერთერთი გულშემატკივარი ქართული სპორტის ამ თანხებით რაც გამოყოფილია ფედერაციისათვის მაღალი მიზნებისათვის ნუ გვექნება პრეტენზიები.
nika
sandro ambobs 20 atasi momceso, federacia ambobs 32 atasi mivecito. orivem sabuti gvanaxos da vnaxot vin ityueba.
maiko
ფედერაციას მიზერული დაფინანსება აქვს. წერილში დაწერეს რამდენი აქვთ დაფინანსება და რამდენ საქმეზე უნდა დაიხარჯოს. თვლა არ იცით? როგორ შეიძლება რვაასი ათასი ლარი ამ ყველაფერს ეყოს და ამდენ რამეს რო აკეტებენ, რატომ არ კითხულობთ, როგორ ყოფნით?
დათო
სანდროს ვეთანხმები , ჩოგბურთისთვის სასაცილოა უბრალოდ წელიწადში 5000$ არაფერს არ ნიშნავს. რა პირობაც მიეცით არ შეასრულეთ და ბიჭებზე მისაცემი თანხა ალბათ ჯიბეში გაუშვით. გამოვიდეს ბასილაც და ამოიღოს ხმა და საერთოდ ჯობია არ გავიდნენ სათამაშოდ სანამ ფედერაცია პირობას არ შეასრულებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა