ჩემზე ამბობენ, ფეხბურთი არ უყვარსო...
19 თებერვალს დიდი იტალიელი მწერალი, კულტუროლოგი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო გარდაიცვალა. ამ ამბავს აპენინური სპორტული მედიაც გამოეხმაურა, პრესაში კი მისი მეტად საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა ფეხბურთის შესახებ.

როგორც ყველა იტალიელი, მისი ბედიც რაღაცით დაკავშირებული და გადაჯაჭვულია ფეხბურთთან. თუმცა, ყველასგან გამორჩეულ ეკოს სპორტის უპირველეს სახეობასთან განსაკუთრებული და მეტად უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა. დანარჩებზე თავად უმბერტო მოგვითხრობს...

ჩემზე ამბობენ, რომ ფეხბურთი არ მიყვარს, მაგრამ მე ასე უფრო ვიტყოდი: ფეხბურთს არ ვუყვარვარ მე! - პიემონტის რეგიონის პატარა ქალაქ ალესანდრიაში ვიზრდებოდი, სადაც ფეხბურთი ისევე სიგიჟემდე უყვართ, როგორც მთელ იტალიაში. ბავშვობიდან თავში მქონდა ჩაბეჭდილი, რომ აუცილებლად უნდა მიყვარდეს ფეხბურთი, რადგან ეს ასეა საჭირო. არადა, ხომ გითხარით - თვითონ ფეხბურთს არ ვუყვარდი მე...

ეზოში ან სკოლაში მეც სხვებივით ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ ვიყავი იმ იშვიათთაგანი, რომელსაც არასდროს გამოსდიოდა ზუსტი პასი და თუ გოლი გაჰქონდა, აუცილებლად საკუთარ კარში. კიდევ უარესი იყო, თუ ბურთს ძლიერად ამოვარტყამდი ფეხს და გადავაფრენდი სადღაც ღობეებს იქით, შორს და თამაშიც წყდებოდა იქამდე, სანამ ყველაზე დაუზარელი და მარდი მას მოედანზე არ დააბრუნებდა.

ამიტომ ბიჭებს არ უყვარდათ ჩემთან თამაში, რის გამოც რამდენჯერმე ვიჩხუბე და შედეგად, მაგარი ნაცემიც ვყოფილვარ. მსურდა კი ფეხბურთის თამაში? - ნაკლებად, მაგრამ არ მინდოდა სხვებზე ნაკლები ვყოფილიყავი - ეს იყო კომპლექსი, რომელმაც ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე დიდი გავლენა იქონია...

მხოლოდ იმიტომ, რომ ვყოფილიყავი ისეთივე, როგორიც ყველა ჩემი თანატოლი, მამას ხშირად ვთხოვდი, რომ წავეყვანე სტადიონზე - ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, როდესაც არატრადიციული ორიენტაციის ბიჭი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მას გოგონები მოსწონს.

ერთხელ ვიჯექი ტრიბუნაზე და ვუყურებდი ფეხბურთელთა სრულიად გაუგებარ გადაადგილებებს მოედანზე, ფიქრებით კი სხვაგან ვიყავი. მაშინ 13 წლის გახლდით, მზე კი გარშემო ყველას და ყველაფერს წვავდა. ვუცქერდი ეგზალტირებულ გულშემატკივრებს და დავფიქრდი, ნუთუ საერთოდ არსებობს ღმერთი და თუ არსებობს, რატომ დაუშვა, რომ ამდენ ხალხს ამ უაზრობაზე ჭკუა ეკეტება.

მოგვიანებით, დიდი იტალიელი სოციოლოგის, ოტიერო ოტიერის ნამუშევრებს გავეცანი და მისგან გავიგე, რომ ამ განცდას ეწოდება: "ყოველდღიური არარეალობა" და ხშირ შემთხვევაში, მთავარი მოტივია მორწმუნე ადამიანის გაათეისტებისა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არის რაღაც წამი, როდესაც ხვდები, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი უაზრობაა, მე კი ეს განცდა სწორედ სტადიონზე დამეუფლა.

მე მიყვარს სპორტის ექსტრემალური სახეობები და ადრენალინი: მაგალითად, როდესაც მოტომრბოლელები კლდის პირას მიქრიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე; ვგიჟდები პარაშუტით ხტომაზე ველურ ბუნებაში ან როდესაც აფრიანი ნავები მიაპობენ ოკეანის ტალღებს და ცდილობენ, რომ პირველები მივიდნენ ფინიშთან.

ისინი არიან გმირები, საუკეთესოები, რომლებიც უნდა დაიხოცონ იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა ვისიამოვნოთ, მივიღოთ ადრენალინი და განვაგრძოთ ცხოვრება ისე, როგორც იქამდე ვცხოვრობდით. ფეხბურთში არავინ კვდება - იქ პირიქით, მდიდრდებიან, სახელს და დიდებას იხვეჭენ, შემდეგ კი ზემოდან უყურებენ ყველას და ყველაფერს...

დამაინც, სწორედ ფეხბურთია ის, რასაც ჭკუიდან გადაჰყავს ხალხი, რაც იწვევს მასების ეგზალტირებას ისე, როგორც არაფერი სხვა. ფეხბურთია ის, რაც იწვევს გულის შეტევებს ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებში; ცრემლების ზღვას წაგებული და მოგებული მატჩების შემდეგ; სწორედ ფეხბურთია ის, რასაც ქუჩებში გამოჰყავს ასიათასობით ქომაგი, ულტრასები კი თავს ესხმიან მეტოქე გუნდის ავტობუსებს და ამსხვრევენ მინებს.

ფეხბურთია ის, რის გამოც რიგით იტალიელს შეუძლია 10 კაცი ჩატენოს თავის "ფიატ ჩინკვეჩენტოში", მანქანა მიწასთან გაასწოროს და ასე აღნიშნოს მისი გუნდის გამარჯვება. ფეხბურთია ის, რის გამოც ბოლო ფულს დახარჯავენ და ვალებში გადავარდებიან, რათა შავ ბაზარზე, გადამყიდველისგან თამაშის ბილეთი შეიძინონ.

ეს ტურისტები, რომლებიც ათიათასობით დადიან ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რათა უყურონ იმას, რამაც ჩემში გამოიწვია "ყოველდღიური არარეალურობა", ანუ ის წამი, როდესაც ხვდები, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი უაზრობაა და ღმერთი არ არსებობს. ნუთუ ასე განვსხვავდები ყველასგან?

ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა პიერ პაოლო პაზოლინი და მისი ფილმები; ვთვლი, რომ გენიოსია, ის კი ფიქრობს, რომ კინოსა და სექსზე მაღლა ფეხბურთი დგას - ერთხელ პაზოლინიმ ისიც თქვა, რომ მას ყველაფერი სწორედ ფეხბურთმა ასწავლა. იქ კი მიმტყუნა ნერვებმა და ვკითხე გენიოსს: და მაინც რა მოგწონს ასე ამ ფეხბურთში? - რატომ შეგტკივა გული იმ გუნდის შედეგებზე, რომლის მესვეურებსაც ფეხებზე ჰკიდიხარ და რომ გაგიჭირდეს, შენთვის არაფერს გააკეთებენ.

რატომ გიყვარს ასე ის ფეხბურთელი, რომელიც არც კი გიცნობს და შენს სიყვარულს არაფრით უპასუხებს.

პაზოლინის პასუხი ასეთი იყო: ნუთუ საჭიროა ელოდებოდე საპასუხო სიყვარულს მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელასგან, რომ იყო ამ შედევრით აღფრთოვანებული? - ან, ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ გიყვარდეს ლეონარდო და ვინჩი ყოველგვარი ანგარების და საპასუხო გრძნობის გარეშე? - პაზოლინი გენიოსია, ფეხბურთზე კი ისეთი ემოციით საუბრობდა, რომ კინაღამ მეც შემაყვარა - დამაინც, ნუთუ ასე განვსხვავდები ყველასგან?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იგავ-არაკი
პაზოლინი გენიოსია,შენ კი მართლა განსხვავებული))
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...